მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 18 » გუთნისდედა------- ავტორი : ილია ჭავჭავაძე
5:51 PM
გუთნისდედა------- ავტორი : ილია ჭავჭავაძე
გუთნისდედა


    „გადი-გამოდი, გუთანო,
    ღირღიტავ, ბანი უთხარო".

ერთს ბედს ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ,
წილად გვარგუნეს შავი მიწა ჩვენ.
ერთგულად ვწიოთ ჭაპანი ჩვენი,
უსიხარულოდ გავლიოთ დღენი,
ბელტი ბელტზედა გადმოვაწვინოთ
და შრომის ოფლი მიწას ვაწვიმოთ.
ნუ დამიღონდი!.. შენი უღელი
ჩემს უღელზედა არ არის ძნელი:
მეც შენებრ მიწას დავყურებ თვალით,
რადგანაც ზეცა წამართვეს ძალით;
შენებრ მეც მელის მიწა, ვით მსხვერპლსა,
სიკვდილის შემდეგ დასავიწყელსა.
შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი?!.
ეგ, ჩემო ლაბავ, ნუ შეგშურდება...
რად გინდა ხმალი, თუნდ იყოს მჭრელი,
თუ სიმართლისთვის დამიჩლუნგდება?
აბა, რას გვარგებს ჩვენ ის გუთანი,
რომე აჩეჩოს მარტო მიწანი
და არ მოსთხრიდეს ძირით იმ ბალახს,
რომელიც უშლის თესლსა ამოსვლას?
მე ჩემის ჭირის, ჩემის წუხილის,
ჩემის კაცობის გულის დუღილის
სიტყვანი გულში მებადებიან,
მაგრამ გულშივე უხმოდ კვდებიან.
შენ ვერ გაიგებ მეტყველის ტანჯვას,
როცა სიტყვასა მართალს გულში ჰკლავს!..
აქ მენდე, ლაბავ, ჩემი უღელი
შენს უღელზედა უფროა ძნელი,
მაშ რა გაღონებს?.. გასწი ჭაპანსა
და გაიტანე გუთანი ბოლოს,
ნუ უღალატებ ძველს ამხანაგსა,
ის შენ აცხოვრე, მან შენ გაცხოვროს!..

    1858-სა წელსა, 4-სა ივნისს,
    ს. პეტერბურღი

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 894 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: