მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 18 » ბაზალეთის ტბა (ავტორი : ილია ჭავჭავაძე )
5:40 PM
ბაზალეთის ტბა (ავტორი : ილია ჭავჭავაძე )
ბაზალეთის ტბა


ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო წყლის ქვეშე
უცხო წალკოტი ყვავისო.

მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს თურმე არ სჭკნება,
ქვეყნისა დროსა ტრიალსა
იგი არ ემორჩილება.

ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
და იმის მზიან ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არი.

წალკოტის შუაგულშია
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა
არავის გაუბედნია.

მარტო ერთნი – სირინოზნი
იმ აკვანს გარს ეხვევიან,
მარტო იგინი, გრძნეულნი,
დასტრფიან და დამღერიან...

ამბობენ, - თამარ დედოფალს
ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
ტბა კარვად ზედ გადუხურავს.

ამას კი აღარ ამბობენ, -
აკვანში ვინ ჩააწვინა,
ან თვით ერმა თვისი ცრემლი
ზედ ტბად რისთვის დაადინა...

იქნებ აკვანში ის ყრმა წევს,
ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს
ჩუმის ნატვრითა ქართველი?

თუ ესე არის, ნეტა მას
ვაჟკაცსა სახელოვანსა,
ვისიცა ხელი პირველად
დასწვდება იმა აკვანსა!

თუ ესე არის, ნეტა მას,
დედასა სახელდებულსა,
ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
თვის ძუძუს, მადლით ცხებულსა!

1883 

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 881 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: