მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 11 » ტოიბოქსი გინდა? ----ნიკა საბაშვილი
6:44 PM
ტოიბოქსი გინდა? ----ნიკა საბაშვილი
ისამნისფერი საღამო იდგა,ხის კენწეროზე ღრუბელი ამოსულიყო და გზა, რომელიც ოთკუთხედ მთებისაკენ მიემართებოდა,და ისე იმალებოდა სიშორის გამო, გეგონებოდა გიახლოვდებაო. ყვავილებით აგებულ ორღობეში მოსიარულე გოგონა ისე ამაყად იდგა, თითქოს მე მქონოდა ცისფერი კბილები და ცალი ფეხი ვიწრო,ცინიკოსი არა ვარ,მაგრამ არც იქვე მოჩაქჩაქე ურემი გამომრჩენია, რომელიც მოტოციკლს შებმოდა ან პირიქით მოტოციკლი შებმოდა და საბურავზე მჯდომი მწვანე ბებერი ბედაური,მათრახაწეული არწივბეღურას უქშევდა,რომელიც დაშინებულ საფრთხობელას თავზე აჯდა და ასკლინტავდა.ვუცქერდი ამ დალტონურ ნახატს და სუნი, რომელიც ძალიან უსიამოვნო ნაცნობად მომევლინა,პროტესტის გრძნობას მიჩენდა,თითქოს ბავშვობიდან გვაჩვევენ იაფასიან სასადილოებს,რომელიც არაფრით განსხვავდება ბაგა_ბაღებში გამეფებული სურნელებისაგან და ჩემს წინ მდგარი ქალბატონიც ძალიან წააგავდა მებუფეტეს, რომელიც წინადხსენებულისაგან მხოლოდ ხელოვნებადმცოდნეობის ამბიციით განსხვაბდებოდა და მქუხარე ხმით მიმტკიცებდა,რომ ნახატი შედევრია და მან ჩემი დიშვილის სახით, რომელიც დღემდე პამპერსს არ თმობს, ორმოცდათორმეტი თვის ამქვეყნად ცხოვრების მიუხედავად,გენიოსი აღმოაჩინა,ამიტომ იგი დამატებით ხატვის გაკვეთილებზე უნდა გვეტარებინა მისი მეუღლის გვარის გამგრძელებელ ვაჟკაცთან,რომელიც ასევე ნიჭიერი ყოფილა და ეს ყველაფერი სულ რაღაც ოც ლარად.ქალბატონის აზარტული საუბარი ხელის აწევით შევწყვიტე,ამ ჟესტმა წლები წამიშალა და ცინგლიან ბავშვობაში დამაბრუნა,ჩაჩაჩული რეიტუზით და ტუჩზე ნათაგურით, რის გამოც სასწრაფოდ მოვხსენი ხელი, რათა უცაბედად საჭირო ოთახში გასვლა არ მომეთხოვა,თუმცა ცხვირის მოწმენდა და შარვლის აწევა არც ახლა მაწყენდა და დინჯად მოვიმოქმედე კიდეც.ქალბატონს გაუკვირდა ჩემი ბავშვური ხაზგასმული მოწესრიგება,მაგრამ ის უფრო აინტერესებდა ტაიმაუტი რატომ ავაღებინე და ელოდა ჩემს შემდგომ რეაქციას ოც ლართან დაკავშირებით.ძიძას ისე მოუხდა სიჩუმე და ინტერესი,გადავწყვიტე ამავე გაურკვევლობაში დამეტოვა და თანხმობის ან უარყოფის ნაცვლად,აღელვებული ღიმილით მივუგე,რომ ოჯახი ამ საკითხზე იფიქრებდა,მაგრამ ფიქრი ვინ დაგაცადა,თეთრხალათიანმა ძიძამ მქუხარე ხმა შემზარავით შეანაცვლა და შეტევაზე გადმოვიდა. 
__რა არის აქ საფიქრალი?!თქვენ არ გესმით ამ საკითხის არსი,გთხოვთ სიღრმისეულად აწონ_დაწონოთ ყოველივე. 
დაასრულა და შეკუმშული გულითა და მოჭუტული თვალით მიწყო მზერა. 
__ქალბატონო,გენიოსობისა რა მოგახსენო,მაგრამ ჯერჯერობით ამ ბავშვს რომელიც პატრონს უნდა მივგვარო, ის ვერ გაურკვევია მამამისი დედამისია, თუ დედამისია მამამისი. 
ქალი, რომელიც აქამდე აქტიურობდა, ასეთმა პასუხმა დააჭკნო და ზურგი შემაქცია,შემდეგ კუთხეში დაგებულ ხალიჩაზე შეგროვილ ბავშვებს მიუბრუნდა, რომელნიც გაკაპასებული თამაშით იყვნენ გართულნი,ზოგი კუბიკებით სახლს აშენებდა,ზოგი თოჯინას სახეზე საკვებს აგლესდა და მისი საქციელით დაინახავდი დედამისის კარგ ქალობას,მიხვდებოდი როგორ რეაგირებდა უცნობი ქალი ამა თუ იმ მოვლენაზე, რომელსაც საბავშვო ბაღში დატოვებულ ერთი შეხვედით უწყინარ გოგონას,სააშკარაოზე გამოყავდა. 
ჩემს დიშვილს ხელი ჩავკიდე და ქუჩაში გამოვედით,მოვდიოდით და დუმილი გვიწიოკებდა ფიქრებს,ქუჩის მოვაჭრეთა ფუსფუსი კი ყურებს.მე და ჩემი დიშვილს ხელიხელჩაკიდული სვლა ერთიანობას არ ნიშნავდა,ამას ნებისმიერი გამვლელი შეამჩნევდა,რომ ჩვენი იდეოლოგიური მრწამსი სხვადასხვა ბილიკს მიჰყვებოდა,უფრო მეტიც ერთმანეთსაც უპირისპირდებოდა და დუმილი იყო მშვიდობის მიზეზი,მაგრამ ბავშურმა სულსწრაფვამ იფეთქა და პირველი ტყვია გავარდა,რომელიც ადვილი შესაძლებელია ომში გადაზრდილიყო.დაჭყეტილი თვალები მოჭუტა და შემღაღადა კითხვა ნარევი ინტონაციით. 
__ეეე,რამეს მიყიდი ხო? 
წლებმა, რომელმაც გამოცდილება მომიტანა და დღეგამოშვებით წვერის პარსვა,მეტად ღრმა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოითხოვდა, ვიდრე ჩემი დისშვილის არასწორი სტრატეგიული სვლა,რომელმაც საფრთხეში ჩააგდო მშვიდობიანობა.გავმართე ბრიფინგი და დიპლომატიური ხმით მივმართე: 
__ვნახოთ... 
ჩამოვარდა ისევ მშვიდობიანობა,ამანაც რაღა ყიდვა ახსენა,ეთქვა გავისეირნოთო ან გადაჭრიჭინებულ საქანელაზე კატაობა ეთხოვა,მაგრამ არა!ადამიანები მტაცებლები ვართ და ვერ ვაფასებთ მაკიაჟმიცხობილ საქანელებს ან თუნდაც მიგუაშებულ კორპუსებს,ვერა ვერ ვტკბებით ბუნების სიდიათით.ნაცნობმა ხმამ მაღვიძარასავით თავზარი დამცა და გამომაფხიზლა. 
__ჩლიფინ,საით მიდიხარ? 
დავინახე როგორ ეშმაკივით გამომეცხადა მევალე მეზობელი,ეჰ ნეტა მარტო მეზობელი იყოს. 
__სახლისაკენ, ჰერი_ჰერი 
__ტაქსით გაგიყვანთ, მეც სახლში მივდივარ 
უჰ,შენ აგაშენა ღმერთმა,რა წავიდოდა ეგრეთწოდებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით,ინდივიდუალური ჯობია.გენიოსმაც იცნო და გაუღიმა,მევალემ კი თვალი ჩაუკრა და დაგრეხილი თითებით წაუღიტინა,ამასობაში დაბარებულივით ტაქსიც მოვიდა და გაჩერებაზე მდგარი მოქალაქეების დასანახად ისე ამაყად ჩავჯექი,თითქოს ეს ჩემი ტრადიციული რიტუალი ყოფილიყოს.წინ გადამხდელი ჩაჯდა,უკან ჩვენ.ჩამსხდრები არ ვიყავით, რომ მომიბრუნდა საყვარელი ბავშვი და მოურიდებელი კითხვა დასვა: 
__ტოიბოქსი? 
მგრამ უკვე გვიანი იყო,რადგან მოტორის ხმამ ჩაახშო მისი კითხვანარევი პროტესტი,მოტორის ხმის დარეგულირების შემდეგ კი მეზობელი ჩაერთო. 
__მოწევ? 
__მომაწევინებ? 
მომაწოდა სიგარეტი და თვალები განაბა ქველმოქმედივით. 
__ბავშვისთვისაც ავიღებ რა... 
მძღოლი სანამ იუმორს ჩაწვდებოდა მკაცრად შეგვაფასა, მერე კი თვითონაც ჩაეღიმა.მერე ისეევ ჩემი უპრეტენზიო მევალე მეზობელი ჩამეკითხა. 
__მუშაობ სადმე? 
მევალის ზედგამოჭრილი თემაა. 
__ისე რა 
უცებ იდეამ მომიჭახუნა და არალოგიკური კითხვაც სისწრაფის გამო დავსვი წინმჯდომის მისამართით. 
__სახლში მიდიხარ? 
არც შემოუხედავს,ალბათ მორიგი ხუმრობა ეგონა და იქვე გამოვუსწორე: 
__ხო მაინც სახლში მიდიხარ და შეგიძლია მარიკა ჩემებს მიუყვანო?მე აქ რაღაც საქმე მაქვს 
__ტოიბოქსი? 
გაჯიუტდა მარიკა და მევალემაც ახლა იკადრა შემოეხედა 
__სახლში არის ვინმე?მაშინდელივით არ მაძიძაო. 
(გამოცდილება თავისას შვრება) 
__ყველა სახლშია შენ ძმობას გეფიცები. 
ესეთი დაფიცება ეამა და მოითაფლა კიდეც 
__ბაზარი არაა ჩლიფინ! 
ჩლიფინას მეძახიან განა იმიტომ, რომ მეტყველება არ მივარგა, უბრალოდ ერთხელ მეგობარი გამეხუმრა ისეთ რაღაცებს წერ ჩლიფინით უნდა წაიკითხოო და ხალხსაც მეტი რა უნდოდა, ააგდეს და აათამაშეს.მძღოლმა გადაღლილი ტაქსი უთქმელად გადააყენა და მეც თავი გავითავისუფლე,გადმოვხტი და კარი რბილად მივუჯახუნე,საწყალმა ბავშვმა ვერ აღიქვა ჩემი სწრაფი გადაწყვეტილება და ამიტომ გაპროტესტებაც ვერ მოასწრო,მხოლოდ დაგუბული კითხვანარევი ხმა გამომაყოლა:ტოიბოქსი?ტოიბიქსი?.. 
როგორც იქნა ავტოწყობილი წაჩაქჩაქდა და ისევ ჩემ ქალაქთან დავრჩი განმარტოებით,ეული და რეული ფიფრებით.მივაბიჯებდი გაპიარებულ ქალაქში და ახლად დაგებული ასფალტი მეპრანჭებოდა,მე კი მიმავალი ვიტრინებში ვისწორებდი თმებს გამვლელებისაგან მალულად და როცა ტელევიზორების მაღაზიასთან ჩავიარე,უცხვირპირო პოლიტიკოსი დავინახე რამდენიმე სახით,რა თქმა უნდა, ტელევიზორების სიმრავლის გამო,ალბათ წარმატებებზე საუბრობდა.მე კი ისევ გაპრანჭულ ასფალტზე მივაბიჯებდი თავჩაღუნული.ამ ბოლო დროს რიდი დამჩემდა სეირნობისას, იმდენს გვაყვედრიან ქალაქის გალამაზებას ჩვენი გატელევიზორებული ლიდერები,მარა აკი გარეგნული სილამაზე უმნიშვნელოა და მთავარი სულიერი სილამაზეაო?რატომ ვხარჯავთ უმნიშვნელო რაღაცებისთვის ბიუჯეტს?სულს მიხედეთ,სულს!თუმცა ბიუჯეტი არ გვეყოფა.რეფორმას გაფიცებთ,მართალი არ ვარ? 
__ვერ მიცანი არა? 
კონტრ შეკითხვა ჩამესმა პოლიტიზირებულ მოსეირნეს,მივიხედე და გაფურჩქნული გოგონა დავინახე, რომელიმაც მთელი სხეულით მაგრძნობინა გაზაფხულის მოსვლა. 
__ნანა? როგორ ვერ გიცანი,უბრალოდ ჩაფიქრებული მოვდიოდი 
__ჩემზე ხომ არ ფიქრობდი? 
__იყო დრო შენზეც ვფიქრობდი 
__მახსოვს,კარგი დრო იყო 
__მართლა?ხო იცი მე დროის მანქანა მყავს ასეთ საკითხებში,შეგვიძლია დრო დავაბრუნოთ…… 
__ეე,დაიწყო ამან ისევ,რამდენჯერ უნდა გაგაბანძო? 
ასეთ დაუნდობელ შეფასებას არ ველოდი და პირზე სიტყვა შემაშრა. 
__რა იყო, არ ელოდებოდი ჩემგან გულახდილობას? 
მომაყარა კითხვები 
__გულახდილობას კი,მარა არ მეგონა ძველ ამბებს თუ გაიხსენებდი 
__რა მაქვს გასახსენებელი, აბა გამახსენე? 
__აბა, შენ დაგეხარჯა იმდენჯერ ხელფასი რამდენჯერაც მე დავხარჯე რომანტიული საღამოების შესაქმნელად 
__მერე შექმენი? 
__ხელფასი არ მეყო. 
__მე კი ნერვები,ამიტომ მე ნუ მაბრალებ შენ უმოქმედობას,თან რო დამინიშნე დაუკითხავი ქორწილი,ესემესით მაინც გაგეფრთხილებინე 
__მაგ პერიოდში ჩემ მესიჯებს უკვე აღარ კითხულობდი 
__მითუმეტეს. 
__დავლიოთ? 
__სექსის გარეშე! 
__აბა, რაღადროს ჩემი ეგეთებია?! 
__დაბერდი საყვარელო? 
__გამოვცადოთ? 
__რა იდიოტი ხარ. 
__წავიდეთ, თორე ისე ვდგავართ ვინმეს ძეგლი ვეგონებით და ყვავილებით შეგვამკობენ 
__აბა, შენ არასდროს მოგივა აზრად მაგის გაკეთება 
__ძეგლის შემკობა? 
__არა, ყვავილების მორთმევა! 
თანაბარი ნაბიჯით და არათანაბარი გულისცემით გავუყევით გზას,რომელიც ბარში მიგვიყვანდა. 
__ტოიბოქსი გინდა? 
შევეკითხე ნანას, რომელიც მოწყურებული გარბოდა ბარისაკენ. 
__რაა? 
__მაშინ კუსტბაზე ავიდეთ. 
__ხალხმრავალი ადგილი შეარჩიე გენაცვალე და პირობა არ დაგავიწყდეს 
__მაშინ ბაზრობაზე წავიდეთ. 
__შენ ცოლს ვერასოდეს მოიყვან. 
__სხვათა შორის შაბათ-კვირას შენც თავზე საყრელად გაქვს თავისუფალი დრო 
__დიდი ხანი გააგრძელებ კბენას? 
__აბა რა ვქნა,არც გაკოცო,არც გიკბინო,ცოტა რთულია, როცა შენნაირ ქალთან მაქვს საქმე. 
__თავშეკავებულობა მმართებს ღირსეულ კაცს. 
__მე კი მმართებს, მარა გაზაფხულია ხო იცი? 
ნანამ თავი გადაიქნია თითქოს გაზაფხული მარტო ჩემზე მოქმედებდეს,ისე რა ცუღლუტია ეს გაზაფხული, ყველას ააღელვებს 
ხოლმე,მოხუცებს წნევით,ახალგაზრდებს რწევით. 
__აქ ხო არ შევიდეთ? 
ნანამ ისეთ ძვირიან დაწესებულებაზე მიმითითა,სამათხოვროდ თუ შევიდოდი ამ ბარში,თორემ ჩემი ნახურდლარი ჯიბეები რას გაწვდებოდა,მარა ასეთ სიტუაციებში გამოცდილი კაცი ვარ და არ დავბნეულვარ. 
__არა, მანდ ვალი მაქვს! 
__ვინ გყავდა შეყვანილი? 
__ერთი გოგო. 
ისე მოვატყუე მოსაუბრე ზედაც არ შემიხედავს.ეჰ, ნეტა როგორია შიგნიდან ეს ბარი?ერთხელ უნდა შევიხედო.ინტერესი ნანას ღიმილმა დამიფრთხო 
__აბა, ორთან რომ არაფერი გამოგივიდოდა, ეგ ვიცი. 
სამაგიეროს გადახდა დავაპირე მორიგი მწარე რეპლიკის შეგებებით,მაგრამ ამ დროს გვერდზე ორიგინალურობისგან დაკვრანჩხული ავტომობილი გაჩერდა და მოგვისიგნალა,ნანა ჰაერში შავლინივით ახტა და გაბადრული სახე მძღოლის ფანჯარაში სტყორცნა,მე კი გავა მომიშვირა.სულაც არ არის უკანალი სალანძღავი სიტყვა,ალბათ, ნადავლი უფროა და მოიპოვა კიდეც ორიგინალური ავტომობილის მეპატრონემ,რადგან მომიბრუნდა დაყენებული,ბანალური შეწუხებული სახით ნანა და როგორც მოსალოდნელი იყო ბოდიშიც კი მომიხადა. 
__მაპატიე,ხომ არ გეწყინება სხვა დროს რომ ვლანძღოთ ერთმანეთი?რაღაც საქმე გამომიჩნდა. 
__არა, არ მეწყინება,პირიქით, ფულს დავზოგავ. 
ხელიდან გასხლეტილმა ქალმა ნახევარი ტუჩით ჩამკოცნა და მთელი მონდომებით გადაეშვა ორიგინალურ სამყაროში,სამყაროც დაიძრა ისე, რომ წასვლამდე უკვე დავიწყებული ვყავდი.ეე,ნანა კი არა, მეც დიდი სიამოვნებით ჩავჯდებოდი ასეთ ავტომობილში და ის როგორღა გავამტყუნო?! არა, გული არ უნდა დამეწყვიტა ბავშვისთვის,უნდა მეყიდა ტოიბოქსი. 
მეგობართან ავედი,კარი გამიღო და გამარჯობის მაგივრად დამეღრიჯა,მერე ზურგი მაქცია და ტელევიზორს წამოუგორდა.ჩემი მეგობარი საინტერესო ადამიანია, თუ არ ჩავთვლით მის უპასუხისმგებლობას და გარეგნულ მხარეს,მაღალ და გამხდარ ჭაბუკს დაშლილი და ჩაჭიანებული კბილები ამშვენებს ერთმანეთის მიყოლებით,ალბათ, კალცის ნაკლებლობა აქვს.როგორც იქნა ყურადღება მომაქცია. 
__მოდი, შემოდი. ლუდი მაინც ამოგეტანა! ახლა დაჯექი და სვი ქლორიანი წყალი! 
__იცი,კალცის ნაკლებლობა გაქვს! 
__რაა?..სამაგიეროდ სხვისგან განსხვავებით თმები არ მცვივა. 
ზურგზე ხელი მომარტყა,მანიშნა შენ გეხებაო და ისე გულიანად გაიღიმა დაჭიანებული კბილების გამოფენა მომიწყო. 
__მშია! 
ისეთი მბრძანებლური გამოდგა ჩემი ამონათქვამი,მეგობრის ყურადღება კვლავ მივიპყარი და არც მის რეაქციას დაუგვიანია. 
__ამ ჩემს ფეხს! 
__შენც გამწირე არა? 
__მე არა, ჩემმა ფეხებმა. 
სხვათა შორის ბავშვობიდან ვერ ვიტან მის ფეხებს და მის იუმორს,ამასთან ერთად არც კულინარიაში დაიკვეხნის თეთრ წინსაფარს.ამიტომ გავლასლასდი მისართმეველში და მაცივარი გამოვაღე.ჩემ წინ მდიდრული სიცარიელე აღიმართა,ერთი კვერცხითა და ტყემლის გაუპატიურებული ბოთლით.საგონებელში არ ჩავვარდნილვარ,უდავოა შემწვარი კვერცხის გარდა სხვა კერძს ვერ მოვამზადებდი. 
__ზეთი გააქვს? 
__რა მაზუთი? 
კვლავ უსარგებლო იუმორით გამომეცხადა უკბილო მეგობარი. 
__შენთვისაც შევწვა? 
__ეგ ერთი კვერცხი დამრჩა,არ გინდა სხვა რამე,რომ ჭამო? 
__სხვა რამე შენ ჭამე! 
ვაჟკაცურად შევეპასუხე და ნაპოვნი ზეთი გახურებულ ტაფას მოვასხი,გაისმა შიშხინის მდუღარე ხმა და მე თავდახრილი დავდექი მის წინაშე,რადგან ეს ხმა მძაფრად მაგონებს მქუხარე ტაშის ხმას. 
__ნუ გადამწვავ. 
შემომღაღადა კბილწამხდარმა მეგობარმა გვერდითა ოთახიდან. 
__მაცადე ძმაო,მეთაყვანებიან! 
რა თქმა უნდა, მეგობარი ვერ მიხვდებოდა რას ვგულისხმობდი,მაგრამ როგორც თავად იტყოდა,ამ ჩემს ფეხს. ზეთის ხმა ჩაცხრა და დავასხი აწითლებულ ტაფას ათქვექილი კვერცხი.აეწვა გვერდები კვერცხს და დაიკვრანჩხა,გადმოვაბრძანე უგულოთ გარეცხილ თეფშზე და მაგიდაზე დავასვენე,ყვავილივით დავადე ზედ ნაწუწნი ჩანგალი და ჩამოვუჯექი.კვების მოსამზადებელი სამუშაოები პურის უქონლობამ შემაწყვეტინა და გვერდით ოთახში მყოფს გავძახე. 
__ახლა არ მითხრა პური არ მაქვსო. 
__რას იზამ,ამოიტან? 
__არა შენ გაგიშვებ მოკლე გზით ამოსატანად. 
__მაშინ მარჯვენა თაროზე დევს და აიღე. 
მართლაც აღმოვაჩინე იქ ორიცალი თანამედროვე სტილით გამომცხვარი პური.ყანა თავს მოიკლავდა ამ პურების ექსპერტიზა რომ ჩაეტარებინა,იფიქრებდა საჭირო აღარ ვარ საზოგადოებისათვისო.არადა, როგორ მომენატრა მიწიერი სუნი, ნამდვილი ჯანმრთელი ხორბლისა?
__კოკა_კოლა გინდა? 
შემეკითხა გვერდითა ოთახი. 
__ქიმიას, დასალევად კი არა,გაკვეთილად ვერ ვიტანდი სკოლაში. 
__არ გინდა და ამ ჩემს ფეხს. 
გამომაწოდა პასუხი,მე კი დამშეული მგელივით ვეცი კურდღლის შემცვლელ კვერცხს და შიმშილის ანგელოზი დავაფრთხე,რადგან მარილის არსებობა სულ ამომვარდნია თავიდან. 
__მარილი სადა გაქვს ბიჭო?! 
__ყურში ჩავიყარე! 
__ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, მეტი აღარ გამეხუმრო,თორე.. 
__მაგიდაზე დევს გაახილე თვალი! 
სამარილე მართლაც მაგიდაზე იდგა და მელოდა,ავიღე და უკვე შემწვარ,თხევად წიწილას ზემოდან მოვაყარე.საკვები გავღეჭე და არ გადავყლაპე,გეგონებოდა ქვიშით გამოგევსო პირიო,გაუმდნარი მარილის გამოისობით.თავი დავანებე ძღომის საკითხს და მეგობარს შეუერთდი გვერდითა ოთახში. 
__არ გინდა?კვერცხი დაგიტოვე. 
__მინდაა! 
დაუნი ბავშვივით შემომციცინა ძღომას მოწყურებული თვალები,წამოიჭრა ფეხზე და სამზარეულოს მიაშურა,მე კი მისი გამთბარი ადგილი დავიკავე.კარგად ჩამჯდარი არ ვიყავი,რომ უკვე თავზე მადგა კვერცხგამოტენილი პირით და რაღაცის თქმას ლამობდა,როგორც იქნა გადაყლაპა და მოულოდნელი წინადადება ამოატლიკინა. 
__წერა უნდა დავიწყო! 
__კვერცხი მოგეწონა? მოულოდნელი ინფორმაცია მოულოდნელად უგულვებელყავი 
__რა არ გამომივა?რას მირჩევ? 
__კოკა_კოლა გინდა? 
სიტყვა კვლავ ბანზე ავუგდე და თავისივე ჩანადორბლი ქიმიური სარეკლამო რგოლი გავუწოდე. 
__იცი რამდენი რამე მიტრიალებს თავში?ხო გამომივა? 
თემა ისევ გამიგრძელა 
__თავში ყველას უტრიალებს რაღაცეები. 
__მე განსაკუთრებული აზრები მიტრიალებს. 
__კარგი, ჯერ ის მითხარი, რა გიდევს გულში! 
__სიყვარული... 
__არა,ვიგულისხმე რისი დაწერა გინდა მეთქი 
თითქოს ამ კითხვას ელოდებოდაო დაზუთხული და ნავარჯიშები პასუხი გამცა 
__ცხოვრების აღწერა მინდა ძმაო! 
სიამაყით და საზოგადო მოღვაწისეული მოძრაობით დაატრიალა კისერი 
__შენ ჟურნალისტობა გდომებია 
ანალიზი არ მოეწონა და არც მიიღო 
__ეგ რა შუაშია?ისე საინტერესო ტიპი ხარ და შენზეც დავწერ! 
__მთავარია საინტერესოდ დაწერო! 
__მერე ვერ შევძლებ? 
__შეძლებ? 
__აბა რას ვიზამ,შევძლებ კი არა დავძლევ! 
__მაშინ დაწერე. . . 
__დავწერ! 
გადაწყვეტილება მიიღო და თავი ფიქრებში ჩარგო.ამ დროს კარზე ზარი აღიღინდა,მეოცნებე მწერალი კარის გასაღებად გაეშურა,წამწამა წუთიც არ იყო გასული და დაღონებული კარის ჭრიალიც შემომესმა.შემდეგ მეგობრული დიალოგის ჰანგები შემოცურდა. 
__გაუმარჯოს, ძმა! 
__გაუმარჯოს! 
__შეიძლება შემოვიდე? 
__უკვე შემოსული ხარ 
__ისა, გცალია? რაღაც საქმე მაქვს. . . 
__აუუ. . .სამუშაო მაქვს ტონა-ნახევარი 
__აფსუს, გოგოები მყავს მანქანაში მეთქი გავერთობოდით. 
__ვინ გოგოები? 
__გაგისწორდება ისეთები 
__რაოდენობა?ორნი არიან რა. . . 
__ერთიც გვინდა 
__რატომ, გრუპავოი როდის აქეთ გხიბლავს?! 
__ეგ რა შუაშია,ოთახში ჩემი ძმაკაცი ზის,დამკვირვებლობა არჩევნებზეც არ ევასება და სექსში მით უმეტეს. 
__ეგ რა პრობლემაა,სადაც ორი იქ მესამეც გაიჩითება,მარა რო არ გცალია? 
__Hშენი გულისთვის ხო იცი ნებისმიერ საქმეს გადავდებ. 
__კაი, მაშინ ორ წუთში აქ ვართ, მანქანას დავაყენებ. 
__მიდი, მიდი გელოდებით! 
ახლა უფრო მხიარული მომეჩვენა კარის ჭრაჭუნი და ამაყი მეგობარი თახში შემოფრთოვანდა,ანტისექსუალური ტუჩები მოპრუწა,ხელი გაპრანჭულად მკერდზე მიიდო და მოჭრით შემეკითხა. 
__გინდა? 
__ის გოგოები თუ ასეთები არიან და შენ გგვანან, ნამდვილად არ მინდა. 
სამაგიეროს გადახდის მიზნით,რეპლიკა გამომიჭენა 
__ანანისტი! 
ამასობაში დაბარებულივით გაისმა გამრთობი საზოგადოების სიცილ-კისკისით ახმაურებული ჭუჭყუნი. შემდეგ კი ელვის სისწრაფით შემოვარდა სექსაღერღილი ქალბატონი და თავის ნაქალიშვილარ დაქალს შინაურულად მოუხმო,მერე ისე არატრადიციული ღიმილით შემაფასა თითქოს სემირამიდას დაკიდულ ბაღებში აღმოჩენილიყოს,მე კი გაოცებულმა ქალმა, უარესად გამაოცა, როცა მისი სახე ზუსტად ამოვიცანი. ჩემ წინ, რამდენიმე წუთის წინ ხელიდან გასხლეტილი ქალი აღმემართა, დაბურთული მკერდითა და სასურველი გავით, რომელიც ოფიციალური მონაცემებით ნანას სახელს ატარებს,რეალურად კი ბოზანდარა აღმოჩენილა.აზრზე ხარ რამდენჯერ დამწყვეტია გული ამ ქალის გამოისობით და თურმე რამდენჯერ მიოცნებია, ბოზი ცოლად დამესვა ნაქირავებ სახლში? 
__ვა, ჩლიფინ? 
წაიჩლიფინა პონტწამხდარმა გოგომ და ბედის ირონიისაგან გამოწვეული პაუზა, ნაცნობი შეთავაზებით მოვხსენი. 
__ტოიბოქსი გინდა? 
შევეცადე გულწრფელად შევკითხვოდი.ნანამ კი ამჟამად უპასუხოდ მიმატოვა და აქამდე აქტიური გოგონა, ტემპდავარდნილი დაეშვა სავარძელში, რომელიც გაგრიმული ღიმილით მიეგება ოთახში შემოსულ თანამოაზრეებს, მე კი ფეხზე წამოვუდექი შემოსწრებულებს. 
__გაიცანით! 
ჩემმა მეგობარმა ლენინივით აღმართა ჩემკენ ხელი,მე თავი დავუკარი და წრიპინა სასიამოვნოაც მივაძახე. მერე წავიდა ბანალური პრანჭვა-გრეხა და ტრადიციული ქალვაჟური იუმორული მოთელვები ერთმანეთთან დასაახლოვებლად და, როცა სიჩუმე ჩამოვარდა მოწიწებით ვიკითხე: 
__დავიწყოთ? 
ყველამ მზერა მომაბჯინა და დუმილი გაყუჩდა,მერე კი ერთ-ერთმა გაბედულმა მანდილგამქრალმა ლამაზმანმა მომირეპლიკა. 
__რა დავიწყოოთ? 
__რისთვისაც ამოხვედით. 
დაუფიქრებლად შევედი დიალოგში. გოგონების გიდს და ორიგინალურობისაგან დაკვრანჩხული მანქანის პატრონს უხერხულება დაეტყო და ჩემს მეგობარს თვალებით მიანიშნა მოაკეტინეო. 
__ვააიმე, დავლიოოთ?! 
სიტუაცია გამოიყვანა იგივე ლამაზმანმა, მაგრამ მე ისევ ჩავძაბე სიტუაცია. 
__მე ამისთვის დალევა არ მჭირდება, ფხიზელიც ვბედავ ხოლმე. 
ქვეტექსტს კი მიმიხვდნენ, მაგრამ შეთქმულებივით ხარხარი ატეხეს, ალბათ, გადაწყვიტეს ჩემი ნათქვამი ხუმრობად გაესაღებინათ,ნანა კი დუმდა, ალბათ, მიუხვდა ჩემ მიერ გასროლილ ისრებს რა მისამართითაც მიდიოდნენ და აცილების მიზნით სააბაზანო მოითხოვა. მას კი სახლის მეპატრონე წამოუხტა დასაკვალიანებლად. 
__გაბედული ნაბიჯია დასაწყისისთვის! 
მივაძახე ლტოლვილ ქალს, რომელიც ოთახიდან გახიზვნას ლამობდა.ოთახში კი ისევ ქაოტური ხარხარი ატყდა. იუმორის ისეთ რელსებზე შემაგდეს, დედის გინებაც რომ დამეწყო, სიცილით ჩაბჟირდებოდნენ. ალბათ, ეს ხალხი გიჟად ან ჯამბაზად მთვლიდა. პროტესტის ნიშნად ავდექი და ძვირფასი საზოგადოების თავყრილობა უსიტყვოდ დავატოვე. მემგონი თავიდან ესეც ხუმრობა ეგონებოდათ მარა, რომ დარწმუნდებოდნენ ჩემს სერიოზულობაში, ჩემზე ფიქრისთვის მაგ დროისთვის აღარ ეცლებოდათ.ასე იაფად გამარჯვებულმა ნანას წმინდა ქალობაზე და წარსულის ტანჯვისგან განთავისუფლებულმა ჩამოვირბინე კიბეები. Hაერზე გამოსულს, სევდა ან ჩემი ტრფობის ნოსტალგია მომაწვა. მართლა მიყვარდა და გადამიყვარდა? რომ მიყვარდა ის უფრო სირცხვილია, თუ რომ გადამიყვარდა?რომ გადამიყვარდა,იმიტომ აღვიქვი კახპად და ადრე წესიერების ეტალონი იყო ეს არსება,თუ მე ვერ ვამჩნევდი მის უწესობას სიყვარულით მიხუჭული? ნეტა რომელი სჯობს, უხარისხო ბედნიერება, თუ ხარისხიანი დაბოღმილ გულიანი ცხოვრება? 
__ხელი გაწიე ძმაო! 
გონს მომიყვანა ნაძველბიჭარი პოლიციელის მუქარამ,რომლისთვისაც ფიქრებში გართულს ხელი გადამიხვევია და კითხვები მიმიყრია.ხელი ფრთხილად ჩამოვუშვი, რომ არ აფეთქებულიყო და თავაზიანად მივესალმე. 
__გამარჯობა მასწ! 
__რა მასწ? მთვრალი ხარ თუ კაიფში? 
გამომძიებლური ტონით მომიგო, თითქმის ჩემხელა ასაკით დატვირთულმა და ზვანიაზე მეოცნებე ჭაბუკმა. 
__სიყვარულის ლომკა მოვიხსენი ბიძია მასწ. 
__საბუთები გააქვს? 
__რამდენიც გინდა. 
მივუწოდე პირადობის მოწმობა,სახელის და გვარის ამოკითხვა გრამატიკასთან მტრობის გამო ცოტა გაუჭირდა, მაგრამ სურათით ნამდვილად მიმამგვანა და ეამა ექსპერტის ანალიზის დადებითი პასუხი. 
__რაღაც გჭირს მოქალაქე,დახმარება ხომ არ გინდა? 
__ქუჩაზე გადამიყვან? 
სახე მოეღუშა და ტროტუარს გახედა, სადაც უავტომობილობის გამო პატარა ბავშვები და მოხუცები წრეშიბურთის თამაშ-თამაშით,GAდადიოდ-გადმოდიოდნენ. 
__ვხუმრობ შე კაცო, რა მოგივიდა?!არც მთვრალი ვარ არც კაიფში, თუ გინდა წავიდეთ! 
__სად? 
--ნარკოლოგიურში! მარა მე აგერ სახინკლე მირჩევნია 
--წაი, ძამია სახში. 
მომიგურულა თავბრუდახვეულმა წესიერმა კაცმა. 
--მართალი ხარ, ჩემი დაჭერისთვის ზვანიას მაინც არავინ მოგცემს. 
ამაზე გაწიწმატდა,მაზოლზე გავკარი და ისევ ძველბიჭობა გაიხსენა. 
__რა იყო ძმაო, მაგარი ბიჭი ხარ და მემუქრები?! 
--არა, პირიქით,ყველას ფეხებზე ვკიდივარ. 
ჩემმა გულახდილობამ მოალბო და გაეღიმა. 
__წაი ძამა, წაი. . . 
ახლა ისევ ბრძენი გურული გახდა და მხარზე ხელი მომითათუნა. 
__კარგი, კარგად იყავი და შეიძლება რაღაც გკითხო? 
__მიდი! 
__ჯერ ხომ აქ ხარ რამდენიმე წუთით? 
--სად? 
__ერთი-ორი წუთი ხომ აქ იდგები? 
--ორი წუთი კი არა, ეს ჩემი კვადრატია,ყოველ მორიგეობაზე აქ ვარ. 
__მაშინ არსად წახვიდე! აგერ ქსეროქსთან მივირბენ და პირადობის ასლს მოგიტან,პირადობას სულ თან ხომ არ ვატარებ და სხვა დროს რომ გამაჩერო, უსაბუთოდ აღარ გამიშვებ, ბარემ ჩემი პირადობის ასლი შენ გქონდეს შენახული, ყოველი შემთხვევისთვის, რაიცი რა ხდება?! 
ბოლო სიტყვები მოპირდაპირე ტროტუარიდან მივაძახე და მისი გაკვირვებული სიტყვებიც ბუნდოვნად ჩამესმა. 
__კი ბატონო, გენაცვალე! . . 
მე კი მოვკურცხლე სანამ რამეს გაანალიზებდა, თორემ ამ უნიჭო ხუმრობისათვის შეიძლება მართლა დავეჭირე. გამოვიქეცი და ქვეშქვეშა ხარხარით გული კინაღამ გადავიწვი.მერე ისევ ჩემს მეგობარს მივუბრუნდი,ხელკავი გავუყარე და სეირნობა განვაგრძეთ.ჩემი მეგობარი ფიქრი,ძალიან მოუსვენარი და არაფრის მაქნისი კაცია,უპასუხისმგებლო და მშიშარა,მომაწვდის იდეებს და მერე ინზაგივით თამაშგარეში გარბის,ვისაც ფეხბურთი არ ესმის სხვანაირად ავუხსნი,ჩამიშლის ხოლმე მოკლედ იდეებთან შერკინებას. 
__რატომ წამოხვედი? 
ეს ჩემი მეგობარი ფიქრის ხმას არ ჰგავდა,ეს უფრო ჩემი ექს და სექსი მეგობრის, ნანას ხმას წააგავდა, მივმოვტრიალდი და სარკედ მართლაც ნანა მყავდა წინ აღმართული. 
--ვა, ნანა? შენ იქ არ დაგტოვე? 
__რატომ წამოხვედი?! 
ჩაიხვია სიმკაცრენათამაშებ ნანამ. 
__შენ წეღან აბაზანაში არ შეხვედი? 
--Hო, შევედი! 
__მერე რამდენი ხარ? 
__ჩემი ძმა,მესიჯს ვერ გამაგზავნინებ? 
ჩაგვერია საუბარში წარსულში კინაღამ დაოჯახებულ წყვილს, ვიღაც გაჭირვებული და მოუზრდელო უცნობი მოქალაქე. 
--ვერა, მარა თუ გინდა გაგეგზავნები. 
მოქალაქე ასეთ პასუხზე დაიბნა და თვითონ წავიდა,გაჰყვა ქსელის ხაზს.მოვიხედე და ნანა აღარ იდგა,ნუთუ კიდევ მომელანდა?მართლა ხომ არ მიყვარს ის უხსენებელი?ხილვები რომ დაგეწყება, რაღაც გაღელვებს ძალიან,თან ქალის გამო ხილვებს სიყვარული ჰქვია, არ მინდა სუსტიყოფაქცევის ქალი მიყვარდეს, თან მით უმეტეს მომელანდოს ხოლმე. 
--გამაგებინე რატომ წამოხვედი?! 
კვლავ ჩამესმა ხმა,ახლა მარჯვნივ მოვტრიალდი და ისევ ნანა მედგა წინ. 
__გაქრი! ! ! 
--მორჩი რა გეხვეწები 
--რა, ავად ვარ?ვიცოდი რომ რაღაცას მიმალავდნენ. 
__შენთან ლაპარაკი აუტანელია. 
--შენთან კი ცხოვრება,მეცოდება შენი მომავალი ქმარი,რა თქმა უნდა თუ არსებობს ასეთი ვინმე. 
__შენ მაგაზე არ იდარდო რსებობს.რატომ წამოხვედი?! 
--როდის აქეთ დარდობ ჩემს წასვლა-მოსვლაზე? 
__მე ვიცი, რატომ წამოხვედი. 
ნანას ასეთმა გულწრფელობამ გამტეხა და შემეცოდა როცა მის უხერხულ მდგომარეობაში ჩავიხედე,ალბათ, სინდისმა შეაწუხა და უნდა დავაცადო,მოვუსმენ იქნებ ბოდიშის მოხდა სურს ყველაფრისთვის? 
__მე ვიცი რატომაც წამოვედი და ალბათ, შენც ხვდები, მარა თუ აზრის დაფიქსირება გინდა, მიდი მოგისმენ. 
დარბაისლურად მივეცი საშუალება აღიარება მიეცა,ვერ ვიტყვი უსიამოვნო პროცესია მეთქი, ქალის სინანული,როცა ეს შენ გეხება. 
__შეგრცხვა და უნამუსო ხარ! 
დამიგდო სალანძღავი სლოგანი და გაქრა წარმატების წუთივით.მე კი დავრჩი ბაყაყივით ენაგადმოგდებული და ჭოტივით თვალებდაჭყეტილი ტროტუარზე დაბინავებულ, ბომჟის მდგომარეობაში. 
__რა ბოძივით ჩარჭობილხარ ბიჭო ერთ ადგილას, კომპასი ხომ არ დაგეკარგა? 
ჩამყვირა სხვა განწყობის ოპერიდან მოსულმა ადამიანმა,ეს კაცი ჩემი საკუთარი ჭკუამხიარული კლასელი გახლავთ.პატარა ქალაქსაც აქვს თავის ნაკლი,ძალიანაც რომ გინდოდეს,ვერ განმარტოვდები. 
__კომპასს რა დამაკარგვინებს, თუ ბოძს ვგავარ,ესე იგი სტრიპტიზის მოცეკვავე დამეკარგა. 
გაგიმარჯოსავით მივუყოლე იუმორი და გადავებსკვენი. 
__მთავარია თავი არ დაკარგო და მაგ ბოძზე, სხვა მოცეკვავე შემოეხვევა 
ისეთი მუჯლუგუნი მითავაზა მართლა გამოვფხიზლდი. დღეს ბედი მწყალობს, ახლა ჭკუამხიარული თედო თუ მიშველიდა, თორემ ალბათ გავრეკავდი. 
__მიყვარს რა ჩემი ქალაქი! 
აღმომხდა Hალალად, თედოს ცოტა გაუკვირდა თემის რადიკალური გადასხვაფერება 
__მე არ გიყვარვარ? 
__შენც! 
__რას შვრები, მუშაობ? 
__შენი ვალიც ხომ არ მაქვს, არ გამაგიჟო ბიჭო? 
__ვალი რა შუაშია?ისე გკითხე 
__ესე იგი არ მქონია რადგან ვერ მიხვდი. 
__მართლა ვერ მივხვდი ძმაო,დავლიოთ? 
ადამიანური განცხადებით მომმართა ლუფტპაუზის შემდგომ. 
__დავლიოთ მარა. . . 
__არავითარი უარი არ მიიღება,თორემ ხელი თუ მოგკიდე, აღარ გაგიშვებ! 
--ჩამებღაუჯები? 
--არა,გაგსრისავ! 
მიმისავით მიხსნიდა ხელებით თუ რა დღე დამადგებოდა უარის თქმის შემთხვევაში და ამ საინტერესო მოქმედებით გავეშურეთ ჩასახეთქელში.მეც მეტი რა მინდოდა,ჩახეთქვა და არკოჰოლს ამოფარება ნამდვილი ნეტარება იქნებოდა, ჩემნაირ გუნებაზე მდგარი კაცისათვის.შევედით ქალაქის ერთ-ერთ პოპულარულ გასასადილოებულ რესტორანში და ჩავუჯექით ნანასავით ნახმარ და გაცვეთილ ოვალურ მაგიდას,მიმტანმა ძველი ფოსტალიონივით და ახალი ამბების დასტასავით მოგვიცურა მენიუ. 
--რას იტყვი? 
თვალითვალში გამიყარა თედომ. 
__რაზე? 
--ჩვენს მომავალ ურთიერთობაზე? რას შეჭამ ბიჭო?! 
--ჭამის რა გითხრა,სულ ერთია,მარა დალევით ყველაზე მწარე და საზიზღარ სასმელს დავაგემოვნებ. 
მიმტანი დაიღალა და საუბარში ჩაგვერია. 
__კონკრეტულად? 
თედომ ახედა და სრული სერიოზულობით ჩამოუთვალა: 
--ოცდაათი ხინკალი,ერთი პორცია მწვადი,ქაბაბი,პომიდვრის სალათი,ჩემთვის ერთი ბოთლი არაყი,ერთი კათხა ლუდი და ჩემი მეგობრისთვის ერთი ლიტრი სოდიანი წყალი. 
დაასრულა თედომ და თვალები აუხამხამა აყუდებულ მიმტანს. 
--სოდიანი წყალი არ გვაქვს! 
--მაშინ, ამასაც ლუდი მოუტანეთ. 
გულში მაგინებელმა მასპინძელმა ზურგი გვაქცია და სამზარეულოს გაეშურა,თედო კი გულნატკენი მომიბრუნდა 
__აზრზე ხარ?რესტორანში საზიზღარ სასმელს ვეღარ შეუკვეთავ! Hო, მართლა, რა გჭირს? რაღაც მოღუშული ხარ! 
__გაგახსენდი? 
__მართლა რა გჭირს? 
--წითელა მაქვს 
--სერიოზულად გეგითხები ბიჭო! 
--მართლა წითელა მაქვს,ოღონდ გამონაყარის გარეშე. ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი ცოტა ხნის წინ, რომ მახსენდება სირცხვილით ვწითლდები. 
__ოოო, მაგას გამონაყარი სჯობს. მარა მაინც რა მიქარე ეგეთი? 
--ახლა არაფერი, ადრინდელ საქციელს ვნანობ. 
--აი, როგორც იქნა აღიარე ნერვებს, რომ მიშლიდი ხოლმე არა? 
--იხუმრე,იხუმრე და მეგობარი კინაღამ კახპამ გადაგირია. 
--ქალების დროა ეხლა? 
--რა იყო შენც ვერ ბედავ ფხიზელი ქალებზე ფიქრს, ზოგზოგიერთებივით? 
--მაინც ვინ გადაგრია? 
--ქალმა! 
--ეგ კარგია რომ კაცმა არა, მაგრამ რამ გადაგრია მეთქი? 
--იმ ქალის ფონზე წმინდანი გამოვდექი, ისეთი ადამიანი ყოფილა. 
__რა მაგარი ბოზი ყოფილა აზრზე ხარ? 
გამეხუმრა და ძალიან არ მესიამოვნა,მაგრამ მივხვდი ჩემი ბრალი იყო მისი ასეთი გათამამება და რბილად გავაფრთხილე. 
__თედო,ძალიან გთხოვ ეგრე აღარ გაიხუმრო რა. . . 
შემატყო გულის წყრომა და დამეთანხმა. 
--კარგი,შენი ნებაა! 
ამ დროს ქაფქაფა ხინკალი გამოემართა ჩვენკენ, მისმა მომხიბვლელობამ მადა აღმიძრა და შიმშილი შვა, მე წელში გავიმართე შესაგებებლად და ღიმილი, შემახმა როცა ჩემი ძღომის სატრფო გვერდით მდგომ მაგიდამ შეითვისა.ეს ბოლო საუკუნეა ძალიან ცუდი რამ დამჩემდა,ვინც კი შემიყვარდება, ყველა სხვას რჩება.ნეტა სხვა შემიყვარდებოდეს,რომ ყველა მე დამრჩეს.ნატვრა თითქოს ამიხდაო,ელვასავით უცებ მოაყარეს საჭელიც და სასმელიც,სუფრა გადაიპენტა და ლხინს სტარტი მისცა თედომ. 
--აბა დავიწყოთ! 
შესძახა თვალებაჭრელებულმა თდომ და ჩანგალი იშიშვლა. 
--ბიჭო იცი რა მჭირს? 
__წითელა! 
__არა,არა მაგის გარდა 
__ყვითელა? 
__ეეეე! მაცადე რა ძმაო და აგიხსნი! 
__მიდი, მიდი. . . 
__საჭმელი რაც ცოტაა, მით უფრო გემრიელად ვჭამ. 
თედომ ღეჭვა შეანელა და ალმაცერად გადმომხედა, აშკარად ფიქრობდა რა ეთქვა,მერე კი გაიბადრა და მომაძახა: 
__დამელოდე მაშინ, ერთი თხუთმეტი წუთით. 
გადავწყვიტე კვების მარათონს მეც შევბმოდი და როცა არკოHოლურ სითხემაც გაჟონა სიფხიზლეგამწყრალ ძარღვებში,ახალი თემა ავაგორე, აკანკალებული ხმით 
__გახსენდები ხოლმე, ბიჭო?! 
--სანახევროდ! 
--მე კი, მთლიანად მახსოვხარ! 
ნასვამი კაცი ტყუილს უფრო გულაჩუყებული ამბობს და ამიტომ დამაჯერებლად გამოიყურებოდა ჩემი ნათქვამი, ცრუ გულახდილობამ კი თედო ააღელვა 
--როგორ არ მახსოვხარ ბიჭო,არა გრცხვენია?მარა სანახევროთ თუ მახსოვხარ,ჩემი ბრალი არაა,კლასში ცუდ ადგილას იჯექი. 
ქვეტექსტი რთულად ამოსაცნობი, მაგრამ ადვილად გადასატანი აღმოჩნდა არამდგარი სიფხიზლის გამო. 
--რას გულისხმობ? 
__რა ჩემი ბრალია სანახევროდ რომ მახსოვხარ?მთელი თერთმეტი წელი,კეფით მეჯექი! 
--შენ გაგიმარჯოს! 
--არა,შენ გაგიმარჯოს! 
--გამიმარჯოს! 
არ შევეკამათე მეგობარს და გადავკარი ყინვით გადუღებული სასმელი, მერე კი მხიარული,შუშხუნა გაზულუქებული ლუდიც დავაწიე.თანამესუფრე წამით შეყოვნდა, მერე ჭიქა კიდევ მომიქნია,გაგიმარჯოსო და მწარე სასმელი, ყლუპად აქცია. რაც მეტს ვსვამდით, მით უფრო გვინელდებოდა სირთულეები და უპრობლემო ბავშვები ვხდებოდით,ალბათ ამიტომ გადავათვალიერეთ ჩვენი ბავშვობის კადრები. 
--გახსოვს ქიმიის მასწავლებელს კოლბებში რომ ჩAვუფსით? 
მეგობარმა საავტორო უფლების მქონე დანაშაული შემახსენა და აგვიტყდა ხარხარი 
--ისე ეგ რამ მოგაფიქრებინა,გახსოვს ყველაზე დიდი კოლბა ვერ გავავსეთ მთელმა კლასმა და გოგოებს დავდევდით,დაგვიმატეთ დაგვიმატეთო? 
ჩვენ ხარხარს ძალა მოემატა 
__ეგ კი არა,ის გახსოვს საწყალი მიშა სიჩქარის გამო ტუალეტის მაგივრად,პირველკლასელებს რომ შეუვარდა ერთადგილამოგდებული? 
მეგობარმა სიცილს უმატა,მე კი გავშრი. 
__საწყალი რატომ ბიჭო?რამე ხომ არ მოუვიდა მიშას?არ გამაგიჟო 
__რა უნდა მოსვლოდა? 
--რა ვიცი, ისე თქვი, საწყალიო დავეჭვდი,ცოცხალი ხოა? 
__საწყალია, აბა, რაა,არ გახსოვს კინაღამ რომ გააგდეს სკოლიდან მაგის გამო? 
ისევ ხარხარი გაჩაღდა, 
--ხელი რომ მოიტეხე და მთელი კლასი თაბაშირში შპარგალკებს გტენიდა?გახსოვს რომ ყვიროდი, აღარ მეტევა თავი დამანებეთო? 
ჩვენმა ხარხარმა უკვე მეზობლებიც შეაწუხა და აქედ-იქიდან მზერა მოგვებჯინა,მაგრამ თედო დამთავრებას არ აპირებდა. 
__ის გახსოვს მამაშენს, თავი რომ გავუტეხეთ? 
ახლა მარტო თედოს ხარხარი ისმოდა,მე კი მეზობელი მაგიდებიდან ნატყორცნ მწყრალ მზერას შევუერთდი და გაბზარული ხმით შევეკითხე. 
--როდის თედო? 
--აი, მაშინ ერთი თვე რომ საავადმყოპოში იწვა,რა იყო არ გახსოვს? 
--საავადმყოფოში რომ იწვა მახსოვს, მაგრამ მაშინ მე სახურავზე არ ვყოფილვარ და არც არავინ იცის დღემდე ვინ იყო ასული და ვინ ისროდა ქვებს. 
__რას ლაპარაკობ მთელი კლასი იქ არ ვიყავით? 
თედო უცებ გაშრა და მიხვდა ღომ ენამ დაღუპა,ამიტომ ხარხარს კი არა, ღიმილსაც გაებუტა. 
--მთელი კლასი იქ იყავით და ყველამ იცოდით? 
--არ გეწყინოს,გადავწყვიტეთ არ გვეთქვა,ვიფიქრეთ გეწყინებოდა. 
__არა რა სისულელეა. . . მეწყინებოდა კი არა, მამაჩემმა მაშინ სამსახური დაკარგა ავადმყოფობის გამო! მკურნალობაზე საშვილიშვილო ვალები დაგვედო და წლების განმავლობაში მთელი ოჯახი თითებს ვილოკავდით შიმშილისაგან! 
ცოტა არ იყოს ავყვირდი და მერე შევეცადე თავი მომეთოკა. 
--მაპატიე რა,მთელი კლასის მაგივრად მე გიხდი ბოდიშს,მარა არ გეგონოს მე მესროლოს. 
--რაში მაინტერესებს ვინ ესროლა,თემა შევცვალოთ 
--არა გავაიასნოთ ბარემ! 
--თედო, არ მაინტერესებს! 
--მე სუფთა ვარ სინდისთან,თუ ჩემი არ გჯერა,იქ ჩემს გარდა,თორმეტი ბავშვი იყო და იმათ კითხე. 
__მჯერა, რომ შენ არ ესროდი! 
--ბედისწერამ! 
ჩამოვარდა დაუსრულებელი აზრის შემდგომ სიჩუმე,რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენ მაგიდასთან. 
__რა ბედისწერამ? 
--ბედისწერამ ესროლა. 
--როგორ გავიგო? 
--როგორც გინდა,თუ გინდა დამარტყი,მარა დედას გეფიცები არ დამიმიზნებია! 
__შენ ესროლე? 
__მაპატიე რა, აჰა ძმაო და რაც გინდა ჩამარტყი! 
შემევედრა თვალებაცრემლებული თედო, მაგრად მეწყინა,მაგრამ არ ღირდა ძველი ამბების შემოტრიალება,ან უნდა მეპატიებინა,ან მეგობარი დამეკარგა. 
--მე რა უნდა გაპატიო, თუ კაცობა და ნამუსი გაქვს, მერე ადი მამაჩემთან და დაელაპარაკე. 
--ავალ ძმაო,ავალ აუცილებლად. 
--მოდი გაგვიმარჯოს! 
--გაგვიმარჯოს! 
--ხინკალი გაგვიცივდა 
უკმაყოფილება გამოვთქვი. 
--ასპირინი მაგას! 
თქვა და ხახაში მთლიანი გაქონილი ხინკალი გადაუშვა,ღეჭვით მომიბრუნდა და მკითხა 
--ხო მართლა,როგორ არის მამაშენი? 
__კარგი რა! 
მომეშალა ნერვები,თედო გადაბჟირდა და ისეთ ხმას უშვებდა სიცილისაგან,ფანჯრებიც კი ზანზარებდნენ. 
--რა მოგივიდა ბიჭო?! 
--არა მართლა დაიჯერე, რომ მამაშენს მე ვესროლე ის დაწყევლილი ქვა, ან რომელიმე ჩვენგანმა? 
--აბა? 
ამ კითხვაზე უფრო ახარხარდა 
--სიტყვებში დამიჭირე ძმაო? მარა მალადეც რო მაპატიე,მაგარი ჰუმანური ყოფილხარ,მართლა მე რომ მესროლა ეგრე ადვილად გამოვტყდებოდი?შენ მე შტერი გგონივარ?რატომ დაიჯერე?! გაგიყვან და გაგლახავ ახლა. 
სიცილ-კისკისს უკლო და შეეცადა სერიოზული სახით დამჯდომოდა. 
--მგონიხარ! 
__მერე რა მამის მკვლელის თვალებით მიყურებ? 
თავის ნათქვამზე ისევ ახარხარდა,ამაზე მეც ავყევი, ოღონდ უფრო მსუბუქად,ბოლოს და ბოლოს ჩემზე იცინოდა. 
--ეს მაშინდელი გაშაყირებისთვის,ქუჩაში რომ გამყინე ტყუილად., რომ დამირეკე და გინდა თუ არა Fფული უნდა გაჩუქოვო 
გადმომწვდა შუბლზე დამეკონა,მერე ქოჩორი ისე ძლიერად მომბურჯღნა კივილის მაგივრად ჩემი თმის ღერები შერჩა ხელში.შეკურთხება დავუპირე. 
__უხ შენიი! . . 
--ჩუ,ჩუ,ჩუ! არ შეიგინო! მკითხველთან უხერხულია!A 
--ცანცარა და უნიჭო მოქეიფე ხარ! 
--ხო და დროა ანგარიში მოვითხოვოთ! 
--მოვითხოვოთ. . . 
__მიმტანო და Fფულის წამღებო, აღასრულე შენი საქმენი! 
ომახიანად შეყვირა სიფხიზლე დათმობილ მეგობარმა და დაბოღმილ მიმტანს ხელი დაუქნია.ისიც წამოცუნცულდა ანგარიშით ხელშემკობილი და მაგიდაზე დაწყობილ საკვებს,ჩეკის სახით ციფრები შემატა. 
--ამისაც უნდა გადავიხადოთ? 
მივუთითE ჩეკზე. ამით ანუ ამ ხუმრობით 
ვცადე მიმტანთან დიალოგში შესვლა და ადამიანური,მოქალაქეობრივი ურთიერთობის აღდგენა,რომელიც ყველა უცნობს აკავშირებს ერთმანეთთან, რადგან ის უსიამოვნო შთაბეჭდილება არ გაყოლოდა,რომელიც მას შეექმნა ჩვენზე. 
--თანხა მოამზადეთ და მოვალ! 
მოგვაცეცხლა მკაცრი სიტყვები და ზურგი გვაქცია. 
__ეტყობა ძალიან არ ვუყვარვართ. 
--იცი ამის უსიყვარულობა გულს ნამდვილად არ დამწყვეტს. 
გამიმჟღავნა ღედომ საიდუმლო და ასადგომად მოემზადა. 
--რატომ,რატომ?ის ხომ ჩვენ ქალაქში ცხოვრობს. 
__ხო და მიდი გადაუხადე და მალე გამოდი. 
თედო წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა.როცა მივხვდი რომ აბსოლუტურად არ ხუმრობდა,ხელი ჩავავლე განწირულივით და შევღაღადე. 
__ნუ სულელობ რა,გადაიხადე და წავიდეთ! 
__მე რა გადავიხადო ტო,სადა მაქვს ფული? 
__აბა, ჩემს ხარჯზე ჩასკდი?! 
__არა ბიჭო, მე მქონოდა ფული და შენ დაგიწყებდი ხვეწნას წამოდი თქო? 
მერე თვალი გადავავლე თედოს ისტორიას და გამახსენდა, რომ მას არასდროს გადაუხდია ფული თავის ჯიბიდან მსგავს ღვინისძიებებზე,ამიტომ დავრწმუნდი მის გულწრფელ გაურკვევლობაში. 
__მოიცა, მართლა არა გაქვს ფული? 
შემეკითხა გაკვირვებული 
__ეეე,მოიცა რა! 
ისე მოვიღუშე, ალბათ, შევეცოდე და ჩემს დამშვიდებას შეეცადა. 
__დაიკიდე რა. . . 
__რა ჭკვიანი ხარ,ახლა რა ვქნათ? 
__მაგას მე მოვაყომარებ, მიმტან! 
ამაყად შეყვირა ოფიციალურ მასპინძელს და დაეღრიჯა. 
__რას აპირებ? 
სტრატეგიის გამხელა ვერ მოასწრო ისე სწრაფად მოსრიალდა მიმტანი და მაგიდას დაეყრდნო.აქ კი თედომ სკამი გამოუწია და დაჯდომა შესთავაზა. 
__არა, ვმუშაობ! ჩემთვის დაჯდომა არ შეიძლება! 
წაიუხეშა მიმტანმა,მისი ასეთი უხეშობა თედომ საწყენად მიიღო და დაეძაბა. 
__მერე რა, რომ მუშაობ, ბუასილი ხო არ გაქვს?რა გქვია ბიჭო?! 
__ლექსო? 
აღშფოთებულმა მიუგო ლექსო-მიმტანმა და ალბათ, გულის სიღრმეში გაგვეპრანჭა კიდეც,ყოველ შემთხვევაში მისი პოზიორობიდან გამომდინარე ასე მომეჩვენა. 
__მერე დაჯექი ლექსო! 
ისე დაიღრინა, ჩემმა მეგობარმა,ლექსო დანებებული ქალიშვილივით ჩამოგვიჯდა. 
__მე თედო მქვია! 
__მერე რა? 
ლექსოს მოულოდნელმა ამონათქვამმა და მორიგ კეკლუცობამ ისე აგვირია თავგზა,კუნთები დაგვეჭიმა სიბრაზისაგან. 
__ეს იცი, ვინ არის?! 
მიუთითა ჩემზე. 
__ვინ უნდა იყოს? 
ლექსოსაგან მორიგი დამუშავებული პასუხი წამოვიდა. 
__ლექსო ბატონო! ეს კაცი შენ გწერს და ცუდად არ მოიქცე იცოდე! 
__ბატონოო? 
შეიცხადა ლექსომ. 
__პოეტია ძმაო! 
__აი დარდი! 
__ჰო, და თუ ასეა,ფული არ გვაქვს და აი დარდიი! 
გაილაღა თედომ,ლექსომ კი სიგნალიზაცია აამუშავა. 
__დაცვააა! 
__ეე,ეე, ბიჭო რა გაყვირებს, კაცი არა ხარ?! 
თედო მიხვდა, რომ არალოგიკური კითხვა დასვა,ლექსომ კი ლოგიკურად გააგრძელა კნავილი. 
__დააცვაა! 
__გაჩუმდი ბიჭო,ნუ ყვირი! 
თედომ Qეჩოში წაავლო ლექსოს ხელი,აქ მეც ჩავერიე. 
__ჰო არ გაგიჟდი ბიჭო,ხელი გაუშვი! 
__ჰო რა ხელი გაუშვი! ეს ვინ არი რა?! 
დამეთანხმა ლექსო ბიჭი. 
--აზრზე ხარ ბიჭო,ეს არის სამართალი?შენ მთელი ცხოვრება ლექსებს |წერ და ჩლიფინას გეძახიან,ამ პედარასტს კი ლექსოს! 
__აუ პედარასტი ნოუ რაა! . . 
ჩაგვერია საუბარში ლექსად წოდებული ახალგაზრდა,ამასობაში დაცვა მოვარდა და ისეთი პანიკა აწიეს თითქოს ლექსოს მაგივრად ტერრორისტ თედოს, ატომური ბომბი სჭეროდეს ხელში. 
__გაუშვი ბიჭო ხელი! 
შეყვირა ბოევიკური ჟანრის Fფილმებზე ნავარჯიშებმა დაცვის ბიჭმა თედოს. 
__აქეთ გაგვიშვით და ჩემდათავად აქ დამრჩენის დედა ვატირე! 
მერე ატყდა ჯაჯგური და თანამედროვე ხორუმით შემოგვეცეკვნენ პატრულის მხედრები. 
__ვა შუტნიკ! 
შეჰკივლა და გაბედნიერდა,რომ ამომიცნო ჩემმა გაშაყირებულმა Fფორმიანმა, როცა დატყვევებული გამოვყავდი მის თანამოაზრეებს მინუს ხუთვარსკვლავიან რესტორნიდან.მერე კი ჩემი და თედოს მეგობრობა სხვადასხვა ავტონათელებში დაანაწევრეს, რის შემდეგაც, სიგნალებით და ესკორტით სადღაც გაგვაქანეს, საინტერესო მეტი არაფერიFაღარ მომხდარა,თუ არ ჩავთვლით თედოს მანქანაში ჩასმის დროს რომ ყვიროდა Fფანჯარასთან დამსვითო,საინტერესო არც ის იყო, თუ როგორ გვემუქრებოდნენ ხულიგნობისთვის დაპატიმრებას და მით უმეტეს უინტერესო იყო დაწყევლილი ჯარიმის გამოწერა. 
__გადავრჩით! 
ამოიხვნეშა თავისუფლებითდამტკბარმა თედომ, როცა პოლიციამ კიბეებიდანN ჩამოგვაცილა,მე უკომენტაროდ დატოვე, ჯარიმის ქვითარი ავუფრიალე და ბნელი ქუჩები გადავსერეთ,საათს დავხედე და გათენების ჟამს იუწყებოდა ისრები. 
__სადაცაა გათენდება არა? 
F ფეხის ხმას შეუერთდა რამდენიმე საათით ნასამართლევი თედო და გადავწყვიტე შევრიგებოდი. 
__ ჰო, მალე გათენდება 
__სადმე ხომ არ შეგვევლო?აი ეხლა ხაშის გამო მართლა გავისროკავდი თავს. 
Yურადღება არ მივაქციე მის ვადაგასულ იუმორს. 
__რა იყო ბიჭო ვინ არ დაუჭერიათ! 
გამიბრაზდა მეგობარი.უცებ გამახსენდა თედოს დაჟინებული უცნაური მოთხოვნა,Fფანჯარასთან რომ უნდოდა დაჯდომა და ხველასავით ამიტყდა სიცილი. 
__რა გაცინებს პატიმარ კაცს? 
--რა გინდოდა ბიჭო Fანჯარასთან,ქალაქის დათვალიერება გინდოდა საბოლოოდ? 
__არა გული მერეოდა. 
ჩვეული ხარხარი აგვიტყდა. 
__გაჩუმდი,გაჩუმდი, თორემ სიცილი ცუდად გვაქვს დაცდილი. 
გამაფრთხილა ცრუმორწმუნე ძმაკაცმა. 
__რა იყო ქუჩაში ხეტიალი, Fფასიანი ხომ არ გახდა? 
__აქ მე ვიხდი! 
ხარხარი სერიალს დაემსგავსა. 
__წავალ ახლა მე 
დასერიოზულდა თედო. 
__წადი 
__მოდი გაკოცო! 
__იყოს. . . 
__მართლა წავედი,ძალიან დავიღალე 
__მეც 
ჩამომართვა ხელი და ასე გაგვყარა გზაჯვარედინმა. 
__თუ გინდა, ჩემთან წამოდი! 
შემომძახა უკვე შორს წასულმა მეგობარმა,როცა შემატყო, რომ ერთ ადგილზე გავქვავდი 
__არა, მადლობა! 
შევძახე მეც.მან კი ბარბაცით გზა გააგრძელა. 
__თედოო! 
დავუძახე მთელი ხმით 
__რა გინდა? 
ახლა მხოლოდ მის ლანდსღა ვხედავდი სიშორისა და სიბნელის გამო,ამიტომ კარგად რომ გაეგო, ვუღრიალე. 
__ბიჭო იცოდე და დაიმახსოვრე,მე პოეტი კი არა,მწერალი ვარ და ლექსი არასდროს დამიწერია! 
ლანდმა ხელი ჩაიქნია,შეიძლება Fფეხიც,სიშორის გამო ვერ გავარჩიე და გზა განაგრძო.იქვე მდგარი სახლის მესამე სართულის Fფანჯარა გაიღო და ძილისაგან ჩახლეჩილი ხმით, გაურკვეველი წლოვანების მოქალაქემ კითხვა დამისვა 
__შექსპირი დრამატურგი იყო ძმაო და გვაწუხებს? 
მერე კი მოიხურა დამინული ფანჯრები და ძილში აფეთქდა. მე კი დავრჩი შუქნიშანივით დარჭობილი გზაჯვარედინზე ჩემს მეგობარ ფიქრთან ერთად. უმადური და დაუნახავი პროფესიაა შუქნიშნობა.დღე-ღამე მუშაობ და ყველა მძღოლი დედას გაგინიბს.არა, ძმაო! მწერლობა ჯობია.ეს გზაჯვარედინი რაღას შემხვდა,ვერავის დაემალები ამ ქალაქში გზაჯვარედინსაც კი, მიდი ახლა და გადაწყვიტე საით წახვიდე.პირდაპირ წახვალ და სახლს მივადგები, მარა რად გინდა, ვინ გაგიღებს ახლა ჩარაზულ კარებს,მარცხნივ წახვალ იქ, თედოს შეხვდები და შარია,უკან დაბრუნდები და ისევ პოლიციას მიადგები,იქ კი ჩემი დანახვა არც თუ ისე ძალიან გაუხარდებათ,თან გამაფრთხილა იმ კაცმა, შენი Fფეხი აღარ ვნახო აქო.მარჯვნივ კიდევ ნანას სახლია,ნანა უხ, შენი. . .ნანასთან წასვლა გადავწყვიტე.აი, ეხლა წავალ ნანას სახლთან, დავდგები და მთელი ხმით შევიგინებ,ამ გინებაში ჩავდებ მთელ ბოღმას რაც მახრჩობს და სამუდამოღ გავატან ღრიალს, ამ კახპის გამო დაგროვილ ღვარძლს,არა ნამდვილად უნდა გავთავისუფლდე წარსულში მისი სიყვარულის სამარცხვინო ლაქისაგან,უნდა გავაგებინო რომ მძულს და არ ეგონოს, რომ როცა მიყვარდა, მომწონდა კიდეც და საერთოდ უნდა გამოვუტყდე საკუთარ თავს, რომ არც არასდროს მყვარებია და უბრალოდ მისი შიშველი სხეულის დამონება და გამოყენება მსურდა. 
ამასობაში ნანას სახლსაც მივადექი და მის Fფანჯარას ავხედე, აქ კი გასაკვირია, მაგრამ შუქი ყიყინებდა მისი სარკმელიდან.ალბათ, ბოზობს! სხვათა შორის სარკმელი ქართული სიტყვაა და არა გავს სპარსულ Fფანჯარას. რა სისულელეს არ იტყვის და იფიქრებს კაცი როცა რამეზე თავის არიდება უნდა,მაგრამ ტყუილად მინდა ავიცდინო ეს სიმოვნება. ამ დროს გაბრდღვიალებულ Fსარკმელს ქალის მსგავსი არსება გამოელანდა,ალბათ ის კახპა ნანაა.მეც აღარ დავაყოვნე და მისი სახელი დავიღრიალე. 
__ნაანაა! . . 
ღრიალი კი გამომივიდა, მაგრამ ხმა, ალბათ, პირიქით, მუცელში წავიდა, რადგან სინამდვილეში ჩემი ღიალი ჩურჩულზე სუსტი აღმოჩნდა,თუმცა სახელს რა მნიშვნელობაა აქვს, მთავარი აქ გინებაა,თან შევნიშნე, რომ ქალის ყურადღებაც მივიპყარი და ვიგრძენი, რომ მიყურებდა,რაც არი არის,მოვიკრიბე მთელი ძალღონე და მთელი არსებით შევყვირე,შევყვირე კი არა ვიღრიალე. 
__მიიყვააარხააარ! ! ! 
ისე ვიღრიალე, რომ ხიდან ჩიტები აფრინდნენ და იქვე მდგარი პოეტის ძეგლიც კი შეხტა,შემოვტრიალდი და მოვკურცხლე.მოვრბოდი და ბედნიერებით კინაღამ მართლა შემზიზღდა ნანა,თურმე როგორ მყვარებია,ბოზი კი არა, თუ გინდა ბოზანდარა იყოს,მიყვარს და მეყვარება ყოველთვის. სამაგიეროდ, დაბოღმილი აღარ ვარ,გული აღარ გამისკდება და ვიცოცხლებ. რა ბედნიერებაა დამარცხება, როცა დამარცხების შიში აღარ გაქვს,აი ესაა გამარჯვება.მივხვდი, რომ დავიღალე სირბილით და გავჩერდი.ისე დამათენდა თავზე, სულ არ მომიწყენია,ეგ კი არა, მზის ამოსვლა გამომეპარა,ნეტა თედო რა სიზმარს ნახულობს,ალბათ, ჩემებიც გაიღვიძებდნენ და სულ დამავიწყდა ბავშვი დღესაც მე უნდა წავიყვანო საბავშვო-ბაღში.ჟალუზ მოჭუტულ და ახლადგამოღვიძებულ მაღაზიაში შევიარე,ნახურლდლარი ჯიბეები კვლავ მოვიჩხრიკე და წინადღით ვაჭრობით ნაბახუსევსა და დასიცხულ გამყიდველს კითხვით მივმართე. 
__ტოიბოქსი გააქვთ?
კატეგორია: მოტხრობები | ნანახია: 1708 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: