მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 5 » იტალიური ვახშამი
7:18 PM
იტალიური ვახშამი

იტალიური ვახშამი

საჭირო ინგრედიენტებია: 12 ცალი ძალიან თხელი ლავაში, 1 ცალი ყაბაყი, 5 ცალი პომიდორი, 1 ცალი ყვითელი ბულგარული წიწაკა, 250 გრამი სულგუნი, 1 კონა ოხრახუში, 1 თავი ხახვი, მარილი, შავი პილპილი, 200 მილილიტრი ბულიონი, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი: ლავაშები ფრთხილად ჩაუშვით მდუღარე წყალში 1-2 წუთი, შემდეგ ბადეზე დაწურეთ. წინასწარ წვრილად დაჭერით ყაბაყი, პომიდორი და ბულგარული წიწაკა. ყველი კი გახეხეთ. გამოსაცხობ ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი და გაშალეთ ცომი. ფენა-ფენა დააწყვეთ ყველი, ბულგარული და პომიდორი. ისევ ცომი, ისევ ინგრედიენტები და ასე – ბოლომდე. ზემოდან გადაასხით დარჩენილი ზეთი. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გამოაცხვეთ.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 920 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: