მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 9 » რამდენიმე ერთი გაკვეთილი---ნიკუშა ანთაძე
12:50 PM
რამდენიმე ერთი გაკვეთილი---ნიკუშა ანთაძე

თავი პირველი
ერთი გაკვეთილი
საკლასო ოთახი # 42
ქალბატონი მარინა ამაოდ ცდილობს ბავშვების დაწყნარებას და ფიზიკის შესახებ საუბარს. არაფერი გამოსდის. ბოლო-ბოლო, რაღაცას აღწევს, ოღონდ ფიზიკისთვის თავის დანებება უხდება. 
ბავშვებს უთხრა ილაპარაკეთ, ოღონდ დასხედით და ცოტა ჩუმადო. თვითონაც მაგიდასთან ჯდება და მობილურზე თამაშს იწყებს.

საკლასო ოთახი # 55
გოგონები გამალებით ჭორაობენ. ერთი ლიზუნა ზის თავისთვის... ფიქრობს და ფიქრობს... რთული საკითხი აქვს გადასაწყვეტი... ბიჭები ფეხბურთის სათამაშოდ გავიდნენ გარეთ, სტადიონი თავისუფალი იყო.

საჭირო ოთახი მე - 3 სართულზე
ბექა და კობახიძე გაკვეთილზე არ შევიდნენ. ფიზიკაზე. დგანან ტუალეტში, არც ისე სასიამოვნო სუნში და ეწევიან. სხვა რა გზა აქვთ... თან საინტერესო ამბებს იხსენებენ უბნის ცხოვრებიდან. 

საკლასო ოთახი # 37
ცარიელია.

საკლასო ოთახი # 49
25 ბავშვი ზის კლასში. სიჩუმეა და მოწყენილობა. რამდენიმე ყმაწვილს მერხზე ძინავს. აბა რა იქნება, ქართულის მასწავლებელი გაკვეთილს ხსნის... გაბელამ აღარ იცის რა ქნას უსაქმურობისაგან. ფურცელს და კალამს იღებს. რამდენიმე წამს ფიქრობს მერე კი წერას იწყებს:
`25 ბავშვი ზის კლასში. სიჩუმეა და მოწყენილობა. რამდენიმე ყმაწვილს მერხზე ძინავს. აბა რა იქნება...~

დირექტორის კაბინეტი
რაღაც საეჭვო ხმები გამოდის. არც მდივანი ზის თავის ადგილზე... მგონი ჯობია ამათ თავი დავანებოთ და მარტო დავტოვოთ.

საჭირო ოთახი მე - 3 სართულზე
...ხოდა ბიჭო, აზზე ხარ რას ეუბნება?
_ რაო?
_ შენ წადი რა, ჯერ ქოლგეით ტოტალ 12 იყიდე და კბილები გამოიხეხეო.
_ აუ ჩემი მართლა? ჰეჰეჰეჰე...
_ აბაა, ტო... და მაგარი დაიგრუზა გოგო და ეს კიდე აგრძელებს, გინდა ეხლა ჩამოგითვალო დღეს რა გაქ ნაჭამიო, კბილებზე გაწერია მთელი მენიუო.
_ აუ ჩემი მართლა? ჰეჰეჰეჰე...
_ აბაა, ტო...

საკლასო ოთახი # 42
ირაკლი უკვე მესამე სნიკერსს უგებს ტვიქსას. ნიკუშა და შელო იქვე სხედან და უცქერენ. ლევანა არ არის... ბექა და კობახიძე არ შემოვიდნენ გაკვეთილზე. გოგონები რაღაც მიყუჩებულები არიან, ზოგი რაღაცას კითხულობს, ზოგი შეყვარებულს ემესიჯება... მასწავლებელს უკმაყოფილო სახე აქვს... ახალი ტელეფონი შეიძინა და თამაშები ჯერ არ დაუმუღამებია კარგად...

საკლასო ოთახი # 49
გაბელამ ჩანაწერი დაასრულა და ფიქრებს მიეცა. ლიზუნა უყვარს... უეჭველად... ნახავს თუ არა, მაშინვე აუხსნის სიყვარულს. ნეტა ის რას ეტყვის... დათანხმდება? ამ მასწავლებელს რაღა ალაპარაკებს? არ ბეზდება მაინც...

საკლასო ოთახი # 37
ისევ ცარიელია.

საკლასო ოთახი # 55
`ტვიქსა თუ გაბელა? გაბელა თუ ტვიქსა? გაბელა? არა, არა, ტვიქსა... ტვიქსა? არა, არა, გაბელა...~_ ლიზუნა ვერაფრით აკეთებს არჩევანს... ორივე ბიჭის მიმართ გააჩნია რაღაც სიმპატიები, მაგრამ ჯერ არაფერი იცის ზუსტად... ალბათ, რომელიც პირველი გამოუტყდება სიყვარულში, იმას დათანხმდება...

საჭირო ოთახი მე - 3 სართულზე
...აუ ბიჭო მოდი გაკაიფო, ეს ანეკდოტი აზზე ხარ?
_ რომელი?
_ მოიცა გეტყვი ეხლა, ჰეჰეჰეჰე...
_ მიდი, მიდი...
_ კაროჩე ტიპი მიდის მარკეტში რა და დირექტორს ეუბნება, მაგარი გამყიდველი ვარო რა, და უნდა მამუშავოთო თქვენთანო, არ ინანებთო რა, და კაიო, ხვალიდან დაიწყებო.
მეორე დღეს მოდის ეს დირექტორი მარკეტში და ხედავს ამ ტიპს კლიენტი ყავს და ებაზრება. კაროჩე ეგო, ყველაზე მაგარი ანკესიაო რა, ყველაფერს დაიჭერო და მიყიდა. მერე ეხაო, ჭიები და რაღაცეები ხო გინდაო, და ეგენიც მიყიდა, მერე კიდე სათევზაოდ ერთი დღით ხო არ წახვალო რა, სამი დღე ხო მაინც უნდა დარჩეო და ამანაც მართალი ხარო. ჰოდა აი საკაიფო სპალნი მეშოკები გვაქო, ესეც მიყიდა რა. და სამი დღით თუ მიდიხარ საჭმელიც ხო დაგჭირდებაო რა, და ჩაულაგა ერთი დიდ პარკში კონსერვები და რაღაცეები. იმანაც აიღო ყველაფერი. ეხა ეუბნება, სამი დღით თუ მიდიხარო, მარტო ხო არ წახვალო რა, მეგობარი წაიყვენაო, ვააა, მართალი ხარო, ხოდა ეხა ზუსტად კიდე ერთ ესეთ კომპლექტს გაგიკეთებო რა და გაუკეთა. მერე ეუბნება კაროჩე იქ მიწაზე ხო არ დაწვებითო რა და აგერო, უძლიერესი კარავი გვაქო რა და ესეც აიღეო. ამანც აიღო. ჰოდა ეხა ამ ყველაფერს როგორ წაიღებო, ერთი დიდი მანქანა არ გინდაო? და კაროჩე მანქანაც მიყიდა და გაუშვა. ეს დირექტორი დაშტერებული უყურებს და ეუბნება რო საღოლო ძმაოო, მართლა მაგარი ვაჭარი ყოფილხარო რა, და ეს ეკითხება შენNრა დროს მოხვედიო, ამან უთხრა აი მაშინო რა, ანკესი რო მიყიდეო. ეე, შენ კიდე გვიან მოსულხარო, ეგ ანკესზე კი არ იყოო შემოსულიო, ოლვეის ულტრა უნდოდაო რა, და მე ვკითხე რად გინდა-თქო, და ცოლს თვიური აქო რა, ხოდა მეთქი თუ ცოლს თვიური აქ, რა უნდა აკეთო, წადი ითევზავე-თქო... ჰეჰეჰეჰე...
_ ჰეჰეჰეჰე...

საკლასო ოთახი # 42
საბოლოოდ ტვიქსამ რვა სნიკერსი წააგო და ადგა. არა, იმ დღეს კარტზე ნამდვილად ვერ ფიქრობდა... მისი ფიქრები უფრო ლიზუნას კაბის ქვეშ დაფრინავდნენ... რა ხანია, მაგ გოგოს დაადგა თვალი... თან ეჭვობდა, მგონი მაგასაც მოვწონვარო... კაროჩე უნდა დავებაზრო რა... მიიღო გადაწყვეტილება.
დერეფანი მე - 4 სართულზე
ლიზუნა კლასიდან გამოდის. კვლავ იმ ორი ბიჭის სახელი უტრიალებს გონებაში... ქვემოთ აპირებს ჩასვლას წყლის დასალევად... იქამდე კი, მესამე სართული უნდა გაიაროს, სადაც...

დერეფანი მე - 3 სართულზე
გაბელა საჭირო ოთახისაკენ მიემართება, ტვიქსა კი სნიკერსების საყიდლად... ზუსტად სამი წამის მერე, მას შემდეგ, რაც გაბელა საჭირო ოთახში შედის, ლიზუნა უახლოვდება მე-3 სართულის დერეფანს... გადაწყვიტა წყალზე ჩასვლამდე ამ დერეფანს დაარტყას ერთი წრე... მისი გულის ორივე მპყრობელის კლასები ხომ ამ სართულზეა...

საჭირო ოთახი მე - 3 სართულზე
_ ბიჭო, ამას ის გოგო არ უყვარს, ტვიქსას რო ევასება?
_ ხო, მგონი ეგაა...
_ ეე, შეხედე ამ ახვარს...
_ ვცემოთ?
_ ბაზარი არაა.
_ ე, ბიჭო, ერთი აქეთ მოიწიე რა... ჰო, ჰო, შენ...

დერეფანი მე - 3 სართულზე
სანამ ბექა და კობახიძე გაბელას ურჩევენ საქმეს, ლიზუნა ტვიქსას შეხვდა... ტვიქსა სიყვარულს უხსნის და ლიზუნაც მცირე ყოყმანის შემდეგ მეც მიყვარხარო ეუბნება...
_ შეიძლება გაკოცო? _ ეკითხება ტვიქსა.
_ აუ, აქ ტეხავს რა... _ მორცხვობს ლიზუნა.
_ კაი, წამო, _ ტვიქსას ერთ-ერთი საკლასო ოთახისკენ მიჰყავს...
საჭირო ოთახი მე - 3 სართულზე
_ ვის დაარტყი ბიჭო!
_ ეე, შენ ვის უყვირიხარ, ჩემი დედა...
_ მოდი აქ შე ახვარო!
_ სახის ძვლებს დაგილეწავ!
_ ვისა ბიჭო?! 
_ ვახ, ჩემი...
_ ურტყი, ამის დედა....

დერეფანი მე - 3 სართულზე
ჩხუბისა და გინების ხმაზე დირექტორი მიემართება მესამე სართულისაკენ. შარვლის ღილები შეხსნილი დარჩენია და არც საროჩკა აქვს შეკრული ბოლომდე... ლოყებზე პომადის ნაკვალევი ემჩნევა წითლად... ძლივძლიობით ახერხებს მოჩხუბრების დაშოშმინებას...

საკლასო ოთახი # 37
ტვიქსა ლიზუნას კოცნის... მგონი ცოტა უხერხულია ეხლა ამათი ყურება... გავედით, გავედით...

პირველი სართული
გასისხლიანებული გაბელა ექიმთან შეყავთ... წარბი აქვს გახეთქილი...

ამ დროს ზარიც ირეკება...





თავი მეორე
ერთი გაცდენილი გაკვეთილი
დირექტორის კაბინეტი 
ლევანა, ბექა, კობახიძე, შელო და ტვიქსა სიცილს ძლივს იკავებენ. გაალმასებული დირექტორი რაღაცეებს ყვირის, თავის ჭკუით ყმაწვილებს გამოსწორებისაკენ მიუთითებს. ისინი კი ჯერ-ჯერობით გაღიმებული სახეებით, თავჩაღუნულები დგანან...

დერეფანი მე-2 სართულზე
ბექა ფანჯრის რაფაზე მოკალათებულიყო, ზუსტად სამასწავლებლოს წინ. ხელში `ფლეიბოის~ ბოლო ნომერი ეჭირა და აქეთ-იქეთ ფურცლავდა. კობახიძე მიუახლოვდა. სიგარეტი გაუწოდა, მოუკიდა, მერე კი მის გვერდით ჩამოჯდა და ერთად განაგრძეს ჟურნალის თვალიერება...

საკლასო ოთახი # 55
ყმაწვილმა კარები შეაღო. 
_ უკაცრავად, ლიზუნა შეიძლება ერთი წუთით?
მასწავლებელმა უკმაყოფილო სახით გახედა სტუმარს და შეყოყმანდა, თითქოს სულ ფეხებზე არ ეკიდა, იჯდებოდა თუ არა მის გაკვეთილზე ლიზუნა... მალე შემოდიო, მიაძახა და გაუშვა.

საკლასო ოთახი # 49
საკონტროლოს წერენ. მათემატიკაში. მგონი ყველა იწერს... გაბელას გარდა. მასწავლებელმა უკვე ორი შპარგალკა ჩამოართვა და დაპირდა ერთხელაც დაგინახავ რო იწერ და გაკვეთილიდან გაგაგდებო.

დერეფანი მე-3 სართულზე
ყველანი ერთად შეიკრიბნენ. ტვიქსა, მისი ოთხი ძმაკაცი და ლიზუნა. 
_ ირაკლის წითელა აქვს, _ აღნიშნა შელომ.
_ აბა, ტო, საწყალი, _ ხელი ჩაიქნია კობახიძემ.
_ ე, ესე ტყუილა ხო არ ვიქნებით. ამას ჯობდა ნიკუშასნაირად ჩვენც სახლებში წავსულიყავით! რამე ვქნათ რა, _ განაცხადა ლევანამ.
_ ვქნათ, _ დათანხმდნენ სხვებიც და ჩაფიქრდნენ.

საკლასო ოთახი # 42
`_ ჩიგოგიძე!
_ ვარ მასწავლებელო!
_ კალანდაძე!
_ ვარ მასწავლებელო!
_ სიხარულიძე!
_ ავად გახდა მასწავლებელო და ჭყონიამ, ცენტერაძემ, ბურჭულაძემ, ქორიძემ, ნინიძემ და ღლონტმა გააცილეს 
სახლში. 
_ მთელი კლასი ვერ გაყევით? _ იკითხა გულჩვილმა მასწავლებელმა.
_ ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, თორემ გავყვებოდით...~
_ ისე მართლა სად არიან დღეს ბიჭები? _ გააწყვეტინა ქალბატონმა ლიანამ გაკვეთილის, `მე, ბებია, ილიკო და ილარიონის~ მოყოლა ხათუნას, _ დილით მგონი ლევანის და კობახიძეს მოვკარი თვალი...

საკლასო ოთახი # 51
_ ეთერი მასწავლებელმა გთხოვათ, თუ შეუძლია ჟურნალი
მათხოვოს ცოტა ხნითო, _ დაიწყო ლიზუნამ, ქიმიის კაბინეტის
შეღებისთანავე.
_ წაიღე გენაცვალე, ოღონდ მალე დამიბრუნე, _ გაუღიმა მასწავლებელმა და თან გულში გაუხარდა, რომ ჟურნალის უქონლობის გამო, ბავშვების გამოძახებას აარიდებდა თავს...

სკოლის ეზო
ჯერ მესამე გაკვეთილიც არ იყო დამთავრებული, ნიკუშა კი უკვე შატალოზე გახლდათ და სახლისაკენ მიემართებოდა. არც მისი კლასელები შევიდნენ გაკვეთილზე, თუმცა ისინი სკოლაში დარჩნენ დერეფნებში სახეტიალოდ.

დერეფანი მე- 4 სართულზე
_ ეგ ქიმიკოსი ნანულა მაინც სომეხია და მოდი ნაომი კემბელის სურათი ჩავუკრათ, _ შემოიტანა წინადადება შელომ.
თქმა და ასრულება ერთი იყო. ქიმიის ნიშნების ფურცელი, ნაომი კემბელის შიშველმა სხეულმა დაიკავა. `ფლეიბოიდან~ ამოხიეს.

დირექტორის კაბინეტი
...ესეთი რაღაცეების გაკეთებას როგორ ბედავთ! გაკვეთილებზე არ შედიხართ, სკოლის შენობაში ეწევით, ჩხუბობთ!.. მიპასუხეთ, რა ქვია თქვენ საქციელს?! სად გგონიათ თქვენ თავი!? მიპასუხეთ!..

საკლასო ოთახი # 51
ლიზუნამ ჟურნალი დააბრუნა.

კიბეები მე - 3 - დან მე - 2 - ზე
_ დილით არ მისაუზმია, წამო ბუფეტში, _ ტვიქსამ ლიზუნას ხელი გადახვია.
_ წამო, _ დათანხმდა ლიზუნა, თვალებში ჩახედა და აკოცა...

დერეფანი მე- 3 სართულზე
გაბელა გამოვიდა თავის საკლასო ოთახიდან. უფრო სწორედ,
კი არ გამოვიდა, გამოაგდეს. წარბი, ჯერ კიდევ არ ჰქონდა
მორჩენილი... ვერც ის გოგო დაევიწყებინა ბოლომდე, ვის გამოც წარბი გაუსკდა... სწორედ ამ დროს შენიშნა... ლიზუნა ტვიქსასთან ერთად მოდიოდა ხელგადახვეული... შურით გააყოლა თვალი და თავი ჩაღუნა...

რომელიღაც მაღაზია
საღეჭი რეზინის ყიდვისას, ნიკუშამ უეცრად აღმოაჩინა რომ მაისური უკუღმა ჩაეცვა. ნეტავ რას უნდა ნიშნავდესო გაიფიქრა...

დერეფანი მე- 3 სართულზე
გაბელასდა საბედისწეროდ, მისი შურიანი მზერა არ გამოპარვიათ ბექას და კობახიძეს, რომლებიც იქვე იდგნენ შორიახლოს.
_ ე, ამ ახვარს შეხედე რა, ცემა მოენატრა?
_ მოდი აბა ვკითხოთ.
_ ე, ბიჭო... ჰო, ჰო, შენ... რა სახით უყურებ ტვიქსას?! _ შეუტიეს ერთად.
_ რა ტვიქსას? _ დაიბნა გაბელა.
_ რა ტვიქსა კი არა, ვინ ტვიქსა ბიჭო!
_ რა შენ ხარ!
_ მოიწიე აბა ერთი აქეთ...
მთელი დერეფანი ხოხიალ-ხოხიალით მოაწმენდინეს საცოდავს... ბოლოს ერთ-ერთ კუთხეში მიაგდეს ნახმარი მტვრის ჩვარივით...


ბუფეტი
ტვიქსას და ლიზუნას ბუფეტში შელო და ლევანა დახვდნენ. რამდენიმე წუთში ამ მშვენიერ სასტავს ბექა და კობახიძეც შეუერთდნენ. ყველამ მიირთვა, რაც სურდა. ტვიქსამ და ლიზუნამ ერთი ბოთლიდან დალიეს `კოკა-კოლა~(თითქოს ორის ფული არ ჰქონდათ). ზარის დარეკვამდე ცოტაღა რჩებოდა. უეცრად მკაცრი ნაბიჯების ხმა შემოესმათ. დაახლოებით მიხვდნენ, ვინც უნდა ყოფილიყო და თავქუდმოგლეჯილებმა მოკურცხლეს...

რომელიღაც ქუჩა
ნიკუშას შეყვარებულმა დაურეკა მობილურზე. შევხდეთო. რა თქმა უნდა, დათანხმდა და სახლში წასვლის ნაცვლად პაემანზე წავიდა. იქვე ახლოს უნდა შეხვედროდა შეყვარებულს. ქუჩის გადაღმა და მერე ცოტა მარცხნივ. ახლო-მახლოს მიწისქვეშა გადასასვლელს ვერსად მოკრა თვალი, არადა ეჩქარებოდა...

საჭირო ოთახი მე- 3 სართულზე
_ ფუ რა საზიზღარი სუნია, _ ლიზუნას სახეზე გულის რევის შეგრძნება გამოეხატა.
_ გაივლის ის კვერცხი კაცი და გავალთ, _ დაამშვიდა ტვიქსამ და ცხვირზე ხელი ააფარა.
_ ეჰ, რაც ჩვენ აქ დრო გაგვიტარებია, _ ჩაილაპარაკა ბექამ.
_ აბაა ტო, უკვე შევეჩვიეთ ამ სუნს, _ დაუმატა კობახიძემ. 
შელომ და ლევანამ მოფსეს.
* * *
სწორედ მათ დაეძებდა ის `კვერცხი კაცი~, ანუ დირექტორი.
უკვე შეეტყო, გაკვეთილზე რომ არ შესულიყვნენ და სხვა საგმირო საქმეების შესახებაც... ძალიან გაბრაზებული ჩანდა, ყველა სასწავლო ნაწილი და მასწავლებელი გააფრთხილა, ხუთივე ბიჭი ჩემ კაბინეტში იყოს ზარი დაირეკება თუ არა მაშინვეო.

საკლასო ოთახი # 42
¬გამოვიდა თუ არა საკლასო ოთახიდან ქართულის
მასწავლებელი, ბიჭები შევიდნენ. თანაკლასელებმა და
დამრიგებელმა დაახვედრეს საშინელი ამბავი იმის შესახებ, რომ დირექტორს სასწრაფოდ სურდა მათი ნახვა. სხვა რა გზა ჰქონდათ, ვაჯკაცურად გასწიეს მისი კაბინეტისაკენ. იქ კი, როგორც მოგეხსენებათ, დირექტორმა მათთვის ღრიალსა და რჩევა დარიგებებს მიჰყო ხელი...

ქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფო 
ნიკუშა უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში. 
17 ნომერი მარშუტკა დაეჯახა...

საკლასო ოთახი # 55
¬ლიზუნასაც მოხვდა ცოტა დამრიგებლისაგან, მაგრამ ეგ
არაფერი... ვის არ გაჯავრებიან... ნამდვილად ღირდა იმ მშვენიერ დროდ, რომელიც ტვიქსასთან და მის ძმაკაცებთან ერთად გაატარა...

დირექტორის კაბინეტი
უკვე ძალიან რომ მობეზრდათ ბიჭებს დირექტორის ყვირილი, მიცვივდნენ. შელომ პირზე ააფარა რაღაც, ლევანამ და ბექამ ხელები დაუჭირეს, კობახიძემ და ტვიქსამ კი შარვალი გახადეს, თავზე ჩამოაცვეს და სასწრაფოდ გაეცალნენ იქურობას...



თავი მესამე
ერთი გაკვეთილი ახალ სკოლაში
კარგმა ხანმა განვლო მას შემდეგ, რაც დირექტორი საკუთარ კაბინეტში იპოვეს, საკუთარი შარვლით თავზე. ტვიქსა, შელო, ლევანა, ბექა და კობახიძე რა თქმა უნდა გარიცხეს. ირაკლი, ნიკუშა და ლიზუნა კი თავის სურვილით გადავიდნენ მათთან ერთად ახალ სკოლაში.

ახალი სკოლა
ახალი სკოლა ძველისაგან ბევრი არაფრით განსხვავდებოდა. აქაც ისეთივე `ძალიან კარგი~ მასწავლებლები, `სწავლაზე თავგადაკლული~ ბავშვები და თითქმის ისეთივე კვერცხი დირექტორი იყო (ისევ კაცი). ამ უკანასკნელს სხვათაშორის დიდი რიდი ჰქონდა ახლადგადმოსული ყმაწვილებისა. როგორც ჩანს გაეგონა იმ ინცინდენტის შესახებ, რაც წინა სკოლაში მოხდა დირექტორთან დაკავშირებით. ბიჭები ერთ კლასში მოხვდნენ, ლიზუნა კი ცალკე. ის ხომ ერთი წლით პატარა იყო.

საკლასო ოთახი # 41
_ დგებუაძეს მოტანილი აქ... ძალიან კარგი. სახვაძე შენ?
_ მეც მოტანილი მაქ.
_ კარგი ბიჭი ხარ. გამოდის მარტო ჭედიას და ნიკურაძეს დარჩათ მოსატანი და თუ უახლოეს ნახევარ საათში არ მოიტანენ, მაგათ გავუხევ დებილ თავებს, _ ზუმბიკა გაბრაზებული სახით იყურება აქეთ-იქეთ. მერე ახლადგროვებულ ფულს ჯიბეში იდებს და ლომისას თვალს უკრავს.
_ ეს კლასი რომ არ გვყავდეს, რა ეშველებოდა უბანს, სად ავაგდებდით ამდენ ფულს... _ ამბობს ლომისა თავისთვის.


საკლასო ოთახი # 30
ტვიქსა, ბექა, კობახიძე, შელო, ირაკლი და ლევანა ერთ რიგში სხედან. ნიკუშა უკვე თითქმის სრულიად გამოკეთდა ავარიის შემდეგ. სკოლაშიც დადის ხოლმე ხანდახან.
ახლა ფეხზე გიფსის გამოსაცვლელადაა წასული. კლასში უმრავლესობა გოგონები არიან. ბიჭების უმრავლესობაც გოგონები არიან. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ბიჭებს თავიდანვე 
ასეთი შეხედულება შეექმნათ მათზე და მაინცდამაინც არცერთს არ ემეგობრებიან.

საკლასო ოთახი # 36
ლიზუნა კარგად მიიღეს ახალ კლასში. უკვე რამდენიმე დაქალიც კი გაიჩინა. არც თაყვანისმცემლები აკლია... 

საკლასო ოთახი # 30
_ ირაკლი, იცი გაკვეთილი? _ მკაცრი ტონით ეკითხება ბიოლოგიის მასწავლებელი.
ირაკლი ფეხზე დგება, თავს დაბლა ხრის და ხმას არ იღებს.
_ უკვე იცი მერამდენე შემთხვევაა, რომ მოუმზადებელი მობრძანდები სკოლაში? _ განაგრძობს ქალბატონი ქეთინო.
ირაკლი კვლავ დუმს.
_ დაჯექი, ორიანი, _ მასწავლებელი კალამს იღებს და ნიშნის ჩაწერას აპირებს. კლასში სამარისებული სიჩუმეა.
_ შეიძლება რაღაც გკითხოთ? _ არღვევს სიჩუმეს ირაკლი და მას შემდეგ, რაც მასწავლებლის თავის მოძრაობით თანხმობას იღებს, განაგრძობს, _ თქვენ იცით რას უშვებით ჩემ ტვინს?
_ არა, _ მოულოდნელი გულობრყვილობით პასუხობს ქალბატონი ქეთინო.
_ და იცით, უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ თქვენ ამას უშვებით ჩემს საცოდავ ტვინს? _ არ ჩერდება ირაკლი.
ახლა კი ხვდება მასწავლებელი რაშიცაა საქმე და მთელი ხმით ყვირის.
_ გაეთრიე კლასიდან!
_ იეს! _ უხარია ირაკლის. კარგა ხანია ამ სიტყვებს ელოდა. დერეფნისკენ მიეშურება ღიმილით და გასვლის წინ შუა თითს აჩვენებს მასწავლებელს, დამშვიდობების ნიშნად.

საკლასო ოთახი # 41
_ ბიჭო, ლომის, იცი ვინ მევასებაა? _ დანას ხსნის ზუმბიკა, _ ახალი გადმოსული გოგო როა.
_ ლიზიკო თუ რაღაცა? მეცხრე კლასელი?
_ ჰო, ლიზუნა. მაგარი ნაშაა არა?
_ კი, ტო, მეც შევნიშნე.
_ უნდა დავითრიო.
_ მიდი, მიაწექი... ოღონდ შეყვარებული ყავს ხო იცი?
_ გავკარი მაგის შეყვარებულს...

ახალი სკოლის შესასვლელი
სკოლის კარებს ყმაწვილი უახლოვდება. დაკაკუნებას აპირებს. წარბზე დიდი შრამი აქვს. შარვლის ერთ ჯიბეში ვიქტორინოქსი უდევს, მეორეში ოპინელი. ირგვლივ იყურება, შენობას ათვალიერებს. ბოლოს აკაკუნებს.

დერეფანი მე-3 სართულზე
დერეფნებში მოსაწყენი ხეტიალის შემდეგ ირაკლი ტვიქსას და ლევანას ხვდება.
_ ვაა, თქვენც გამოხვედით?
_ აბა რა, _ პასუხობს ტვიქსა და თან ხელში რაღაც უცნაურ მოწყობილობას ატრიალებს.
_ ეგ რა არი? _ ინტერესდება ირაკლი.
_ ოო, ეს მაგარი რაღაცაა, დარაჯის კაბინეტში ჩამოვხსენით.
მგონი ამით ზარს რეკავდნენ ხოლმე... _ უხსნის ლევანა.

საკლასო ოთახი # 30
_ მასწ, ვინ იყო ის ბიჭი, ჯიპით რო მოგაკითხათ? _ მიმართავს ბიოლოგიის მასწავლებელს ერთ-ერთი გოგონა, _ მასთან ერთად დაგინახეს გუშინ ღამის კლუბში?
_ აუ ჩემი ეს ვინაა, _ იცინის ბექა, _ სპრაიტი ხო არა აქ დალეული?
_ ჰეჰეჰეჰე... _ იცინის კობახიძეც.

დერეფანი მე- 4 სართულზე
მობილურზე სალაპარაკოდ გამოსულ ლიზუნას ზუმბიკა აჩერებს.
_ აუ მაგრა მევასები რა და მინდა რომ ჩემი შეყვარებული გახდე, _ ეუბნება პირდაპირ.
_ მე შეყვარებული მყავს და... _ იბნევა ლიზუნა.
_ მკიდია შენი შეყვარებული, _ ზუმბიკა გოგონას კედელთან იმწყვდევს და კოცნას უპირებს...

კიბეები მე - 2 - დან მე - 3 - ზე
შრამიანი ყმაწვილი ამოდის.

დერეფანი მე- 4 სართულზე
_ მე კიდე დედაშენი მკიდია, _ ზუმბიკას და ლიზუნას ტვიქსა წამოადგა თავს, ირაკლისთან და ლევანასთან ერთად.
_ გამიგე ბიჭო?!
ზუმბიკას ცხვირიდან სისხლი ასხამს ტვიქსას ძლიერი დარტყმის შედეგად. ლიზუნას თეთრი მაისური წითლად იღებება.
_ სად ხართ ძმებო?! _ ღრიალებს ზუმბიკა, _ ახალგადმოსული კვერცხები ბლატაობენ.
ახლა უკვე ტუჩიდანაც მოსდის სისხლი. ლევანამაც ხია.
პირველი ლომისა მორბის საშველად, მერე კი ზუმბიკას სხვა ძმაკაცებიც.

კიბეები მე - 3 - დან მე - 4 - ზე
ისევ ამოდის.

დერეფანი მე- 4 სართულზე
ჩვენ ბიჭებს მაგრა ხვდებათ. სიტუაცია უკვე უკონტროლოა.
ამათ შველას ვერც ხმაურზე კლასიდან გამოცვენილი ბექა, კობახიძე და შელო ახერხებენ. მაგრად კი ურტყამენ მოწინაამღდეგეს, მაგრამ მათგან უფრო მაგრად ხვდებათ. ბექას ჭრიან კიდევაც. ფეხში. ლომისა და ზუმბიკა, რომელიც გასისხლიანებულ სახეს, შიგადაშიგ ცხვირსახოცით იწმინდავს, ლიზუნას კიბეებისაკენ მიათრევენ.

დირექტორის კაბინეტი
_ ბატონო დირექტორო, საშინელი ჩხუბია მეოთხეზე, _ ატყობინებს მდივანი.
_ მოვდივარ ეხლავე, _ ფეხზე დგება დირექტორი, _ ვინ ჩხუბობს თუ იცი?
_ ახალ ბიჭებს დაერიენ ჩვენი მეათე კლასელები.
_ ახალ ბიჭეებს?
_ დიახ.
_ იცი რაა, ეხლა გამახსენდა, რომ სასწრაფოდ უნდა დავრეკო. გადაუდებელი საქმეა. იქნებ უჩემოდ დაარეგულიროთ რა სიტუაცია...

კიბეებისა და მე- 4 სართულის გასაყარი
ამოვიდა. უცბად ერკვევა შექმნილ სიტუაციაში და
სასწრაფოდ ჯიბეში იყოფს ხელს...

დერეფანი მე- 4 სართულზე
ლომისას მოულოდნელად დანა ხვდება ზურგში. ეცემა. გაოგნებულ ზუმბიკას ვერაფერი გაუგია და ამ დროს კიდევ ერთი მუშტი ხვდება სახეში. ამჯერად უკვე შრამიანი
ყმაწვილისაგან.
* * *
_ გაბელა?! _ კივის ლიზუნა, _ შენ მე გადამარჩინე! _ ეხუტება და კოცნის. თანაც ტუჩებში. მერე უკანმოუხედავად ჩარბიან კიბეებზე, კარს აღებენ, გარეთ გადიან და იქ კიდევ ერთხელ ეხუტებიან ერთმანეთს...

წესით ამ დროს ზარი უნდა დარეკილიყო...

თავი მეოთხე
ერთი გაკვეთილი ძველ სკოლაში
მეთერთმეტე კლასი... ეს ის დროა, როცა ყველაზე მეტად გწყდება გული სკოლაში გასულ წლებზე და შენ თავზე ბრაზდები _ რატომ გეშინოდა ბავშვობაში დირექტორის და რატომ უფრო თამამად არ დადიოდი შატალოებზე. სწორედ მეთერთმეტე კლასში გადავიდნენ ჩვენი მოთხრობის გმირი ყმაწვილები. თანაც, საშუალება მიეცათ სწავლის უკანასკნელი წელი თავიანთ ძველ სკოლაში გაეტარებინათ (ახალში აღარ დაედგომებოდათ მაინც). დირექტორს, რომელთანაც ამათ ერთი უსიამოვნო ამბავი შეემთხვათ, დაეტოვებინა ამ სკოლის დირექტორის თანამდებობა და სხვაგან გადასულიყო. ახალი დირექტორი ქალი გახლდათ... ახალგაზრდა... პამელა და ჯენიფერი, ორი ერთში _ ასე ეძახდნენ მას მოსწავლეები... კარგი ქალი იყო... სწორედ მან შეიწყალა ერთ დროს ამ სკოლიდან გაყრილი ბიჭები და უკან დააბრუნა...

საკლასო ოთახი # 42
_ არც კი მჯერა, რომ ჩვენს მშობლიურ სკოლას დავუბრუნდით, _ კობახიძე სიგარეტის კვამლით რგოლებს უშვებს, _ ძალიან მენატრებოდა აქაურობა.
_ აბაა, ტო, _ უერთდება ბექაც, _ მეც მაგრად მენატრებოდა.
_ ბიჭო, ჩვენი ტუალეტი არ მოვინახულოთ?
_ ჰეჰეჰეჰე... აბა რა, წამო...

საკლასო ოთახი # 60
_ მარინა მასწ, დავიტოვებ რა ჩვენთან ამ ლამაზ გოგოს ერთი გაკვეთილით, _ ეუბნება ლაშა მასწავლებელს.
_ კი, ლაშიკო, დაიტოვე, _ უღიმის ქალბატონი მარინა.
_ მადლობთ მასწ, _ ლაშა და ლიზუნა ერთად სხდებიან შუა რიგის ბოლო მერხზე.

* * *
ლიზუნა შარშანვე დაბრუნდა ამ სკოლაში, გაბელას გამო.

საკლასო ოთახი # 49
ვერ არი კარგ ხასიათზე გაბელა. ვერ ახერხებს იმ ამბის დავიწყებას... ბიჭი შემოაკვდა კინაღამ... თან უკვე რამდენიმე დღეა ლიზუნაც დაშორდა... ვიღაც ლაშა შეუყვარდა... ფუ მაგის ბოზი დედაცო, _ ფიქრობს ხოლმე თავისთვის, _ მაგის გულისთვის ლამის კაცი დავბრიდე, მაგან კიდე ვიღაც მანქანიან პიდარასტზე გამცვალაო...


დირექტორის კაბინეტი
რაღაც საეჭვო ხმები გამოდის. არც მდივანი ზის თავის ადგილზე... მგონი ჯობია ამათ თავი დავანებოთ და მარტო დავტოვოთ.

რომელიღაც ქუჩა 
ნიკუშა როგორც ყოველთვის შატალოზეა. ამჯერად შელოსთან ერთად. ქუჩა-ქუჩა დაიარებიან.

საკლასო ოთახი # 42
_ ლიზუნას ახალ შეყვარებულს იცნობ? _ ირაკლი ტვიქსას გვერდით ჯდება.
_ ისე რა, ვიცი ვინცაა, _ თვალებს ხუჭავს ტვიქსა, _ მე მაგარი მკიდია ეგეც და ლიზუნაც.
_ ლაშა ქვია, ამბობენ მასწავლებლებს ევასებათ ძაანო.
_ ჰო, ევასებათ აბა რა, მაყუთაა და ფულს აძლევს უეჭველად.
_ ალბათ ლიზუნასაც აძლევს.
_ მარტო ფულს? _ ორივეს ეცინებათ.

საკლასო ოთახი # 55
_ ლიზუნა არ არის დღეს?
_ არა მასწ, გლანდების შესამოწმებლადაა წასული.

საკლასო ოთახი # 49
რაღაც ნიტო პონტშია რა. მტრები გაიჩინა, შეყვარებული დაკარგა... ცოტა კიდევ გაუმართლა, ის ბიჭი რომ არ მოკვდა...
იმ შემთხვევის მერე, დანას აღარ გაჰკარებია... რა ქნას? როგორ მოიქცეს? ამ შეკითხვაზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი პასუხი უტრიალებს თავში _ ... его знает.
საკლასო ოთახი # 42
_ ლაურა მასწ, _ მიმართავს მათემატიკის მასწავლებელს ირაკლი, _ თქვენ ლაურა კოლტის ნათესავი ხომ არა ხართ?
_ რა გინდა ირაკლი?! _ მასწავლებლის ხმაში გაბრაზება შეიმჩნევა.
_ მინდა ფული, მინდა ხუთები, მინდა დანა, მინდა კუნთები, მინდა ტანსაცმელი, მინდა საჭმელი, მინდა ფეხსაცმელი, მინდა სანთელი, მინდა ბასეინი, მინდა ლოგინი, მინდა `ფავორიტი~, ბევრი `ფავორიტი~, მინდა კივილი...
_ გაეთრიე კლასიდან! _ კივის ლაურა მასწავლებელი.
_ კარგით რა მასწ, არ გააგდოთ, _ ტვიქსას თან ეცინება.
_ შენ რაღა გინდა? _ ახლა მას უტევს მასწავლებელი.
_ მინდა ქალები, ერთი ტრაილერი, მინდა ბრიტნი სპირსი და ლივ ტაილერი, მინდა კროუფორდი, მინდა კურნიკოვა, მინდა კლაუდია, მინდა შარაპოვა, მინდა პამელასი, ორივე, მინდა ჯენიფერის, დიდი, მინდა მათთან ერთად... ცხოვრება `მშვიდი~...
ანჯელინა ჯოლი მინდა!
_ გაეთრიეეეთ!!!

მარშუტკა # 17
ერთ-ერთი ქალბატონისათვის ხურდის დაბრუნებისას მძღოლმა აღმოაჩინა, რომ მაისური უკუღმა ჩაეცვა...

დერეფანი მე - 3 სართულზე
გაბელა ბუფეტისკენ მიმავალ ტვიქსას და ირაკლის ხვდება, რომლებიც როგორც ყოველთვის ნი ვიჟუს ურტყამენ. თუმცა ამჯერად გაბელა აჩერებს მათ და საუბარს უწყებს. ბოლო-ბოლო რამდენიმე წუთიან საქმის გარჩევას ხელის ჩამორთმევით ასრულებენ. არ ვიცი, რა ელაპარაკა ასეთი გაბელა, მაგრამ როგორც ჩანს შერიგდნენ და დამეგობრება გადაწყვიტეს.

საკლასო ოთახი # 60
_ ლაშიკო, ხელს ხო არ გიშლით ჩვენ? _ აწყვეტინებს
მასწავლებელი შეყვარებულის `გლანდების შემოწმებას~.
_ არა მასწ, _ ძლივს ითქვამს სულს ლაშა, _ როგორ გეკადრებათ.
_ კარგით, კარგით, განაგრძეთ მაშინ...

დერეფანი მე - 4 სართულზე
ბიჭებს, რომლებმაც უკვე მოინახულეს საჭირო ოთახი და ახლა მშობლიური დერეფნების დათვალიერება გადაუწყვეტიათ, უეცრად კიბეებზე ამომავალი ყმაწვილი ხვდებათ თვალში.
_ აუ, ამას შეხედე, რა სიფათით დადის, _ კობახიძე გაბელასკენ იშვერს ხელს.
_ არ გავუჩალიჩოთ სახის რეკონსტრუქცია? _ ხუმრობს ბექა.
_ ჰეჰეჰეჰე... კიი, ტო, მარა რო აგვჩეხოს ამ ჩემისამ?
_ არა რა უნდა აგვჩეხოს, ამბობენ იმ ამბის მერე დანას აღარ ეკარებაო.
_ კაი მაშინ... ე, ბიჭო, მოდი აბა აქ...

დირექტორის კაბინეტთან
ბუფეტში შესვლამდე ტვიქსა და ირაკლი დირექტორის
კაბინეტს უახლოვდებიან.
_ როგორც ჩანს აქ ყველაფერი ძველებურადაა, _ ირაკლი ყურს ადებს კარებს.
_ კი მარა, ლეზბიანკაა ეგ ჩემისა? _ გაოცებულია ტვიქსა.
_ არა ბიჭო, კაცი ყავს მდივანი...

მარშუტკა # 17
_ გაიწიე მე შენი!!!! _ აპიპინებს მძღოლი.
დერეფანი მე - 4 სართულზე
კიდევ ერთხელ გაილახა გაბელა. როგორც ბექა იტყოდა,
სახის რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. არადა რატომ? ტვიქსასთან
ხომ შერიგებული იყო უკვე... ძლივს ძლიობით დგება ფეხზე და ბარბაც-ბარბაცით მიდის... სად? ... его знает.

გადასასვლელი რომელიღაც ქუჩაზე
3 წამის შემდეგ 17 ნომერი მარშუტკა ჩაიქროლებს იმ ადგილას, სადაც ახლა ნიკუშა დგას...
_ ნიკუუუუუშ, _ შელო მთელი ძალით ეჯახება ნიკუშას და გვერდით აგდებს.

ბუფეტი
ტვიქსა და ირაკლი ბექას და კობახიძეს ხვდებიან. მას შემდეგ რაც ტვიქსა ყვება თუ როგორ შერიგდნენ გაბელასთან, ბექა და კობახიძე ძალიან ნანობენ რომ ეს უკანასკნელი ცემეს...
_ მერე ვერ თქვა მაგ კაი კაცმა? _ თითქოს თავს იმართლებს კობახიძე.
_ თქვენი ამბავი რომ ვიცი, ხმის ამოღებას არ დააცლიდით, _ კარგად იცნობს ამათ ტვიქსა.
_ რო ვნახავთ ბოდიშს მოვუხდით რა, _ წყვეტს ბექა.
_ ჰო ეგრე ქენით, _ ეთანხმება ირაკლი.
_ კაი ეგ რაც იყო იყო, ეხლა რატომღაც სურვილი მაქვს ის მაყუთა ლაშა გავხიო ცემაში... _ ამას ტვიქსა ამბობს.
_ მოიცა ჯერ ფული ავახიოთ იქნებ... _ კობახიძეს წინადადებაა.
_ ფული კაია, მარა მე ჩხუბი მინდა...
_ ვნახოთ, ვნახოთ...
_ თუ ჩხუბი გინდა, მოდი ერთმანეთში ვიჩხუბოთ, _ მხარზე ხელს ურტყამს ტვიქსას ბექა.
_ მოდი... _ თანხმდება ტვიქსა ღიმილით.
არადა ამათმა რომ იცოდნენ, რარიგად საჭიროა ახლა ყოველგვარი სისულელეების, კონფლიქტების დავიწყება და გაერთიანება... ზუმბიკა და ლომისა ხომ შურისძიებისათვის ემზადებიან...

ამ დროს ზარიც ირეკება...

თავი მეხუთე
ჩემი ერთი გაკვეთილი
საკლასო ოთახი # 42 
_ დღეს რაღაც ცოტანი ვართ, _ აღნიშნავს ტვიქსა.
_ ნიკუშა არ ვიცი სადაა და ლევანა უეჭველად მოვა, _ მერხთან ჩაცუცქული ირაკლი ვიღაც გოგოს თმის სამაგრს ათამაშებს ხელში.
_ რა იცი? _ ეკითხება შელო.
_ გუშინ დამირეკა და მთხოვა, ხვალ შატალოზე არავინ არ დააწვეთ, მესამე-მეოთხე გაკვეთილზე მოვალ და საბაზრო მაქო.
_ კაია, მარა ბექა და კობახიძე ხო არ წავიდნენ უკვე?
_ არა, ეგენი გაფრთხილებული გვყავს.
_ ახლა ალბათ სადმე დერეფანში ან ტუალეტში იქნებიან, _ ტვიქსაც გადის.

საკლასო ოთახი # 55
`ლუკა თუ სანდრო თუ დათო თუ ვაჟიკო თუ იკა თუ ლუკა თუ გიო თუ მიშკა თუ ნიკი თუ მერაბი თუ რა ქვია იმას...~ _ ლიზუნა უკვე იბნევა. ყველას მიმართ გააჩნია რაღაც სიმპატიები, მაგრამ ჯერ არაფერი იცის ზუსტად... ალბათ იმ პირველ სამს დათანხმდება, რომლებიც ყველაზე ადრე გამოუტყდებიან სიყვარულში...

დერეფანი მე- 3 სართულზე
ტვიქსა ლაშას უყურებს, რომელიც ვიღაც გოგოსთან ერთად მოდის ხელგადახვეული. როგორც ჩანს ლიზუნა ამასაც დაშორდა უკვე...
_ პირდაპირ ვცემოთ თუ ჯერ ფული ავახიოთ? _ ბექა ხვდება რაზეც ფიქრობს ტვიქსა.
_ მე რო ეხლა ამას მივდგე, ალბათ სანამ არ მოვკლავ ვერ გავჩერდები და არ ვიცი რა ვქნა... _ ჭოჭმანობს ტვიქსა.
_ მაშინ ჩვენ მივხედავთ, _ თვალს უკრავს კობახიძე, _ ე, ბიჭო, ერთ წამს მოდი რა აქ.
_ არა, არა, გოგო დატოვე, _ უხეშად ელაპარაკება ბექაც, _ ანდა თუ გინდა წამოიყვანე, მარა ისეთ ადგილას მივდივართ რომ...
ბექას და კობახიძეს ლაშა საჭირო ოთახში შეყავთ.

მარშუტკა # 17
ნიკუშა ბებიასთან მიდის, რომელიც ავად გამხდარა. თან დედის გამომცხვარი ნაზუქები მიაქვს კალათით...

დირექტორის კაბინეტი
სრული სიჩუმეა.

საჭირო ოთახი მე- 3 სართულზე
_ მოიტან ას ლარს? _ თვალებში უყურებს ბექა.
ლაშა ხმას არ იღებს.
_ ასი ლარი ერთი, _ იწყებს კობახიძე, _ ასი ლარი ორი.
_ დაა, ასი ლარი სამი, _ ამთავრებს ბექა.
_ აი ახლა კი დაგენძრა, _ ერთხმად ეუბნებიან.


საკლასო ოთახი # 41 (ახალი სკოლა)
_ ოცდათხუთმეტი დანა, თერთმეტი სასროლი, შვიდი ნაჯახი და სამი ლიმონკა, _ ლომისა სიამაყით უცქერს იმ არსენალს, რომლითაც თავის ძმაკაცებთან ერთად ამათ სკოლაში აპირებს წამოსვლას.

ძველი სკოლის შესასვლელი
კარებს ორი კაცი უახლოვდება. შავებში არიან გამოწყობილები. შავი კოსტუმი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი და შავი სათვალეები. ერთ-ერთი მათგანი ზანგია, მეორე, ცოტათი უფრო ხნიერი, თეთრკანიანი.

საჭირო ოთახი მე- 3 სართულზე
ბექა და კობახიძე ლაშას ცემენ.

მარშუტკა # 17
_ ახალგაზრდავ, _ მიმართავს მძღოლი ნიკუშას, _ მგონი მაისური უკუღმა გაცვიათ, _ რატომღაც ამ ბოლო დროს ყველას ტანსაცმელზე აკვირდება.
_ თქვენც, _ ღიმილით პასუხობს ნიკუშა.

პირველი სართული
ახლადმოსულები შედიან სკოლაში, სათვალეებს გულის ჯიბეებში ინახავენ და კარებთან ახლოსვე ჩერდებიან...

საკლასო ოთახი # 49
მასწავლებელი გოგონებს ეჭორავება. მათ საუბარს შემთხვევით გაბელამაც მოკრა ყური.
_ გუშინ გაპარულან, მგონი ბულგარეთში წავიდნენ, _ ყვება მასწავლებელი, _ ნეტავ ახლა რა მოხდება, ახალ დირექტორს დაგვინიშნავენ თუ ამათ ჩამოსვლას დაელოდებიან...

საჭირო ოთახი მე- 3 სართულზე
ისევ ცემენ.

საკლასო ოთახი # 41 (ახალი სკოლა)
_ კაროჩე, გავდივართ მე და ზუმბიკა და ზუსტად სამ წუთში გამოდიხართ თქვენც. ოღონდ, სამ-სამი წამოდით თორემ ხომ იცით რა, რამე საეჭვო დვიჟენია და ეგრევე პატრული გაეძრობა.
_ ბაზარი არაა, _ პასუხობს ვიღაც, _ ფრთხილად ვიქნებით.

დერეფანი მე- 3 სართულზე
_ გაბელას და ლიზუნას უკვე ვუთხარით, _ ეუბნება შელო.
_ ეს ლაშაც წამოათრიეთ რა, _ ვინმე ხო არ მავიწყდებაო, ფიქრობს ლევანა, _ ჩვენ კლასში შევიკრიბოთ.
ყველანი იქეთ მიდიან. ბექა და კობახიძე ლაშას მიათრევენ, რომელიც ისეა ნაცემი, სახის ძვლები ხელში უჭირავს.

საკლასო ოთახი # 42
ლევანას მონაყოლის შემდეგ ბავშვები ჯერ კიდევ პირდაღებულები სხედან.
_ ესეიგი გამოდის, რომ ვიღაც როჟა ჩვენზე მოთხრობებს წერს? _ ტვიქსა გაბრაზებულია.
_ ეგრე გამოდის, _ უმოწმებს ლევანა, _ ვიღაც ნიკუშა ანთაძე.
_ და ამ მოთხრობებს, რომლებშიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა აღწერილი ხალხი კითხულობს?! _ შელო პასუხის გარეშეც ხვდება, რომ ეს ასეა.
_ აუ ჩემი, მაგრად ტეხავს, _ სიგარეტს უკიდებს ბექა.
_ აბაა, ტო, _ კობახიძეც უკიდებს.
_ ვაიმეე, ჩემზეც წერენ? _ კივის ლიზუნა და თავისი ბოლო თხუთმეტი შეყვარებული ახსენდება...

მარშუტკა # 17
უეცრად ქალები კივიან.
მძღოლი ვეღარ ასწრებს დამუხრუჭებას და...

საკლასო ოთახი # 42
_ წამო ვნახოთ და დაველაპარაკოთ რა, _ სთავაზობს დანარჩენებს ირაკლი.
_ დაველაპარაკოთ კი არა, სახის ძვლებს დავულეწავ, _ გაბრაზებულია ტვიქსა. 
სხვები ლაშას უცქერენ.
_ წამო, წამო რა, გავიდეთ, _ ფეხზე დგება გაბელა.
დანარჩენებიც დგებიან.

რომელიღაც ქუჩა
გზაზე ორი ბიჭი აგდია. უგონოდ არიან. მოძრაობა გადაკეტილია. იქვე 17 ნომერი მარშუტკა დგას. სწორედ ის დაეჯახა ბიჭებს, რომლებშიც ადვილად ამოიცნობდით ზუმბიკას და ლომისას...

პირველი სართული
_ ახალგაზრდებო, ერთი წუთით თუ შეიძლება, _ აჩერებს ბიჭებს და ლიზუნას ზანგი, _ რაღაც საქმე გვაქვს თქვენთან. შეიძლება დავილაპარაკოთ?
_ კი ბატონო, _ პასუხობს ტვიქსა დაუფიქრებლად, _ ოღონდ გვეჩქარება ცოტა. 
_ თქვენ მართლა შეიტყვეთ იმის შესახებ, რომ ვინმე ნიკუშა ანთაძე თქვენზე მოთხრობას წერს? _ განაგრძობს ზანგი. 
_ დიახ, _ ბავშვები გაოცებულები უცქერენ, ახლაღა გააცნობიერეს, რომ ზანგი ქართულად ლაპარაკობს. თანხმობის ნიშნად თავს უკრავენ.
_ დაახლოებით როდის მოხდა ეს? _ საუბარში ერთვება ცოტათი უფრო ხნიერი თეთრკანიანი.
_ ამ დილით, _ ტვიქსას ეტყობა, რომ ვერაფერი გაუგია.
_ გასაგებია. თორმეტ საათიანზე დავაყენოთ, _ თეთრკანიანი ახლა უკვე ზანგს მიმართავს.
_ კარგი, _ პასუხობს ის, მერე კი პატარა, ვერცხლისფერ მოწყობილობას იღებს. მოწყობილობა წვრილ ფანარს წააგავს.
ლითონისაა. ზანგი რაღაც ციფრებს კრიფავს და ბავშვებისკენ ბრუნდება, _ რამდენიმე წამში, მე აი ამ ღილაკს დავაჭერ... დავაჭერ თუ არა მაშინვე ყველაფერი დაგავიწყდებათ, რაც თქვენს ცხოვრებაში მოხდა უკანასკნელი თორმეტი საათის განმავლობაში. შეიძლება ვერც ჩვენ ვეღარ გვნახოთ, ასე რომ, მშვიდობით, _ ზანგიც და თეთრკანიანიც შავ სათვალეებს
იკეთებენ. ზანგი ღილაკს აჭერს...
გონს მოსული ბავშვები გაოგნებულები იყურებიან აქეთ-იქეთ. ზანგი აღარსად ჩანს. ცოტათი უფრი ხნიერი თეთრკანიანი ისევ იქაა. 
_ რა ხდება? _ პირველი შელო გამოერკვა.
_ ექსკურსია გადაიდო, _ იღებს პასუხს თეთრკანიანისაგან, _ გთხოვთ ყველანი თქვენ-თქვენ კლასებში დაბრუნდეთ.
დაბნეული ბავშვები უსიტყვოდ მიემართებიან კლასებისაკენ.

* * *
ამ დროს ზარიც დაირეკა...
გამოეღვიძა.
ნიკუშა ანთაძეს გაკვეთილზე ჩასძინებოდა...

21 მაისი _ 24 ივნისი. 2005 წელი

კატეგორია: მოტხრობები | ნანახია: 1103 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 გუჯა  
0
ყლეობააა

სახელი *:
Email *:
კოდი *: