მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 5 » ბერძნული სუპი
7:19 PM
ბერძნული სუპი
ბერძნული სუპი

საჭირო ინგრედიენტებია: 400 გრამი მწვანე ბარდა, 6 ცალი პიტნის ფოთოლი, 100 გრამი რბილი ყველი, 2 სადილის კოვზი ნიგოზი, 4 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, შავი პილპილი, მარილი.

მომზადების წესი: ბარდა გადაწურეთ. პიტნის ფოთლები გარეცხეთ. ქვაბში აადუღეთ 1 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ მასში პიტნა და ადუღეთ. ჩაუმატეთ ბარდა, მარილი, პილპილი, ხარშეთ კიდევ ხუთი წუთი, გადმოდგით გაზქურიდან. გააცივეთ და გათქვიფეთ, როგორც პიურე. ნელ-ნელა გაათხელეთ ნახარშით, სანამ სასურველი სისქის წვნიანს არ მიიღებთ. ნიგოზი კარგად დაჩეჩქვეთ, ყველი გახეხეთ ან დაფხვენით. წვნიანი გაანაწილეთ ფიალებში, ჩაყარეთ მასში ნიგოზი და ყველი და ჩაუმატეთ თითო კოვზი ზეითუნის ზეთი.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 909 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: