მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 18 » მესმის, მესმის სანატრელი (ავტორი : ილია ჭავჭავაძე )
5:33 PM
მესმის, მესმის სანატრელი (ავტორი : ილია ჭავჭავაძე )

მესმის, მესმის სანატრელი

მესმის, მესმის სანატრელი

ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!

სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს

დასათრგუნვლად მონობისა.


აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა

და აღმიგზნებს იმედს გულში...

ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი

გამაგონე ჩემს მამულში!


29
ივლისი, 1860 .

პავლოვსკი.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1125 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: