მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 18 » ელეგია ------ავტორი : ილია ჭავჭავაძე
5:48 PM
ელეგია ------ავტორი : ილია ჭავჭავაძე


ელეგია



მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა

მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა

და თეთრი ზოლი შორის მთებისა

ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.


არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..

მშობელი შობილს არრას მეტყოდა,

ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი

ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!


ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი

კვლავ ჩემს ქვეყნის ძილს ეალერსება.

ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,

როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!.


1859-სა წელსა, 4-სა ივნისს,

ს. პეტერბურღი

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 904 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: