მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 7 » იდეალური წყვილი--- სალომე ბარკერი
5:48 PM
იდეალური წყვილი--- სალომე ბარკერი

ჩვენ ერთი ჩვეულებრივი წყვილი ვართ.

კვირაში სამჯერ ჯანმრთელი სექსით და ნელთბილი ურთიერთობით.

ცდებით თუ გგონიათ, რომ დაგეგმილი სამი აქტი გვაქვს, რომ ზუსტად ვიცით რომელ საათზესად ვნახავთ, რომელიდან რომელ წუთებამდე იმოძრავებს ნელა, რომელიდან რომელწამებამდე სწრაფად, მერე ის დაიძინებს და მე წამოვალ. ან მე დავიძინებ და ის წამოვა.

არაფერიც, ჩვენ ქუჩაში ხელჩაკიდებულები დავდივართ, მაგრამ არც იმდენად რომგაგვიოფლიანდეს. ლუდს ვსვამთ ერთად, მაგრამ არც იმდენს რომ თავები დავკარგოთ. სექსიგვაქვს რამდენჯერმე მაგრამ არც იმდენჯერ რომ სული ამოგვხდეს. თუმცა მერე ყოველთვისვეწევით და ერთად ვიძინებთ. თანაც მკვდრებივით.

ხომ გითხარით ერთი ჩვეულებრივი წყვილი ვართ.

მშვენივრად გვესმის ერთმანეთის და ისიც, რომ არ არის საჭირო ზედმეტი სენტიმენტები.თანაც ისეთი ბედნიერია გერლფრენდი რომ ჰყავს. და არა ვთქვათ შეყვარებული. პატარაქვეყნის პატარა შვილის პატარა ღირსების ამბავია ალბათ. თორემ რატომ არის ცუდი თანგიყვარდეს ის ვისაც ჟიმავ?

ეგ იქით იყოს მოკლედ.

ამ ბოლო დროს ცუდად მიგვდის ურთიერთობა.

იმის ბრალი არაფერია პრინციპში, მე მომბეზრდა.

მართლა მოსაბეზრებელი ყოფილა ეს უპასუხისმგებლო ურთიერთობა, თვეში ერთხელაც რომარავინ მიბრახუნებს მუშტს მაგიდაზე ყვირილით, სად დაეთრევი შე ბოზო ღამის 3 საათზეუჩემოდო.

მოსაბეზრებელია წვეულებაზე საკმაოდ გამომწვევ მზერას ვგრძნობდე სხვა მამაკაცისგან დაჩემი კაცი იმ მესამეს სთავაზობდეს თუ ეგრეა სამში ხო არ გვეცადაო.

მოსაბეზრებელია იმის ატანა რომ ცდილობს მრავალფეროვანი იყოს, ჰგონია ასე უფრომაკმაყოფილებს, არადა ჩემნაირ ზარმაც ქალს დიდი სიამოვნებით ამოხდებოდა სულიმისიონერულ პოზაში.

მოკლედ არც მისი ”თავისუფალი აზროვნება” მხიბლავს და არც ”თავისუფალი პოზები”.

ხომ გითხარით ჩვენ ერთი ჩვეულებრივი წყვილი ვართ.

უფრო ხშირად ის ათავებს, უფრო ხმამაღალი მე ვარ, უფრო უყურადღებო ისაა, უფროზარმაცი მე ვარ, უფრო ოფლიანი ისაა, უფრო უხასიათო მე ვარ, უფრო მძიმე ისაა, უფროზემოდან მე ვარ..

მოკლედ იდეალური წყვილი ვართ..

მაგრამ როგორც გითხარით ამ ბოლო დროს პრობლემები გვაქვს. მე რა, იმას აქვს.

იმაზე ფიქრმა დამღალა რომ ერთ დღესაც თავში დაარტყამს და ბეჭდით დამადგება. ისე კიარ გაიგოთ რომ გათხოვება მინდა, არავითარ შემთხვევაში, მინდა მოვიდეს და მითხრას რომმისთვის ერთადერთი ვარ, ყველაზე კარგი და ბლაბლა, როგორც არის ხოლმე ფილმებში,რეჟისორებმა უფრო კარგად იციან მე რაღას ვიწვალო ახლა ამის მოყოლით.

ჰოდა მინდა მოვიდეს, ეს ყველაფერი მითხრას და მე კიდევ ისე შევხედო რომ ინატროს ნეტამოვკვდეო. ვუყურო ასე გულისგამგმირავად დიდხანს, რამე სენტიმენტალური ფონიც კარგიიქნებოდა. ჰოდა ვუყურო ასე და ხმამაღლა ვისუნთქო. გავწითლდე შეურაცხყოფისგა დასიბრაზისგან და ბოლოს კბილებში გამოვცრა პასუხი: შე ნაბიჭვარო ეგ ჩემზე როგორ იფიქრემეთქი. ის არ გეყოფა რომ მჟიმავ, ახლა გინდა საჭმელი გიკეთო და ყოველ დილით შენიდასიებული თვალები და გამოუხეხავი კბილები ავიტანო მეთქი?

მშვენიერი სცენა იქნებოდა მეთქი გავიფიქრე (ამ დროს რომელიმე ცნობილი რეჟისორის გვარსამბობენ და დააყოლებენ იმასაც კი შეშურდებოდაო) და ვუპასუხე, შე ნაბიჭვარო, როგორციქნა აზრზე მოსულხარ, კი, თანახმა ვარ მეთქი.

კატეგორია: მოტხრობები | ნანახია: 1080 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: