მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 18 » დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან -----ავტორი : ილია ჭავჭავაძე
5:49 PM
დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან -----ავტორი : ილია ჭავჭავაძე
(დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან)


დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან,
მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;

რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან
ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,
გულწრფელობითა და სიმართლითა
მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:

- იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში,
შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა!
თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან - ჩრდილში -
ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.

1858-სა წელსა, 19-ს ნოემბერს,
ს. პეტერბურღი

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 902 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: