მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 2 » ტომ სოიერის თავგადასავალი(31.32.33.34.35.-- თავი)
4:58 PM
ტომ სოიერის თავგადასავალი(31.32.33.34.35.-- თავი)

თავი ოცდამეთერთმეტე

კვირა დილით, ინათა თუ არა, ჰეკი აფოფხდა გორაკზე, მიადგა მოხუცი უელსელის კარებს და დააკაკუნა. სახლში მყოფთ ეძინათ, მაგრამ ფხიზლად, წინა ღამით განცდილი მღელვარების გამო. ფანჯრიდან შემოესმა ხმა:
- ვინა ხარ?
ჩუმი, შეშინებული ხმით უპასუხა:
- თუ შეიძლება, შემომიშვით! ჰეკ ფინი ვარ.
- შენთვის ჩვენი კარი ღიაა დღეცა და ღამეც, კეთილი იყოს შენი მობრძანება!
ასეთი სიტყვები, ცოტა არ იყოს, ეუცხოვა პატარა მაწანწალას; თავის დღეში ასე ალერსიანად არავის მიუმართავს მისთვის; არც კი შეეძლო გახსენება, თუ ოდესმე ვინმეს უხმარია "კეთილი იყოს შენი მობრძანება” მის მიმართ.
კარი სწრაფად გაუღეს და ჰეკიც შევიდა. ბიჭი სკამზე დასვეს. მოხუცი და მისი ვაჟკაცები სწრაფად იცვამდნენ.
- აბა, ჩემო ბიჭო, შენ, ალბათ, მოგშივდა; არხეინად იყავი, ცხელ საუზმეს მოგართმევენ, როგორ კი მზე ამოვა. ჩვენ კი გვეგონა, ღამე მოხვიდოდი და ჩვენთან დაიძინებდი...
- ძალიან შემეშინდა! - განუმარტა ჰეკმა. - რა წამს თქვენ სროლა დაიწყეთ, მე მოვკურცხლე, რაც ძალი და ღონე მქონდა; სამი მილი ისე გავირბინე, არც კი შემისვენია. ახლა იმიტომ მოვედი, რომ გავიგო, რა მოხდა. განგებ ალიონზე წამოვედი, რომ არ წავწყდომოდი იმ წყეულებს, თუნდაც დახოცილები ყოფილიყვნენ.
- საბრალო ბიჭუნა, სახე ისეთი გაცრეცილი გაქვს, გეტყობა მართლა დიდი ჯაფა გამოიარე. ფიქრი ნუ გაქვს! აი, ლოგინი, საუზმის შემდეგ მოისვენე; სამწუხაროდ, ის ავაზაკები ვერ დავხოცეთ. აი, როგორ მოხდა: შენი ნაამბობიდან უკვე ვიცოდით, სადაც წავაწყდებოდით მათ. ამიტომ, იმ ადგილს სულ ფეხაკრეფით მივახლოვდით. იმ დასაქცევ ბილიკზე უკუნეთი სიბნელე იყო; მათან თხუთმეტიოდე ნაბიჯზე შევჩერდით და უცებ, იცი, რა მოხდა? გამიწყრა ღმერთი და ცხვირი დავაცემინე და ყველაფრი ამან გააფუჭა! მე წინ მივდიოდი, რევოლვერი მზად მქონდა. რა წამს ცხვირი დავაცემინე, ესროლეთ, ბიჭებო-მეთქი, და გავისროლეთ კიდევაც იქით, საიდანაც შრიალი შემოგვესმა. მართალია, ყოჩაღად მოვიქეცით, მაგრამ ის არამზადები მაინც გაგვექცნენ, ჩვენ სროლით დავედევნეთ ტყე-ტყე, მაგრამ, ჩანს, სამივემ ავაცდინეთ ტყვია. იმათაც თითოჯერ ისროლეს. მაგრამ აგვცდა. შემდეგ სულ მიწყდა ფეხის ხმა. ჩვენ თავი დავანებეთ მათ დევნას და პოლიციას შევატყობინეთ. პოლიციამ რამდენიმე კაცი დააყენა მდინარესთან საყარაულოდ. როცა გათენდა, შერიფი ტყეს გააჩხრეკინებს თავის ხალხს, ჩემი ბიჭებიც გაჰყვებიან. კარგი იქნება, თუ აგვიწერ, როგორი შეხედულებისანი არიან ის არამზადები, ეს ძალიან დაგვეხმარება. თუმცა, ჩემო კარგო, სინბელეში რას დაინახავდი.
- არა, მე მათ ქალაქში შევხვდი და დავედევნე.
- ძალიან კარგი! აბა, მაშ თქვი, როგორები არიან.
- ერთი მოხუცი ყრუ-მუნჯი ესპანელია, რომელიც ამ ბოლო ხანებში გაჩნდა ჩვენს ქალაქში, მეორე კი - შემზარავი გარეგნობის ნაფლეთებში გამოხვეული მაწანწალაა.
- საკმარისია, ჩემო კარგო, მათ ჩვენც ვიცნობთ. ერთხელ ტყეში წავაწყდი, ქვრივის სახლის უკან დაეხეტებოდნენ; როგორც კი მომკრეს თვალი, წამსვე მოუსვეს. აბა, ბიჭებო, ჩქარა გამეგზავრეთ შერიფთან, საუზმე კი სხვა დროისათვის გადადეთ!
უელსელის შვილები წამსვე წავიდნენ. როცა კარებს უახლოვდებოდნენ, ჰეკი დაედევნა და მუდარით უთხრა:
- გთხოვთ, ნუ იტყვით, რომ მე გითხარით ყველაფერი, გემუდარებით!
- კარგი, თუ არ გინდა, არ ვიტყვი, მაგრამ ამისთვის მხოლოდ მადლობა გეკუთვნის.
- არა, არ მინდა! გთხოვთ ნუ იტყვით.
როცა ახალგაზრდები წავიდნენ, მოხუცი მიუბრუნდა ჰეკს:
- ისინი არ იტყვიან, არც მე ამოვიღებ ხმას. მაგრამ რატომ არ გინდა, სიმართლე გამოაშკარავდეს?
ჰეკს არ უნდოდა გატეხილიყო. მხოლოდ ის თქვა, რომ ერთი მათგანის შესახებ იმდენი რამ ვიცი, თუ გამიგო, აუცილებლად მომკლავსო.
მოხუცი ერთხელ კიდევ დაჰპირდა საიდუმლოს შენახვას, მერე კი ჰკითხა:
- რად გაჰყევი უკან? საეჭვო პირებად მოგეჩვენენ?
ჰეი სდუმდა, თან ორჭოფული პასუხის მოგონებას ცდილობდა, ბოლოს თქვა:
- საქმე ისაა, რომ მეთვითონ დაღუპული ადამიანი ვარ, ყოველ შემთხვევაში, ასე ჰგონია ყველას, და აბა, მე რა მეთქმის. ჰოდა, ზოგჯერ ღამღამობით არც კი მძინავს, სულ ვფიქრობ, რა გზას დავადგე-მეთქი, ასევე მოხდა წუხელაც. ძილი გამიკრთა და მწარე ფიქრებში გართული ქუჩაში დავეხეტებოდი შუაღამემდე. როცა სამიკიტნოს გვერდით ძველი აგურის საწყობთან მივედი, კედელს მივეყუდე და კვლავ ფიქრებმა წამიღო. უცებ ვხედავ, - ჩემ გვერდით გაირბინა ორმა კაცმა, ერთს იღლიაში რაღაც ამოედო. გავიფიქრე, მოპარულია-მეთქი; ერთი თუთუნს აბოლებდა; მეორესაც მოუნდა მოწევა და ამისათვის სწორედ ორ ნაბიჯზე დამიდგნენ: ასანთმა გაანათა მათი სახეები; ერთი ის მაღალი ყრუ-მუნჯი ესპანელი იყო, ვიცანი, ჭაღარა წვერით და თვალზე აფარებული ნაჭრით, მეორე კი - ჩამოფლეთლი, წყეული...
- ნუთუ სიგარის სინათლეზე მისი დაფლეთილი ტანისამოსიც შეამჩნიე?
ჰეკი ერთ წუთს დაიბნა, მერე კი თქვა:
- მეც არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ შევამჩნიე.
- მერე? ისინი წავიდნენ და შენ...
- მეც უკან გავყევი. მინდოდა გამეგო, რას აპირებდნენ, მეტად ქურდულად მიიპარებოდნენ. ქვრივის ეზოს მესერამდე ვდიე. შევჩერდი სიბნელეში და მესმის: მაწანწალა ესარჩლება ქვრივს, ესპანელი კი მას დასახიჩრებას უპირებს, თუმცა ეს ხომ უკვე გიამბეთ...
- როგორ? განა ყრუ-მუნჯი ლაპარაკობდა?
ჰეკი კვლავ გაება მახეში. ის ყოველ ღონეს ხმარობდა მოხუცი არ მიმხვდარიყო, თუ ვინ იყო ესპანელი; მაგრამ რას იზამდა, თუკი ენა არ ემორჩილებოდა. რამდენჯერმე შეეცადა საქმე გამოესწორებინა, მაგრამ მოხუცი თვალს არ აშორებდა და ჰეკი უარესად იბნეოდა.
ბოლოს მოხუცმა უთხრა:
- გეთაყვა, ჩემი ნუ გეშინია! მე არაფერს არ დაგიშავებ, პირიქით, დაგიცავ, შენ ეგ წამოგცდა და ახლა ვეღარ წაიღებ სიტყვას უკან; შენ რაღაც იცი იმ ესპანელზე და არ გინდა თქვა: გულახდილად მითხარი ყველაფერი და მენდე: დამშვიდებული იყავი, არ გაგცემ.
ჰეკი ერთხანს დააკვირდა მოხუცის ნათელ თვალებს, მერ კი დაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა:
- ის ესპანელი კი არ არის, ინდიელი ჯოა.
მოხუცი კინაღამ სკამიდან გადმოვარდა.
- ახლა კი ყველაფერი ნათელია, - თქვა მან. - როცა შენ მოჭრილ ყურებსა და დასახიჩრებულ ნესტოებზე ლაპარაკობდი, მეგონა, ამბავს ალამაზებდი, თეთრკანიანებს როდი სჩვევიათ ასეთი შურისგება. ხოლო თუ ის ინდიელი ჯოა, ეგ უკვე სხვა საქმე!
საუზმის დროს საუბარი გააგრძეს. სხვათა შორის, მოხუცმა თქვა: წუხელ, სანამ დავიძინებდი, მესერთან მივედით და ფარანი ავანთეთ, გვინდოდა გვენახა, მესერზე ან მის ახლომახლო სისხლის კვალი ხომ არ იყო. ვერაფერი ვერ შევამჩნიეთ, მაგრამ დიდი ბოხჩა კი ვიპოვეთ და შიგ...
- რა იყო?
ეს კითხვა ელვის სისწრაფოთ მოსწყდა ბიჭის გაფითრებულ ბაგეს. თვალებგაშტერებული მიაჩერდა მოხუცს და სულგანაბული ელოდა პასუხს. მოხუცი სამი, ხუთი, ათი წამი მისჩერებოდა გაკვირვებული, ვიდრე უპასუხებდა...
- ბოხჩაში ქურდების ხელსაწყოებია, ჰო, რა მოგივიდა?
ჰეკი სკამის ზურგს მიეყრდნო, ძლივს სუნთქვდა, მაგრამ უსაზღვრო ბედნიერებას გრძნობდა. მოხუცი ცნობისმოყვარეობით მისჩერებოდა.
- ჰო, ხელსაწყოები, ეტყობა, ამან დაგამშვიდა. რისი გეშინოდა? რა გეგონა, რას ვიპოვიდით?
ჰეკი ახლა მთლად დაიბნა. მოხუცი გამომცდელ თვალს არ აშორებდა; ბიჭი ყველაფერს მისცემდა, ოღონდ გამოეძებნა შესაფერისი პასუხი, მაგრამ ვერაფერი მოახერხებინა. მოხუცის თვალები კი ლამის სულში ჩასწვდომოდნენ; ენაზე მოადგა სრულიად შეუფერებელი პასუხი, მაგრამ მისი აწონ-დაწონის დრო აღარ იყო, და ჰეკმაც უგემურად წაიბუტბუტა:
- მე მეგონა, საკვირაო სკოლის სახელმძღვანელოები იპოვეთ.
საწყალი ბიჭი ისე იყო აღელვებული, რმ ღიმილის თავიც არა ჰქონდა. მოხუცმა კი ისე ხმამაღლა და მხიარულად გადაიხარხარა, რომ მთელი მისი სხეული შეინძრა თავით ფეხებამდე. ბოლოს, როცა სიცილით გული იჯერა, თქვა: ასეთი ჯანსაღი სიცილი ფული ღირს, რადგანაც სამკურნალო ხარჯებს ამცირებსო.
- ჩემო საბრალო ბიჭო, - დაუმატა მან, - ფერი სულ დაგკარგვია, ჩანს, უქეიფოდ ხარ, ჰოდა, რა გასაკვირველია, რომ ცოტას ბოდავდე კიდეც. არა უშავს რა, მალე გამოკეთდები, დაისვენებ, გამოიძინებ და მშვენივრად გახდები.
ჰეკს გული მოსდიოდა: რად ვარ ასეთი სულელი, ასე საეჭვოდ რად ავღელდი; მე ხომ ადრევე მივხვდი, ბოხჩაში განძი არ იყო, ქვრივის მესერთან ამ არამზადების საუბარი ხომ მოვისმინეო. მაგრამ ეს მხოლოდ მისი ვარაუდი იყო. და უთუოდ ამიტომაც აღელდა, როცა ბოხჩის ამბავი შეიტყო. საერთოდ კი ამ ამბვით გახარებული იყო. ახლა ნამდვილად იცოდა, რაც იყო იმ ბოხჩაში და სრულიად დამშვიდდა. როგორც ჩანს, საქმე კარგად მიდიოდა; განძი, ალბათ, კვლავ შენახულია ¹2-ში, ორივე არამზადას დღესვე დაიჭერენ, ღამით კი ტომთან ერთად ჰეკი უწვალებლად დაეპატრონება იმათ განძს.
როგორც კი საუზმე გაათავეს, ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. ჰეკი წამსვე დაიმალა: სრულიადაც არ უნდოდა ეჭვი მიეტანათ, რომ ის მონაწილეობას იღებდა წინა ღამით მომხდარ ამბავში. მოხუცმა შემოუშვა რამდენიმე მანდილოსანი და მამაკაცი, მათ შორის ქვრივი დუგლასიც. ისიც Dშეამჩნია, რომ ფერდობზე მობობღავდა მოქალაქეთა მთელი ჯგუფი იქაურობის დასათვაიერებლად. ჩანს, ახალი ამბავი უკვე მოსდებოდა ქალაქს.
უელსელმა უამბო მათ, რაც ღამით მოხდა. ქვრივი უსაზღვროდ მადლობელი იყო გადარჩენისათვის.
- არც ერთი სიტყვა, ქალბატონო, ამის შესახებ. აქ ჩარეულია სრულიად სხვა ადამიანი, რომელსაც უფრო მეტად უნდა უმადლოდეთ, ვიდრე მე და ჩემს ვაჟებს, მაგრამ ის ნებას არ მაძლევს დავასახელოთ. ის რომ არა, აბა რა გვაფიქრებინაბდე იქ მოსვლას.
ცხადია, ამ სიტყვებმა ისეთი ცნობისმოყვარეობა გამიწვია, რომ მთავარი გადაავიწყდათ. ეს ცნობისმოყვარეობა ელვის სისწრაფით გადაეცა მთელ ქალაქს, მაგრამ უელსელმა არ გასცა თავისი საიდუმლოება. როცა ყველაფერი დაწვრილებით შეიტყო, ქვრივმა თქვა:
- წიგნით ხელში ჩამძინებოდა და არაფერი არ გამიგონია. რატომ არ შემოხვედით და არ გამაღვიძეთ?
- არ ღირდა. ის არამზადები, სულ ერთია, არ დაბრუნდებოდნენ. რად უნდა გაგვეღვიძებინეთ იმისათვის, რომ გული გაგვეხეთქა თქვენთვის? ჩემი სამი ზანგი ხომ მთელ ღამეს ყარაულობდა თქვენს სახლს. ისინი ეს არის ახლა დაბრუნდნენ.
მოვიდნენ სხვებიც და მთელი ორი საათის განმავლობაში ამეორებინებდნენ მოხუცს წინა ღამის ამბავს.
საკვირაო სკოლაში არდადეგების გამო არ იყო მეცადინეობა. სამაგიეროდ, დილაადრიან ეკლესიაში შეიკრიბნენ. მსჯელობის საგანი მომხდარი ამბავი იყო. ამბობდნენ, ავაზაკების კვალს ჯერ ვერ მიაგნესო. ქადაგების შემდეგ მოსამართლე თეტჩერის ცოლი წამოეწია მისის ჰარპერს, როცა ის ხალხთან ერთად გადიოდა ეკლესიიდან და უთხრა:
- ნუთუ ჩემი ბეკი მთელ დღეს ძილში გაატარებს? ასეც ვფიქრობდი, რომ უზომოდ დაიქანცებოდა.
- თქვენი ბეკი?
- დიახ (გაკვირვებული შეხედვა). განა თქვენთან არ გაათია ღამე?
- არა, რას ამბობთ.
მისის თეტჩერი გაფითრდა და სკამზე დაეშვა. სწორედ ამ დროს გამოიარა დეიდა პოლიმ. გაცხარებული რაღაცას ელაპარაკებოდა თავის მეგობარს.
- სალამი, მისის თეტჩერ! - მიმართა დეიდა პოლიმ. - დილა მშვიდობისა, მისი ჰარპერ. ჩემი ბიჭი ისევ დამეკარგა. ალბათ თქვენთან რომელიმესთან დარჩა ღამე და ახლა ეკლესიაში მოსვლის ეშინია. იცის, კარგი დღე არ დაადგება.
მისის თეტჩერმა ოდნავ გააქნია თავი და უფრო გაფითრდა.
- ის ჩვენთან არ ყოფილა, - თქვა მისი ჰარპერმა, რომელიც, ცოტა არ იყოს, შეკრთა. დეიდა პოლის სახეზე აღელვება დაეტყო.
- ჯო ჰარპერ, ამ დილით ნახე ჩემი ტომი? - ჰკითხა ბიჭს.
- არა, არ მინახავს.
- როდის ნახე უკანასკნელად?
ჯო შეეცადა გაეხსენებინა, მაგრამ დანამდვილებით ვერაფერი თქვა. ეკლესიიდან გამომსვლელები შეჩერდნენ, ხალხში ჩურჩული გაისმა. მოუსვენრობა და აღელვება დაეტყოთ. ბავშვებსა და ახალგაზრდა მასწავლებლებს დაუწყეს გამოკითხვა. აღმოჩნდა, რომ არავის არ ახსოვდა, იყვნენ თუ არა გემბანზე ბეკი და ტომი. როცა უკან ბრუნდებოდნენ, უკვე ბნელოდა, არავის მოფიქრებია შეემოწმებინა, ყველა იყო თუ არა. ერთმა ყმაწვილმა წამოაყრანტალა, - ვშიშობ, რომ გამოქვაბულში დარჩნენო! - მისის თეტჩერს გული შეუღონდა, დეიდა პოლიმ კი მორთო ტირილი და სიმწრით სულ ხელებს იმტვრევდა.
მოულოდნელი და სამწუხარო ამბავი გადადიოდა ერთი ადამიანიდან მეორეზე, ჯგუფიდან ჯგუფზე, ქუჩიდან ქუჩაზე. ხუთი წუთის შემდეგ მტთლ ზარებს აუყენეს გუგუნი, ხალხი ფეხზე დადგა. კარდიფის ფერდობზე მომხდარი ახალი ამბავი აღარავის ახსოვდა, ქურდები მიივიწყეს. ცხენებს კაზმავდნენ, ნავებს უშვებდნენ; გემი გაამზადეს და ნახევარი საათის შემდეგ ორას კაცამდე გაემართა გამოქვაბულისაკენ ზოგი შარაგზით და ზოგიც გემითა და ნავებით.
თითქოს ამოწყვეტილიაო, ისე დაცარიელდა მთელი ქალაქი. მთელ დღეს არ გამოლეულად მეზობლები დეიდა პოლისთან და მისის თეტჩერთან. მიდიოდნენ დასამშვიდებლად, მათთან ერთად ტიროდნენ და სიტყვებს ესსჯობდა.
მთელი ღამე მოუთმენლად ელოდნენ ამბავს. მაგრამ როცა ირიჟრაჟა, გამოქვაბულიდან კაცი მხოლოდ სანოვაგისა და სანთლებისათვის გამოგზავნეს. მისის თეტჩერი ლამის ჭკუაზე შეშლილიყო. დეიდა ოლისაც ბევრი აღარაფერი უკლდა. მოსამართლე თეტჩერი გამამხნევებელ ბარათებს გზავნიდა გამოქვაბულიდან, მაგრამ არაფერს შველოდა. გათენებისას მოხუცი უელსელი დაბრუნდა შინ თიხითა და სანთლის ღვენთით დასვლირი. დაღლილობისაგან ფეხზე ძლივს იდგა. მას ჰეკი ისევ ლოგინში დახვდა. ბიჭს დიდი სიცხე ჰქონდა. ექიმები გამოქვაბულში იყვნენ, ისე რომ ავადმყოფის მოვლა ქვრივმა დულგასმა იკისრა. ყურადღებას არ დავაკლებ, სულ ერთია, ცუდი ბიჭია თუ კარგიო, ღვთის შვილს უპატრონოდ ხომ არ დავტოვებო. უელსელმა უთხრა, ჰეკსაც აქვს მეტად კარგი თვისებებიო. ქვრივი დაეთანხმა:
- თქვენ მართალი ბრძანდებით. რაც ღვთის შექმნილია, მას ღვთის მადლიც ზედ აცხია. მისი ხელით შექმნილი ყოველი არსება მადლმოსილია.
მძებნელთა ერთი ჯგუფი ჯერ კიდევ შუადღემდე დაბრუნდა ქალაქში უზომოდ დაღლილი; უფრო გამძლე და ამტანი ნაწილი კი დარჩენილიყო. დაბრუნებულებისაგან ბევრი ვერაფერი შეიტყვეს, გარდა იმისა, რომ მაძიებლებს გამოქვაბულის ყველა ტალანი დაეთვალიერებინათ, ისეთი ადგულებისთვისაც მიეღწიათ, სადაც ჯერ ადამიანის ფეხი არ შედგმულიყო; რომ აპირებდნენ დაეთვალიერებინათ ყველა კუნჭული და ნაპრალი; რომ ტალანების ლაბირინთში აქა-იქ ზოგჯერ გამკრთოდა სინათლე, დროდადრო ისმოდა ყვირილი და სროლის ხმა ბნელით მოცულ გასასვლელებში. ერთ ადგილს, გამოქვაბუის შორეულ ნაწილში, სადაც მოგზაურები ჩვეულებრივ არ შედიოდნენ, ქვაზე იპოვეს სანთლის ჭვარტლით გამოყვანილი ორი სიტყვა. "ბეკი, ტომი” და იქვე სანთლის წვეთებით დაწილნწკლული ლენტი. მისის თეტჩერმა იცნო ლენტი, ზედ ცრემლები დააფრქვია და თქვა, რომ ეს მისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთია, თავისი გოგონას უკანასკნელი სახსოვარი; ზოგი ამბობდა, ძებნისას დროდადრო შორს სინათლე გაიელვებდა, ყველა სიხარულით გარბოდა იმ მხარისაკენ, მაგრამ მწარედ მოტყუებულნი რჩებოდნენ, რადგანაც ისევ თავისიანებს ხვდებოდნენო.

ასე გავიდა მოუსვენარი დღე და სამიც ღამე. მძიმედ და სულშემხუთავად მიიზლაზნებოდა დრო; ქალაქი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. არავის არა ჰქონდა არაფრის გული. თვით ახალმა ამბავმა, რომ "სიფრთხილის დამცველი” სამიკიტნოს პატრონი ჩუმ-ჩუმად მაგარ სასმელს ინახავდა და ჰყიდდა, არცკი ააღელვა მოქალაქენი. როცა ჰეკს სიცხემ გაუარა და გონს მოვიდა, მისუსტებული ხმით საუბარი ჩამოაგდო სამიკიტნოზე და ბოლოს იკითხა, ჩემი ავადმყოფობის დროს ხომ არაფერი უპოვიათ "სიფხიზლის დამცველ” სამიკიტნოშიო. თან გული უსკდებოდა, ვაითუ არასასიამოვნო ამბავი გავიგოო.
- იპოვეს, - უპხასუხეს მას.
ჰეკი წამოხტა და გაკვირვებული თვალებით მიაჩერდა ქვრივ დუგლასს.
- რა? რა იპოვეს?
- არაყი. და სამიკიტნო დაკეტეს, დაწექი, შვილო, როგორ შემაშინე!
- მხოლოდ ერთი მითხარით, ძალიან გთხოვთ, ვინ იპოვა, ტომ სოიერმა?
ქვრივს გული ამოუჯდა.
- კმარა, ჩემო კარგო; მე უკვე გითხარი, რომ შენ ბევრი არ უნდა ილაპარაკო, ძალიან ავად ხარ.
"ჩანს, არყის მეტი ვერაფერი უპოვიათ. ფული რომ ეპოვათ, დიდ აურზაურს გამოიწვევდა ქალაქში. ჩანს, განძი ხელიდან გაგვიქრა... სამუდამოდ დაგვეკარგა... ნეტავ, რა ატირებს ამას? საკვირველია რა აქვს სატირალი?”
აი, რა ფიქრები აწუხებდა ჰეკს და ამან ისე მოქანცა, რომ ჩაეძინა.
- დაეძინა საცოდავს, - თავისთვის ლაპარაკობდა ქვრივი. - "ტომ სოიერმა იპოვა”. ნეტავ თვითონ ტომ სოიერს იპოვიდეს ვინმე! ცოტაღა თუ მოიძებნება ისეთი, ვისაც მისი პოვნის იმედი და ღონე შერჩა, რათა განაგრძოს ძებნა.

თავი ოცდამეთორმეტე

დავუბრუნდეთ ახლა ტომსა და ბეკის. ისინი სხვებთან ერთად დაეხეტებოდნენ გამოქვაბულის ბნელ ტალანებში და ათვალიერებდნენ ყველაფერს, რაც კი რამ საკვირველი სანახავი იყო და რისთვისაც მაღაფარდოვანი სახელები შერქმიათ: "მისაღები დარბაზი”, "ტაძარი”, "ალადინის სრა-სასახლე” და სხვა. შემდეგ გამართა დახუჭობანას თამაში. ტომი და ბეკი მხურვალე მონაწილეობას იღებდნენ, სანამ არ დაიქანცენ სირბილით. მერე გაჰყვნენ ერთ გრძელ, გაჭიმულ, მიხვეულ-მოხვეულ ტალანს, სანთლები მაღლა ეჭირათ და ცდილობდნენ წაეკითხათ ათასი სხვადასხვა სახელი, რიცხვი, მისამართი და დევზი, რომლებითაც აჭრელებული იყო ქვის კედლები. საუბარში გართულებმა ვერც კი შენიშნეს, როგორ გაჩერდნენ გამოქვაბულის ისეთ ალაგას, სადაც არავითარი წარწერა აღარ იყო. მათ სანთლის ჭვარტლით დაწერეს ქვაზე თავიანთი სახელები და კვლავ წინ გასწიეს. მალე წყაროს მიადგნენ. წყარო კლდიდად გადმოდიოდა და თან მოჰქონდა კირიანი ნალექი, რომელიც დროთა მსვლელობაში მაგარი, კრიალა ქვიშის არშიისებურ ნიაგარას დამსგავსებოდა, ტანწვრილი ტომი გაძვრა ვიწრო ადგილში და ჩანჩქერს მიანათა სინათლე, ბეკი რომ ესიამოვნებინა. ტომმა შეამჩნია, რომ ჩანჩქერის უკან, ორ კედელს შორის ბუნებრივი კიბე ადიოდა და მას უმალვე აღმოჩენების სურვილი დაეუფლა. ბეკის დაუძახა. მათ ნიშანი გააკეთეს კედელზე, გზა რომ არ დაჰკარგვოდათ უკან დაბრუნებისას, და წინ გაემართნენ.
დიდხანს იარეს ამ ტალანის მიხვეულ-მოხვეულ გასასვლელებში. უფრო და უფრო ქვევით, საიდუმლოებით მოცული სიღრმისაკენ მიდიოდნენ, მათ კიდევ გააკეთეს ნიშანი, შეუხვიეს და კვლავ განაგრძეს სხვა ახალ საკვირველებათა სანახავად, რათა შემდეგ ეამბნათ ზევით მყოფთათვის. ისინი მიადგნენ ერთ გამოქვაბულს, რომლის ვეებერთელა თაღIდან ეშვებოდა უამრავი ვბრჭყვიალა სტალაქტიტი ადამიანის ფეხის სისქე და სიგანე. მათ შემოუარეს გამოქვაბულს, მისი სილმაზით აღტაცებულებმა და ერთ-ერთი ტალანით უკანვე გავიდნენ. მალე წააწყდნენ საოცარ ნაკადულს, რომლის ნაპირები ბრჭყვიალა კრისტალებით იყო დათრთვილული. ეს ნაკადული იყო გამოქვაბულში, რომლის კამარა დაყრდნობოდა დიდი სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების შეერთებით გაჩენილ საოცარ სვეტებს. ისინი საუკუნეთა განმავლობაში ნაწვეთი კირნარევი წყლისაგან წარმოიშვნენ.
გამოქვაბულის თაღი ღამურებით იყო სავსე, ათასობით შეჯგუფებულიყვნენ. სინათლემ დააფრთხო ისინი, ასობით წამოიშალნენ და წრიპინით ეცნენ სანთლებს. ტომმა კარგად იცოდა მათი ამბავი, იცოდა, რა საფრთხეც მოეოდათ, ამიტომაც მაშინვე სტაცა ხელი ბეკის და გაიყვანა უახლოეს გასასვლელში. სწორედ დროზე მოასწრეს გასვა: ერთმა ღამურამ მოუქნია ფრთა ბეკის სანთელს და გაუქრო, როცა ის გამოქვაბულიდან გადიოდა; ღამურები დიდხანს მისდევდნენ უკან, მაგრამ ბავშვები ხან რომელ ტალანს ეცნენ, ხან რომელ გამოქვაბულს და ასე წვალებით, როგორც იყო, თავი დააღწიეს ამ განსაცდელს. ტომმა ახლა მიწისქვეშა ტბა აღმოაჩინა, რომლის ნაპირები არცკი ჩანდა სანთლის შუქზე. ძალიან უნდოდა მისი დათვალიერება, მაგრამ ჯერ დასვენება არჩიეს. უცებ ქვესკნელის სამარისებურმა სიჩუმემ საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე.
- ტომ, აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ რა ხანია, ჩვენების ხმა არ გამიგია, - უთხრა ბეკიმ.
- შენ ხომ იცი, ბეკი, რომ ისინი ზევით არიან. ჩვენ კი ქვესკნელში; არც კი ვიცი, სადა ვართ: ჩრდილოეთით, სამხრეთით თუ აღმოსავლეთით. აქამდე მათი ხმა როგორ ჩამოაღწევს.
ბეკი შეწუხდა.
- ტომ, დიდი ხანია ასე დავდივართ? არა სჯობია, დავბრუნდეთ?
- მართალია, გვირჩევნია.
- ტომ, შეგიძლია გზა იპოვო? აქ ისეთი მიხვეულ-მოხვეული გასასვლელებია, რომ აღარაფერი გამეგება.
- ადვილად ვიპოვიდი გზას, ღამურები რომ არ ყოფილიყვნენ! თუ მათ ორივე სანთელი ჩაგვიქრეს, აი, ის იქნება საქმე. მოდი, სხვა გზის ძებნა ვცადოთ, იქნებ, იქით აღარ მოგვიხდეს გავლა.
- იმედი მაქვს, არ დავიკარგები. ეს შემზარავი იქნება! - და პატარა გოგო კიდეც შეხტა ამ საშინელების წარმოდგენაზე.
მათ რომელიღაც ტალანისაკენ გაუხვიეს და დიდხანს მიდიოდნენ უხმოდ, თან სულ აქეთ-იქით იხედებოდნენ, იქნება გასასვლელი ვიცნოთო. მაგრამ ყველაფერი უცნობი იყო მათთვის. ყოველთვის, როგორც კი ტომი იპოვიდა ახალ გასასვლელეს, ბეკი სახეში იმედიანად უყურებდა. ისიც მხიარულად ეუბნებოდა:
- ეს ჯერ ის გზა არ არის, რომლითაც მოვედით, მაგრამ ნუ გეშინია, თავის დროზე იმასვე მივაგნებთ.
ყოველი მისი ცდა მარცხით თავდებოდა და თანდათან იმედს მთლიანად ჰკარგავდა. წარამარა უხვევდნენ ხამ მარცხნივ, ხან მარჯვნივ, ეგება როგორმე ვიპოვოთO ნაცნობი გზა, მაგრამ ამაოდ. დროგამოშვებით ტომი ეუბნებოდა: "ნუ გეშინია, საქმე კარგად მიდისო...” მაგრამ გულზე ბოღმა შემოსწოლოდა და მისი ხმაც ისე ჟღერდა, თითქოს ამბობდა: საქმე ცუდად არისო. ბეკი შიშისაგან ტომს ეკვროდა და ყოველ ღონეს ხმარობდა, ცრემლები შეეკავებინა, მაგრამ უშედეგოდ, ბოლოს თქვა:
- გამიგონე, ტომ, არაფერი უშავს, რომ იქ ღამურებია; ისევ იქ დავბრუნდეთ, თორემ უარესად აგვერევა გზა-კვალი.
ტომი შედგა.
- უსმინე, - თქვა მან.
გარშემო ისეთი დუმული იყო გამეფებული, რომ საკუთარი გულისცემა ესმოდათ. ტომმა დაიყვირა. მისი ხმა დაირხა ცარიელ ხვრელებსა და გამქვაბულებში და შორს ყრუდ მიწყდა; გეგონებოდათ, ვიღაცა დაცინვით ხარხარებსო.
- ოჰ, ტომ, ნუ ყვირი, ეგ უფრო მაშინებს! - უთხრა ბეკიმ.
- მართალია, მაგრამ იქნებ ყვირილი სჯობდეს, ბეკი, შეიძლება გაიგონონ, - და ხელახლა დაიყვირა.
ეს "იქნება გაიგონონ” ისე იყო თქმული, რომ პატარა გოგონა ამან უფრო შეაშინა, ვიდრე დამცინავმა ხარხარმა; მისთვის აშკარა გახდა, რომ ტომმა იმედი დაკარგა. ბავშვები საპასუხო ძახილის მოლოდინში ჩუმად იდგნენ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. არავინ არ გამოეხმაურა. ტომი უკან გამობრუნდა და ფეხს აუჩქარა. მალე მისმა გაუბედავმა მოქმედებამ გამოამჟღავნა მეორე საშინელი ამბავი: მას უკვე აღარ შეეძლო გზის პოვნა.
- ტომ, რატომ ნიშნებს არ ტოვებდი გზადაგზა?
- ბეკი, სულელი ვარ და იმიტომ! ფიქრადაც ამ მომსვლია, რომ უკან დაბრუნება დაგვჭირდებოდა. ახლა კი გზის პოვნა აღარ შემიძლია, სულ დავიბენი.
- ტომ ტომ, ჩვენ გზა დავკარგეთ და ვეღარასოდეს თავს ვეღარ დავაღწევთ ამ საშინელ გამოქვაბულს. ოჰ, რად ჩამოვრჩით ჩვენებს!
ბეკი უღონოდ დაეშვა მიწაზე და ისეთი ქვითინი ამოუშვა, რომ ტომს გული გაუსკდა: ეგონა, ახლა ან მოკვდება ან ჭკუაზე შეიშლებაო. ტომი გვერდით მიუჯდა და მოეხვია, ბეკი ქვითინებდა და თან ეკვროდა ტომს; ახლა მთლად გამოამჟღავნა თავისი შიში; ჩიოდა და ნანობდა წამოსვლას; შორეულ გამოძახილს ბეკის ხმა უკან მოჰქონდა დამცინავი ხარხარით. ტომი გამხნევებას სთხოვდა, მაგრამ ის პასუხობდა, არ შემიძლიაო. მაშინ ტომმა თავის თავს დაიწყო ლანძღვა, რომ ასეთ საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო ბეკი. ამან უფრო იმოქმედა პატარა გოგონაზე. მან უთხრა: გულს გავიმაგრებ და ყველგან გამოგყვები, სადაც კი წამიყვან, ოღონდ ასე ნუ ლაპარაკობ, რადგანაც შენზე ნაკლები დამნაშავე არც მე ვარო.
წამოდგნენ და გასწიეს სრულიად უმიზნოდ; მიდიოდნენ უგზო-უკვლოდ, მიდიოდნენ იმიტომ, რომ ერთ ადგილზე ყოფნა არ შეეძლოთ, მიდიოდნენ, რადგანაც ამ სიარულის მეტი აღარაფერი დარჩენოდათ.
კვლავ იმედი მიეცათ მცირე ხნით. იმიტომ კი არა, რომ ამის მიზეზი არსებობდა, არამედ იმიტომ, რომ იმედი ყოველთვის ცოცხლობს, სანამ ადამიანი ახალგაზრდაა და მარცხს არ არის შეჩვეული.
მალე ტომმა გამოართვა სანთელი ბეკის და ჩააქრო. გასაგები იყო, რასაც ნიშნავდა ასეთი მომჭირნეობა. ბეკიმ ეს აუხსნელად იგრძნო და ისევ დაეცა სულით. მან კარგად იცოდა, რომ ტომს ჯიბეში ედო ერთი მთელი სანთელი და სამი თუ ოთხი ნამწვი, მაგრამ მაინც დაზოგა.
ბავშვებმა თანდათან იგძნეს დაღლა; მაგრამ ცდილობდნენ არაფრად არ ჩაეგდოთ, ეშინოდათ, დამსხდარიყვნენ მაშინ, როცა თითოეული წამი ძვირად უღირდათ; მათ ერჩივნათ მოძრაობა, რა მიმართულებითაც არ უნდა ყოფილიყო, იქნებ გასასვლელთანაც მისულიყვნენ! ერთ ადგილას დადომა კი სიკვდილის დაჩქარებას ნიშნავდა.
ბოლოს ბეკის მუხლი მოეკვეთა და ფეხის გადადგმა აღარ შეეძლო. ის დაჯდა. ტომი გვერდით მიუჯდა. ჩამოაგდეს ლაპარაკი თავიანთ სახლზე, ქალაქში დარჩენილ მეგობრებზე, გაიხსენეს თბილი ლოგინი და, რაც მთავარია, სინათლე! ბეკი ატირდა; ტომი ცდილობდა რამე ეღონა, რამე ეთქვა მის დასამშვიდებლად, მაგრამ ამაოდ ყველაფერი უკვე იმდენჯერ ითქვა, რომ ბეკიზე აღარ მოქმედებდა და დაცინვასავით გაისმოდა. ბეკი ისე იყო მოქანცული, რომ ბოლოს დაეძინა. ტომს გაუხარდა. ის დასცქეროდა გოგონას მოქანცულ სახეს და ხედავდა, როგორ ქრებოდა თანდათანობით მისი მწუხარება; სასიამოვნო სიზმარს თუ ხედავდა; მის ტუჩებზე ღიმილი კრთოდა და დიდხანს შემორჩა ეს ღიმილი. მძინარე გოგონას მშვიდმა სახემ ტომს სიმშვიდე მოჰგვარა და იგი ფიქრებით გადაეშვა წარსულში... მოგონებებში... ისე გაიტაცა ფიქრებმა, რომ ბეკის გაღვიძება ვერც კი შეამჩნია. ბეკი ჩუმად იცინოდა. მაგრამ სიცილი მსწრაფლ გაუქრა და ოხვრა აღმოხდა.
- როგორ მომივიდა, რომ ჩამეძინა! თუმცა, ნეტავი აღარ გამღვიძებოდა! არა, არა, ტომ, ნუ მიყურებ ასე! ასეთ სისულელეებს აღარ ვილაპარაკებ.
- მიხარია, რომ გეძინა, ბეკი, ახლა დასვენებული ხარ და შეგვიძლია ისევ გზის ძებნა დავიწყოთ.
- ვცადოთ, ტომ. სიზმარში შესანიშნავი მხარე ვნახე და მგონია, მალე მივაღწევთ მას.
- იქნებ მივაღწიოთ, ან იქნებ არა. გამხნევდი, ბეკი, აბა, გავწიოთ!
წამოდგნენ და გაემართნენ ხელჩაკიდებულნი, მაგრამ იმედი კი არაფრისა არ ჰქონდათ. ცდილობდნენ ევარაუდათ, რამდენ ხანს იყვნენ გამოქვაბულში; მათი წარმოდგენით, რამდენიმე კვირაც კი გავიდა, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელი იყო, სანთლები ჯერ არ გამოლეოდათ.
ამის შემდეგ დიდხანს იარეს უხმოდ, ტომმა თქვა: მოდი, ყური დავუგდოთ, წყლის წვეთების ხმა ხომ არსაიდან ისმისო. წყაროს პოვნა უნდოდათ და იპოვეს კიდეც. ტომის აზრით, კიდევ შესვენება იყო საჭირო, ორივენი მოქანცულები იყვნენ; მაგრამ ბეკიმ სიარული ამჯობინა და ძალიანაც გაუკვირდა, როცა ტომი არ დათანხმდა. ის ვერაფერს მიხვდა. ჩამოსხდნენ, ტომმა თიხის ნაჭრით მიამაგრა სანთელი კედელს. ორივენი ჩაფიქრდნენ და კარგა ხანს ხმა არ ამოუღიათ. ბეკიმ პირველმა დაარღვია სიჩუმე:
- ტომ, ძალიან მომშივდა!
ტომმა რაღაცა ამოიღო ჯიბიდან.
- გახსოვს?
ბეკიმ ოდნავ გაიღიმა.
- ეს ჩვენი საქორწინო ნამცხვარია, ტომ.
- ნეტავ ვეებერთელა ნაჭრად გადაიქცეოდეს, ამის მეტი ხომ არაფერი გვაქვს, - თქვა ტომმა.
- ეგ ნაჭერი მე განგებ შევინახე პიკნიკის დროს. მინდოდა ბალიშქვეშ ამომედო, როგორც დიდებს სჩვევიათ, მაინტერესებდა, ვის ვნახავდი სიზმარში; მაგრამ ეს იქნება ჩვენი უკანასკ...
ბეკიმ აღარ დაასრულა. ტომმა ნამცხვარი ორ ნაწილად გაყო. ბეკიმ მადიანად მიირთვა თავისი ნაწილი, ტომმა კი მხოლოდ აციცქნა ნაპირები. წყურვილს ადვილად მოიკლავდნენ, იქვე ცივი წყარო მოწკრიალებდა. ცოტა ხნის შემდეგ ბეკიმ წასვლის სურვილი განაცხადა. ტომი ცოტას დაფიქრდა და მერე თქვა:
- ბეკი, შეგიძლია წყნარად მოისმინო, რასაც გეტყვი?
ბეკი გაფითრდა, მაგრამ მაინც უპასუხა:
- ვგონებ შევძლებ.
- აი, რა ბეკი. ჩვენ აქ უნდა დავრჩეთ; აქ წყალი მაინც გვექნება. ეს ერთი პატარა ნამწვიღა დაგვრჩენია.
ბეკი ატირდა. ტომი ცდილობდა, დაემშვიდებინა, მაგრამ უშედეგოდ, ბოლოს ბეკიმ თქვა:
- ტომ!
- რა, ბეკი?
- ცხადია, მოგვაკითხავენ და ძებნას დაგვიწყებენ.
- რასაკვირველია, მოგვძებნიან.
- იქნებ ახლაც გვეძებენ, ტომ?
- იქნება ასეც იყოს, მე იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება.
- ტომ, როგორ გგონია, როდის მოვაგონდებოდით?
- ალბათ, როდესაც გემზე დაბრუნდებოდნენ.
- ტომ, მაშინ ხომ უკვე ებნელებოდა და განა ვინმე ნიშნავდა, რომ იქ არ ვიყავით?
- ეგ აღარ ვიცი... ყოველ შემთხვევაში, დედაშენი მაინც შეამჩნევდა, როცა სხვები დაბრუნდებოდნენ.
ბეკის შეშინებულმა სახემ გამოაფხიზლა ტომი და მიხვდა, რომ სისულელე თქვა. ბეკის ხომ არ მიელოდნენ შინ ამ ღამეს. ბავშვები გაჩუმდნენ და ისევ ფიქრს მიეცნენ. ცოტა ხნის შემდეგ ბეკი კვლავ აქვითინდა და ტომმა შეატყო, რომ ორივეს ერთი და იმავე ფიქრმა გაუელვა: კვირა დილა შეიძლება ისე მიილიოს, მისის თეტჩერმა ვერც კი გაიგოს, რომ ბეკი ღამე მისის ჰარპერთან არ ყოფილა. ბავშვები თვალს არ აშორებდნენ სანთლის უკანასკნელ ნამწვს, რომელიც ნელ-ნელა ილეოდა, ბოლოს თითქმის მთლად ჩაიწვა. მისი ალი ხან აბრიალდებოდა, ხან მიილეოდა; მერე წვრილ ნაკადად აღიმართა, ერთხანს ბოლოზე აელვარდა, მერე კი სულ ჩაიწვა და უკუნეთი სიბნელე გამეფდა.
ბეკი თავისდაუნებურად ჩაეკრა ტომს და ატირდა. არც ერთმა არ იცოდა, რამდენ ხანს იყვნენ ასე. მათ ეგონათ, რომ ძალიან დიდმა ხანმა განვლო და მხოლოდ ახლა გამოფხიზლდნენ საშინელი ძილისგან და გაახსენდათ თავიანთი უბედურება. ტომმა თქვა, დღეს, ალბათ, უკვე კვირაა, ან შეიძლება, ორშაბათიცო. ცდილობდა, აელაპარაკებინა ბეკი, მაგრამ გოგონა ძალიან დამწუხრებული იყო, აღარაფრის იმედი აღარ ჰქონდა. ტომი არწმუნებდა, რომ მათ არყოფნას უკვე დიდი ხანია შეამჩნევდნენ და ახლა, ალბათ, მათ ძებნაში იქნებოდნენ. ტომი ყვირილს დაიწყებს, უთუოდ ვინმეს გააგონებს, გამოეხმაურებიან და მოვლენ მათ წასაყვანად. ტომმა დაიყვირა, მაგრამ სიბნელეში შორეული გამოზახილი ისე საზარლად ისმოდა, რომ მეორედ დაყვირება ვეღარ გაბედა.
დრო გადიოდა. ბევშვებს ისევ მოშივდათ. ტომმა თავისი წილი ნამცხვარი ორად გაანაწილა, ჭამეს, მაგრამ უფრო მეტი შიმშილი იგრძნეს.
- ჩუ... - თქვა ტომმა, - გესმის?
ბეკიმ სული განაბა და ყური მიუგდო. შორიდან ოდნავ მოისმა ხმა, თითქოს ვიღაც ყვიროდა. ტომი სასწრაფოდ გამოეხმაურა, ხელი ჩასჭიდა ბეკის და იქით გასწიეს, საიდანაც ხმა ისმოდა, ტომი შეჩერდა, ხმა კვლავ განმეორდა, თითქოს უფრო ახლოს.
- ისინი არიან! - შესძახა ტომმა, - ისინი მოდიან აქეთკენ. წამოდი, ბეკი, ნუ გეშინია, ახლა კი გადავრჩით!
პატარა ტყვეებმა სიხარულისაგან აღარ იცოდნენ, რა ექნათ. მაგრამ აჩქარება არ შეიძლებოდა, რადგანაც ორმოები ბლომად იყო და უნდა გაფრთხილებულიყვნენ. ერთ ორმოსთან ძალაუნებურად შეჩერდნენ. ორმო შეიძლება სამი ფუტის სიღრმისა იყო, შეიძლება ასი ფუტისაც - სულ ერთია, გადასვლა მაინც შეუძლებელი იყო. ტომი მიწაზე დაემხო და ხელით დაიწყო სინჯა. ორმოს ძირს ვერ ჩასწვდა. უნდა შეჩერებულიყვნენ და დალოდებოდნენ, სანამ მათ წასაყვანად მოვიდოდნენ. ბავშვებმა კვლავ მიუგდეს ყური, მაგრამ ხმა თითქოს უფრო შორდებოდა მათ. ცოტა ხანიც და, სრულიად მიწყდა. რა საშინელებაა! ტომი ყვიროდა, სანამ ხმა არ ჩაეხრინწა. საუკუნემ განვლო შემაძრწუნებელ მოლოდინში, მაგრამ არავითარი ხმა არ ისმოდა.
ბავშვები ხელი ფათურით დაბრუნდნენ უკან, წყაროსთან. დრო ზლაზვნით მიდიოდა, მათ ისევ დაეძინათ და გამოეღვიძათ მშივრებსა და განწირულებს. ტომის აზრით, უკვე სამშაბათი იყო.
უცებ გაუელვა ერთმა აზრმა; მას ახლოს რამდენიმე ტალანი იყო. უსაქმოდ ყოფნას და წუხილს იქნებ სჯობდა მათი დათვალიერება, ჯიბიდან ამოიღო კანაფის გორგალი, კანაფი კლდის წვერს მოაბა, ჩასჭიდა ბეკის ხელი და გასწიეს. ტომი წინ მიუძღოდა; კანაფის გორგალი თანდათან იხსნებოდა. იცი ნაბიჯის შემდეგ ტალანი თავდებოდა ფლატით. ტომმა დაიჩოქა და მოსინჯა დედამიწა; ხელი ჯერ კუთხისაკენ გააწვდინა, შემდეგ მარჯვნივ დაპირა და სწორედ იმ წუთს, სულ ოციოდე ნაბიჯზე, გამოჩნდა ადამიანის ხელი სანთლით. ტომმა სიხარულისაგან შეჰყვირა. მაგრამ უცებ გამოჩნდა ადამიანის ტანიც; ეს იყო ინდიელი ჯო. ტომი გაშრა შიშისაგან; მას არ შეეძლო განძრევა. თითქოს ხელ-ფეხი გაუქვავდაო. მაგრამ იმავ წუთს დიდი სიხარულით აღივსო, რადგან "ესპანელმა” ზურგი შეაქცა და სწრაფად მიეფარა. ტომს გაუკვირდა, როგორ არ იცნო ჯომ ჩემი ხმა და არ მომვარდა მოსაკლავად სასამართლოში მიცემული ჩვენებისთვისო. მაგრამ ჩანს, გვირაბმა შემიცვალა ხმა, უთუოდ ასე იყოო. შიშისაგან ტომი მთლად მოეშვა. თავის თავს ეუბნებოდა, თუ ძალა მეყოფა, დავბრუნდები წყაროსთან და იქიდან ფეხს აღარ მოვიცვლი, ხომ შეიძლება ინდიელ ჯოს ისევ წავაწყდეო. ბეკის დაუმალა, რაც ნახა და უთხრა, ბედის საცდელად შევყვირეო.
მაგრამ შიშილმა და წვალებამ შიშსა სძლია. წყაროსთან დიდხანს ჯდომის შემდეგ მათ ხელახლა ჩაეძინათ და განწყობილებაც შეეცვალათ. ბავშვები საშინლად შეაწუხა შიმშილმა; ტომს სჯეროდა, რომ ახლა უკვე ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, ან იქნებ შაბათიც იყო და რომ მძებნელებს უთუოდ დაეკარგათ მათი პოვნის ყოველგვარი იმედი. მან გადაწყვიტა კიდეც სხვა ტალანის დათვალიერება. ტომს უკვე აღარც ჯოსთან შეხვედრისა ეშინოდა, აღარც სხვა რამისა. ბეკი მეტად დასუსტდა. იგი შეიპყრო რაღაც სევდამ და გულგრილობამ და მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლებელი იყო. ის ამბობდა: დავრჩები ამ ადგილას, სადაც ვზივარ და მოვკვდები, ლოდინი დიდი ხანი არ დამჭირდებაო. ტომს კი ურჩია, თავისი კანაფით წასულიყო, თუ უნდოდა. ბეკი ემუდარებოდა, ხშირად დაბრუნებულიყო მასთან გამოსალაპარაკებლად და სიტყვაც კი ჩამოართვა, უკანასკნელი წუთები რომ დამიდგება, ჩემ გვერდით იყავი და ჩემი ხელი გეჭიროს, სანამ სული ამომხდებაო. ტომმა აკოცა, თან სულ ბოღმა აღრჩობდა. დააიმედა: ან გასასვლელს ვიპოვნი, ან ჩვენს მძებნელებს შევხვდებიო. შემდეგ აიღო კანაფი და მუხლის თავებზე წაფოფხდა ერთ-ერთი ტალანისაკენ, სასოწარკვეთილი შიმშილისა და მოახლოებული დაღუპვის გამო.


თავი ოცდამეცამეტე

დადგა სამშაბათი, მოსაღამოვდა კიდეც. პატარა ქალაქი სანკტ-პეტერბურგი კვლავ სევდით იყო მოცული: დაკარგული ბავშვები არ ჩანდნენ. ეკლესიაში პარაკლისიც კი გადაიხადეს მათ გადასარჩენად. ბევრნი ევედრებოდნენ ღმერთს სულით და გულით მათ გადარჩენას, გამოქვაბულიდან კი არავითარი სასიხარულო ამბავი არ მოდიოდა. მძებნელთა მეტმა ნაწილმა თავი მიანება ძებნას და თავის ჩვეულებრივ საქმიანობას დაუბრუნდა. ამბობდნენ: ბავშვების პოვნა უკვე შეუძლებელიაო. მისის თეტჩერი ლოგინად ჩავარდა და თითქმის სულ ბოდავდა. მისი მნახველები ამბობდნენ, გული გვიკვდება, როცა გვესმის, როგორ ეძახის თავის გოგონას; წამოწევს თავს, დიდხანს ყურს უგდებს, შემდეგ ამოიოხრებს და დაქანცული ისევ ბალიშზე მიესვენებაო. დეიდა პოლის სევდას ხომ საზღვარი არ უჩანდა. შევერცხლილი თმა თითქმის მთლად გაუთეთრდა. სამშაბათ საღამოს ქალაქი სევდიან, სასოწარკვეთილ ძილს მიეცა.
შუაღამისას მოულოდნელად ატყდა ზარების გაშმაგებული რეკვა და ქუჩა ერთ წამში გაივსო ნახევრად შიშველი ხალხით. ხმამაღლა გაჰყვიროდნენ: "გამოდით! გამოდით! იპოვეს! იპოვეს!” იყო ერთი ზარების რეკვა, საყირების განგაში. მთელი მოსახლეობა გარბოდა მდინარისაკენ ბავშვების შესახვედრად, რომლებიც თავახდილი ეტლით მოჰყავდათ.
ხალხი შემოხვეოდა ეტლს, ბავშვებს აცილებდნენ სახლისაკენ. მთავარ ქუჩაზე მოდიოდნენ დიდი ხმაურითა და განუწყვეტელი "ვაშას” ძახილით.
მთელი ქალაქი გაჩირაღდნა: ძილისთვის ვიღას ეცალა! ასეთი დიდებული ღამის მომსწრე არასოდეს არ ყოფილა პატარა ქალაქი. ნახევარ საათში მოსამართლე თეტჩერის ბინაზე გაჩნდა ქალაქის თითქმის ყველა მცხოვრები, ეხვეოდენ გადარჩენილ ბავშვებს, ჰკოცნიდნენ; ხელს ართმევდნენ მისის თეტჩერს, ცდილობდნენ რაღაცის თქმას, მაგრამ ვერ ახერხებდნენ და გასვლისას ცრემლებს აფრქვევდნენ იქაურობას.
დეიდა პოლი ცას ეწია ბედნიერებისაგან, ასევე მისის თეტჩერიც, მაგრამ მისის თეტჩერი სრულ ბედნიერებას მხოლოდ მაშინ იგრძნობდა, როცა მდევარი გამოქვაბულში მყოფ მის ქმარს სასიხარულო ამბავს შეატყობინებდა.
ტომი გადაწოლილიყო სავარძელზე და განცვიფრებულ მსმენელებს უამბობდა თავის გასაოცარ თავგადასავალს, თანაც შესალამაზებლად ბევრ მოგონილ ამბავსაც ჩმახავდა. დასასრულს უამბო, როგორ დატოვა ბეკი და წავიდა გზის საძებნელად. ორი ტალანი რომ გაიარა, კანაფი ძალზე დაჭიმა და მესამესაც მიაღწია, ის იყო, უკან დაბრუნებას აპირებდა, რომ უცებ მის წინ დღის სინათლესავით რაღაცამ გაიელვა. ხელი გაუშვა კანაფს და იქით გაეშურა; გაყო თავი და მხრები სულ პატარა ხვრელში და დაინახა მისისიპის აბობაქრებული ტალღები. ღამე რომ ყოფილიყო, ტომი ვერ შეამჩნევდა სინათლის წერტისლ და არც თავში მოუვიდოდა ტალანის ბოლომდის მისვლა. როცა დაბრუნდა ბეკისთან სასიხარულო ამბის შესატყობინებლად, მან არ დაუჯერა და სთხოვა, ასეთი სისულელეებით ნუღარ შემაწუხებ, ძალიან დავიღალე და მიხარია, სიკვდილი რომ მიახლოვდებაო. ტომმა ახლა ის თქვა, როგორ გაუძნელდა დაერწმუნებინა ბეკი სინამდვილეში და რომ იგი კინაღამ შეიშალა სიხარულისაგან, როცა იმ ადგილამდე მიხოხდა, საიდანაც დღის სინათლე მოჩანდა. თქვა, როგორ გამოაღწია ხვრელიდან ჯერ თვითონ და მერე ბეკისაც უშველა გამოსვლა, როგორ ისხდნენ და ტიროდნენ სიხარულისაგან, როგორ დაინახეს თავიანთ ახლოს ნავი; როგორ გამოეხმაურა რომ შიგ მყოფთ, აუხსნა თავიანთი მდგომარეობა და უთხრა, რა საშინლად არიან დამშეულები. მათ ჯერ არ დაუჯერეს ტომს. თქვეს, ეგ შეუძლებელია, რადგანაც გამოქვაბული აქედან ხუთი მილის მანძილზეაო. მაგრამ მაინც ჩასხეს ნავში, მიიყვანეს რომელიღაც სახლში, ავახშმეს, დაასვენეს ორი თუ სამი საათი და შებინდებისას წამოიყვანეს შინისაკენ.
გათენებამდე მოსამართლე თეტჩერი და ორიოდე მისი მხლებელი მოძებნეს გამოქვაბულში თოკის საშუალებით, რომელიც მათ კვალს მიჰყვებოდა, და აცნობეს სასიხარულო ამბავი.
სამი დღე-ღამის შიმშილს და შიშს უშედეგოდ არ ჩაუვლია. ამაში მალე დარწმუნდნენ ტომიც და ბეკიც. ოთხშაბათი და ხუთშაბათი ორივემ ლოგინში გაატარა. თანდათანობით უფრო იგრძნეს საშინელი მოქანცულობა და სისუსტე. ტომი ხუთშაბათს წამოდგა, პარასკევს სახეტაილოდ წავიდა ქალაქში და შაბათს უკვე ყოჩაღად გამოიყურებოდა; ბეკი კი კვირამდე არ გამოსულა ოთახიდან და გამოსვლისასაც ისეთი შეხედულება ჰქონდა, თითქოს მძიმე ავადმყოფობა გადაუტანიაო.
ტომმა გაიგო ჰეკის ავადმყოფობა და პარასკევს გაემართა მის სანახავად. მაგრამ არ მიუშვეს არც იმ დღეს, არც შაბათს და არც კვირას. შემდეგ კი ყოველდღე უშვებდნენ, მაგრამ ნება არ მისცეს ეამბნა ავადმყოფისათვის გამოქვაბულის ამბავი და საერთოდ რაიმე ამაღელვებელი რამ.
ქვრივი დუგლასი ამის გამო ერთთავად მათთან იჯდა. შინ ტომმა შეიტყო, რომ ქვრივი კინაღამ გაძარცვეს; რომ ერთერთი ქურდის გვამი იპოვეს მდინარეში ბორნის ახლოს: აბათ, დაიხრჩო, როცა მდევარი მისდევდაო.
გამოქვაბულიდან თავის დახსნის შემდეგ ორი კვირა იყო გასული. ტომი კვლავ გაემართა ჰეკის სანახავად. იგი ისე მომჯობინდა, რომ შეიძლებოდა მასთან ყველაფერზე ლაპარაკი. ვინაიდან მოსამართლის სახლის წინ უნდა გაევლო, ჩვენი გმირი ბეკის სანახავადაც შევიდა. მოსამართლეს სტუმრები ჰყავდა; მათ ტომს დაუწყეს ლაპარაკი და ვიღაცამ ხუმრობით ჰკითხა: ხომ არ გინდა გვირაბში ხელმეორედ ყოფნაო?
ტომმა უპასუხა: არაფერი მექნება საწინააღმდეგოო.
- ეჭვი არ მეპარება, ტომ, მიმბაძველები გამოგიჩნდება, - უთხრა მოსამართლემ, - მაგრამ ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები, ახლა გვირაბში ვეღარავინ შევა.
- როგორ?
- როგორ და ისე, რომ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გავეცი განკარგუება გვირაბში შესასვლელი რკინით მოეჭედათ და სამნაირი საკეტით დაეკეტათ. გასაღები მე მაქვს.
ტომი მიტკალივით გაფითრდა.
- რა მოგივიდა, ბიჭიკო? ჰეი, ვინა ხართ მანდ, მოიტათ ერთი ჭიქა წყალი!
მოიტანეს წყალი და სახეზეასხურეს ტომს.
- აი, ახლა კი უკეთესად ხარ. რა დაგემართა, ტომ?
- ოჰ, მოსამართლევ, იქ, გამოქვაბულში... ინდიელი ჯოა!


თავი ოცდამეთოთხმეტე

რამდენიმე წუთში ახალი ამბავი მთელს ქალაქს მოედო. ცოტა ხნის შემდეგ კი ხალხით დატვირთული თორმეტიოდე ნავი გაემართა მაკ-დუგალის გამოქვაბულისაკენ. მალე მას გაჰყვა პატარა გემიც, ისიც ხალხით გაჭედილი. ტომ სოიერი ცალკე ნავით მოცურავდა მოსამართლე თეტჩერთან ერთად. როგორც კი კარი გაიღო, გამოქვაბულის ბინდბუნდში დამსწრეთ თვალწინ წარმოუდგათ საშინელი სანახაობა. მიწაზე ეგდო მკვდარი ჯო. პირისახით კარის ნაპრალს მიყრდნობოდა, თითქოს უკანასკნელ წუთამდე არ უნდოდა მოეშორებინა სევდიანი თვალები ნათელი და მხიარულებით აღსავსე სამყაროსათვის. ტომს შეეცოდა იგი. საკუთარი გამოცდილებით იცოდა, რა ტანჯვასაც გამოივლიდა ის უბედური. ინდიელი ჯო ძალიან ებრალებოდა, მაგრამ იმავე დროს მის გულს სიმშვიდე მოეფინა; მხოლოდ ახლა იგრძნო, რა მძიმე ლოდად აწვა გულზე მუდმივი შიში იმ დღიდან, რაც სისხლისმელი არამზადის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა.
გვამის მახლობლად ეგდო შუაზე გადატეხილი სანადირო დანა. კარის ქვედა ძელი სულ ნაჩორნი იყო. კარების გარეთ კლდე ზღურბლივით შემაღლებულიყო და აბა, იმას რას დააკლებდა მისი დანა! მაგრამ ესეც რომ არ ყოფილიყო, ჯოს შრომა მაინც ამაო იქნებოდა, ქვედა ძელი რომ გამოემტვრია კიდეც. კარებქვეშ, სულ ერთია, ვერ გამოეტეოდა. ეტყობა, თვითონაც გრძნობდა ამას, მაგრამ ძელს მხოლოდ იმიტომ ჩორკნიდა, რომ ცუდად ყოფნა ეძნელებოდა. ჩვეულებრივ, კედლის ნაპრალებში ხშირად შეხვდებოდით ტურისტების მიერ დატოვებულ სანთლის რამდენიმე ნამწვს. ახლა კი ერთიც აღარ ჩანდა: გამოქვაბულის ტყვეს მოეძევნა ისინი და შეეჭამა, მხოლოდ ბრჭყალებირა დაეტოვებინა; საცოდავი შიმშილით მომკვდარიყო. იქვე, შესასვლელის ახლოს მიწიდან ამოზიდულიყო სტალაგმიტი, რომელიც ჟამთა ვიტარებაში გაჩენილიყო მის ზემოთ მყოფი სტალაქტიტისაგან ჩამონაჟონი წყლით. ტყვეს მოეგლიჯა სტალაგმიტის თავი, ამოეღრმავებინა ქვა და ზედ დაედო, რათა მოგროვილიყო წყლის ძვირფასი წვეთები, რომლებიც ეცემოდა ყოველ ოც წუთში ერთხელ, დღEღამის, ე.ი. ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ვროვდებოდა მხოლოდ ერთი სუფრის კოვზი. ეს წვეთი ვარდებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა შენდებოდა პირამიდები, როცა შეიმუსრა ტროა, როცა დაარსდა ქალაქი რომი, როცა ჯვარს აცვეს ქრისტე, როცა ვილჰელმ დამპყრობელმა შექმნა ბრიტანეთის იმპერია, როცა კოლუმბი მიცურავდა ამერიკის აღმოსაჩენად. როცა ლესინგტონის ბრძოლა ჯერ კიდევ ახალი მომხდარი იყო. ეს წვეთები ახლაც ეცემა და არ სეჩერდება არც მაშინ, როცა ეს ყველაფერი იქცევა ისტორიის გუDშინდელ დღედ, როცა ჩაინთქმება წარსულის ბინში და დავიწყების წყვდიადში. ნუთუ ყველაფერს თავისი აზრი და დანიშნულება აქვს? ნუთუ ეს წვეთები ცვიოდა მოთმინებით ხუთი ათასი წლის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე წყურვილი მოეკლა ამ ადამიანის ჯიშის მწერისათვის? ან იქნება, კიდევ მოელის რაიმე ახალს, მნიშვნელოვანს ათასი წლის შემდეგ? მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ბვერი, ბვერი წელი გავიდა, რაც უბედურმა ინდიელმა ამოღრმავებული ქვა დადო წყლის წვეთების მოსაგროვებლად, მაგრამ ახლაც ტურისტები, რომელნიც მოდიან გამოქვაბულ მაკ-დუგალის საოცრებათა სანახავად, დიდხანს დგანან ამ საბედისწერო ქვასთან და შესცქერიან ზემოდან ჩამონადენ წვეთებს. გამოქვაბულის ღირშესანიშნავ სანახაობათა შორის პირველი ადგილი ინდიელი ჯოს ქვის თასს უკავია, თვით "ალადინის სასახლეც” კი ვერ გაუწევს მას მეტოქეობას.
ინდიელი ჯო გამოქვაბულის შესასვლელთან დამარხეს. მის დასაფლავებას უამრავი ხალხი დაესწრო. ისინი ახლომახლო ფერმებიდან და სოფლებიდან მოვიდნენ ნავებითა და ფორნებით. ბავშვებიც თან წამოეყვანათ, სურსათ-სანოვაგეც წამოეღოთ. ამბობდნენ: ამ დამარხვამ იმდენივე სიამოვნება მოგვანიჭა, რამდენსაც მივიღებდით, მისი ჩამოხრჩობისათVის რომ გვეყურებინაო.
დასაფლავებამ შეაჩერა ერთი საქმის მსვლელობა: ხალხი აპირებდა შტატის გუბერნატორისათვის ინდიელი ჯოს შეწყნარება ეთხოვა. თხოვნას ბევრი აწერდა ხელს. ვინ მოსთვლის, ამის გამო რამდენი მიტინგი ჩატარდა, რამდენი მგზნებარე სიტყვა წარმოითქვა და ცრემლი დაიღვარა! შეიქმნა ტუტრუცანა ქალების კომიტეტი; ისინი ზაძით მოსილნი უნდა ხლებოდნენ გუბერნატორს და ეთხოვათ: გულმოწყალე დიდყურად იქეც და ფეხქვეშ გათელე შენი მოვალეობაო. ინდიელ ჯოს ბრალად ედებოდა ქალაქის ხუთი მაცხოვრებლის მკვლელობა. მერედა, რაო? ინდიელი ჯო თვით სატანაც რომ ყოფილიუო გამოჩნდებოდნენ ისეთი უნებისყოფო ადამიანები, რომლებიც მზად იქნებოდნენ ხელი მოეწერათ შეწყნარების თხოვნაზე და ზედაც თითო კურცხალი დაეფრქვიათ თავიანთი უშრეტი ცრემლსადენიდან.
დასაფლავების მეორე დღეს ტომმა ჰეკი სასაუბროდ გაიხმო. ამ დროისათვის ჰეკმა უკვე იცოდა ტომის თავგადასავალი უელსელისა და ქვრივი დუგლასისაგან. მაგრამ, ტომის აზრით, იყო ერთი რამ, რაც ჰეკისატვის არ უთქვამთ და ახლა სწორედ ამიტომ განმარტოვდნენ. ჰეკი მოიღუშა.
- ვიცი, რაშიც არის საქმე, - უთხრა ჰეკმა, - შენ "მეორე ნომერში” იყავი და ვერაფერი ვერ იპოვე, გარდა არაყისა. ჩემთვის შენზე არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ მე თვითონ მივხვდი, როცა არაყის პოვნაზე ამბავი შევიტყვე. იმასაც მივხვდი, რომ იქ ფული ვერ აღმოაჩინე, თორემ როგორმე მოახერხებდი ამბის შეტყობინება, მიუხედავად იმისა, რომ სხვებს არაფერს არ გაუმხელდი. ტომ, ყოველთვის გული მიგრძნობდა, რომ იმ განძს ვერ ვგიდებდით ხელთ.
- რას ამბობ ჰეკ! არც მიფიქრია სამიკიტნოს პატრონის დაბეზღება. შენ ხომ იცი, შაბათს, როცა პიკნიკზე მივდიოდით, სამიკიტნოში ყველაფერი წესრიგში იყო. განა აღარ გახსოვს, რომ შენ სწორედ იმ რამეს უნდა გეყარაულა?
- ჰო, მართალიაQ ასე მგონია, ეს ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა-მეთქი, ეს მართლაც სწრედ იმ რამეს იყო, როცა ინდიელ ჯოს ფეხდაფეხ მივყვებოდი და ქვრივ დუგლასთან კი მივედი!
- ესე იგი, შენ გაჰყევი?
- ჰო, მხოლოდ ამის შესახებ არაფერი თქვა, დარწმუნებული ვარ, მას მეგობრები დარცებოდნენ. არ მსურს ხელში ჩავუვარდე და რამე ამიტეხონ! მე რომ არა ვყოფილიყავი, ახლა ის, ალბათ, ტეხასში იქნებოდა.
ჰეკმა საიდუმლოდ უამბო თავისი თავგადასავალი. ტომმა მხოლოდ ამის ნაწილი იცოდა უელსელისაგან.
- საქმე იმაშია, - თქვა ჰეკმა და დაუბრუნდა თავიანთი საუბრის მთავარ საგანს, - ვინც არაყი გაიტანა "მეორე ნომრიდან”, ფულსაც სწორედ ის გაიტანდა, ასე რომ, ჩვენთვის ის ფული უკვე დაკარგულია, ტომ.
- ჰეკ, ის ფული არც ყოფილა "მეორე ნომერში”.
- რა თქვი? - ჰეკი გამომცდელი თვალებით მიაშტერდა ამხანაგს, - ტომ, შენ ხომ არ მიაგენი ფულის კვალს?
- ჰეკ, ფული გამოქვაბულშია.
ჰეკს თვალები აენთო.
- გაიმეორე, რაც თქვი, ტომ!
- ფული გამოქვაბულშია!
- ტომ, დაიფიცე, მართალს ამბობ თუ ხუმრობ?
- მართალს, ჰეკ! მე ჯერ არასოდეს მითქვამს ასეთი სიმართლე. ხომ წამომყვები და მიშველი ფულის იქიდან წამორებაში?
- ოღონდაც, რომ წამოჰგყვები! ესე იგი, თუ გზას დავნიშნავთ და არ დავიკარგებით.
- ჰეკ, შენ მაგის ჯავრი ნუ გაქვს, ეგ სულ ადვილია.
- დიდებულია! მაგრამ, რა იცი, რომ ფული...
- დამაცადე! ჰეკ, ჯერ მივიდეთ იმ ადგილამდე. თუ ფული არ აღმოჩნდა, შენ არაფერს არ დაკარგავ. მე მოგცემ ჩემს დოლარს და ყველაფერს, რა სათამაშოებიც მაქვს, გეფიცები, მოგცემ!
- კარგი, თანახმა ვარ! როდის გინდა წასვლა?
- მე მზად ვარ, თუნდაც ამ წუთს. შენ ძალა შეგწევს სიარულისათვის?
- შორს არის გამოქვაბული? მართალია, სამი თუ ოთხი დღეა ავდექი, მაგრამ, ალბათ, ერთი მილის მეტს ვერ გავივლი, ვერ შევძლებ, ტომ.
- იქამდე ხუთი მილია, თუ იმ გზით წავედით, რომლითაც ჩვეულებრივ დადიან, მაგრამ მე მოკლე გზა ვიცი. იმ გზის შესახებ არავინ არ იცის. ნავით წაგიყვან, ჰეკ. აქედანაც და იქიდანაც მე მოვუსვამ ნიჩბებს, შენ ხელსაც არ გაგანძრევინებ.
- ახლავე წავიდეთ, ტომ!
- კეთილი! თან უნდა წავიღოთ პური და ხორცი, აგრეთვე ჩიბუხები, ორიოდე ტომარა, ორი-სამი გორგალი კანაფი და ის ახლად გამოგონილი რაღაცა, გოგირდის ასანთიც. იცი, რამდენჯერ ვინატრე თან მქონოდა, როცა გამოქვაბულში ვიჯექი?
ნაშუადღევს ბიჭებმა "ინათხოვრეს” პატარა ნავი, რომლის პატრონიც ცოტა ხნით წასულიტო და გამგზავრნენ. როცა ბიჭები რამდნეიმე მილით გასცდნენ გამოქვაბულის შესასვლელს, ტომმა თქვა:
- ხედავ ამ ფლატეს? იგი სულ ერთფეროვანია დაწყებული გამოქვაბულის შესასვლელიდან აქამდე: - არც სახლებია, არც ხეები, მხოლოდ ბუჩქებია, რომელნიც ერთმანეთს ჰგვანან. აი, იქ მორღვეული ადგილი რომ ჩანს თეთრად, ხედავ? ის ჩემი ნიშანია, იქ გამოვალთ.
ნავი ნაპირს მიაყენეს.
- აი, აქედან, სადაც ჩვენ ვდგავართ, ჰეკ, შენ შეგიძლია შეეხო ანკესით იმ კარებს, საიდანაც მე გამოვძვერი. აბა, ეცადე იპოვო.
ჰეკმა მოათვალიერა იქაურობა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. ტომი თავმომწონედ გაემართა თუთUბოს ხშირი ბუჩქებისაკენ და იქიდან დაიძახა:
- აი, სად არის! ნახე, ჰეკ! ეს ყველაზე მოხერხებული ხვრელია ამ მიდამოებში. იცოდე, ამის შესახებ კრინტი არავისთან დაძრა. მე ხომ დიდი ხანია ყაჩაღობას ვაპირებდი და შესაფერისი თავშესაფარი ვერ მეპოვნა. თანაც სად მეძებნა, არ ვიცოდი. ახლა კი მოვძებნეთ და ამის შესახებ ნურავის ვეტყვით, გარდა ჯო ჰარპერისა და ბენ როჯერსისა; ხომ საჭიროა რაზმის შედგენა, ორ კაცში რა ყაჩაღობა იქნება. ყაჩაღთა რაზმი ტომ სოიერის მეთაურობით, - ხომ კარგია, ჰეკ?
- მშვენიერია, ტომ! მხოლოდ ვინ უნდა გავძარცვოთ?
- ვინც მოგვხვდება. ჩავუსაფრდებით ხალხს, როგორც წესად აქვთ მიღებული ყაჩაღებს.
- თანაც უნდა ვხოცოთ?
- ყოველთვის არა, ტყვედ დავამწყვდევთ გამოქვაბულში, ვიდრე გამოსასყიდს არ გადაიხდიან!
- ეგ გამოსასყიდი რაღაა?
- ფული. ასესხებინებ მეგობრებისაგან ფულს, რამდენიც შეუძლიათ; ერთი წლის შემდეგ თუ არ გადაიხდიან მთელ გამოსასყიდს, მაშინ დახოცავენ; ასეთIა ადათი. მაგრამ ქალების დახოცვა მაინც არ შეიძლება. ისინი დატყვევებულნი არიან, ოღონდ მათი მოკვლა არ შეიძლება. ყოველთვის ლამაზები და მდიდრები არიან. თანაც ძალზე მშიშრები. მათ ართმევენ საათებს და სხვა წვრილმან სამკაულებს, თავაზიანად ესაუბრებიან, ყოველთვის ქუდმოხდილნი. ყაჩაღებზე ზრდილიბიანი ხალხი არ არსებობს, ყველა წიგნში ასე ნათქვამი. ბოლოს ქალებს ყაჩაღები შეუყვარდებათ ხოლმე. გამოქვაბულში ერთ-ორ კვირას რომ გაატარებენ, მერე აღარ რინიან და თვითონვე აღარ უნდათ წასვლა, ასე წრენ ყველა წიგნში.
- ეგ ხომ დიდებულია, ტომ! ეგ მეკობრეობას უნდა სჯობდეს კიდეც!
- ჰო, უკეთესია ყოველმხრივ, სახლტანაც ახლო ხარ, ცირკთანაც...
ყველაფერი მზად იყო და ბიჭები ხვრელიდან შეძვრნენ გამოქვაბულში. ტომი წინ მიდიოდა. როგორც იყო, მიაღწიეს ერთ-ერთ ტალანის ბოლოს, კლდეს მიაბეს კანაფის წვერი და წავიდნენ წინ. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ მიუახლოვდნენ წყაროს და ტომს ჟრუანტელმა დაუარა. ჰეკს უჩვენა სანთლის ნამწვი, კედელზე თიხით მიკრული და აუწერა ბეკისა და თავისი მდგომარეობა, როგორ შესცქეროდნენ სანთელს, რომელიც ხან აელვარდებოდა და ხან ისევ ცაქრებოდა.
ბიჭებმა ხმას დაუდაბლეს, თითქმის ჩურჩულებდნენ; გამოქვაბულის მდუმარება და სიბნელე მათზე შემზარავად მოქმედებდა. ისინი წინ მიდიოდნენ, სანამ მიწევდნენ მეორე ტალანს და "ფლატეს”. სანთლის შუქზე აღმოჩნდა, რომ ვქვევით უფსკრული კი არ იყო, არამედ ოცი-ოცდაათი ფუტის სიმაღლის თიხნარის ფლატე.
- ახლა ერთ რამეს გიჩვენებ, ჰეკ, - წაიჩურჩულა ტომმა და სანთელი მაღლა ასწია.
- გაიხედე კუთხის იქით, იქ დიდ ქვაზე ჭვარტლით რა არის გამოყვანილი...
- ტომ, ის ხომ ჯვარია!
- ახლა ვიცი, სადაც არის "მეორე ნომერი”. ამ ჯვარის ქვეშ! გესმის? აქა ვნახე სწორედ ინდიელი ჯოც სანთლით ხელში.
ჰეკი ერთხანს უყურებდა საიდუმლო ნისანს, მერე კი ხმის კანკალით უთხრა:
- ტომ, წავიდეთ აქედან.
- როგორ თუU წავიდეთ? განძი აქ დავტოვოთ?
- ჰო, დავტოვოთ; ალბათ, ინდიელი ჯოს სული დახეტიალობა ამ გამოქვაბულში.
- არა, ჰეკ, მისი სული ალბათ იმ ადგილზე დაეხეტება, სადაც მოკვდა, გამოქაბულის შესასვლელთან, აქედან ხუთი მილის მანძილზე.
- არა, ტომ, არა ხარ მართალი, ის წორედ ფულთან იხეტიალებს, რომ უყარაულოს. ყოველთვის ასე ხდება, ეს მეც ვიცი და შენც.
ტომი შიშობდა, რომ ჰეკი მართალი იყო. უსიამოვნო წინათგრძნობა არ ასვენებდა, მაგრამ უცებ თავში ერთმა აზრმა გაუელვა.
- ყური მიგდე, ჰეკ, რას სისულელეს ამბობ! განა ინდიელი ჯოას აჩრდილი მიეკარება იმ ადგილს, სადაც ჯვარია?
საბუთი დამაჯერებელი იყო და სატანადო სთაბეჭდილებაც მოახდინა.
- მაგაზე აღარ მიფიქრია, შენ მართალი ხარ. ჩვენი ბედი, ჯვარი რომ ვიპოვეთ. ახლა კი... წავიდეთ ქვევით და ვეძებოთ ზანდუკი.
ტომი პირველი ჩავიდა და სწრაფად თხრიდა საფეხურებს თიხნარის ფერდობზე. ჰეკი უკან მიჰყვებოდა. პატარა გამოქვაბულიდან, სადაც დიდი კლდე იყო, ოთხი ტალანი გამოდიოდა. ბიჭებმა დაათვალიერეს სამი და ვერაფერი იპოვეს; მათ შეამჩნიეს ღრმული კლდის უახლოეს ტალანში. იქ, მიწაზე, საბნები იყო გაშლილი, იქვე ეყარა: ერთი ძველი აჭიმი, ღორის შაშხის ტყავი და რამდენიმე გამოხრული ფრინველის ჩონჩხი; მაგრამ ზანდუკი არ აღმოჩნდა. ბიჭებმა ველაფერი მოათვალიერეს, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ტომმა თქვა:
- ის ხომ "ჯვრის ქვეშ” ამბობდა და ეს სწორედ ის ადგილია; ხომ არ შეიძლება იყოს კლდის ქვეშ, ის ხომ მეტად მკვიდრად ზის მიწაში.
კიდევ ბვერი ეძებეს და ღონემიხდილნი დასხდნენ დასასვენებლად, ჰეკს ვერაფერი მოეფიქრებინა. ბოლოს თომმა თქვა:
- შეხედე, ჰეკ. კლდის ერთ მხარეზე ნაფეხურები ჩანს, ხოლო მიწაზე - სანთლის ნაღვენთი; მეორე მხარეზე არაფერია. რად უნდა იყოს ასე? დაგენიძლავები, ფული კლდის ქვეშაა. ახლავე შევუდგეთ თხრას.
- ეგ კარგი აზრია, ტომ, - ცოცხლად უპასუხა ჰეკმა.
ტომმა ამოიღო დანა და ჯერ არც კი ამოეთხარა რამდენიმე გოჯი, რომ დანა ხეს მოხვდა.
- ჰეკ, გესმის?
ჰეკიც თავგამოდებული შველოდა თხრაში. მალე წააწყდნენ რაღაც ფიცრებს. ისინი ამოალაგეს. ფიცრებს ქვეშ აღმოჩნდა ნაპრალი, რომელიც კლდის ქვეშ გადიოდა. რომი ჩავიდა შიგ და გაიშვირა სანთლიანი ხელი, მაგრამ ნაპრალი ბოლომდე არ განათდა. ამიტომ მისი დათვალიერება გადაწყვიტა. მოიხარა და კლდის ქვეშ ჩაძვრა. ვიწრო გზა თანდატან მიწის სიღრმეში მიდიოდა. ტომი გაჰყვა გზას ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ჰეკი ფეხდაფეხ მისდევდა. მათ შეუხვიეს კიდევ ერთხელ და უცებ ტომმა წამოიძახა:
- ღმერთო ჩემო, ჰეკ, შეხედა ამას! - ეს მართლაც ზანდუკი იყო განძით, პატარა, მყუდრო გამოქვაბულში. მის გევრდით ეგდო დენთის ცარიელი ყუთი, ორი თოფი ტყავის შალითაში, ტყავიდ ქმაარი და სხვადასხვა ძველმანი, რომლებიც დასვენებულიყო კედლიდან ჩამონაჟOნი წვეთებით.
- როგორც იყო, ვიპოვეთ, - თქვა ჰეკმა და თან ხელით ამოურია გაუფერულებული ოქრო. - აჰა, ტომ; ახლა კი მდიდრები ვართ!
- ჰეკ, ყოველთვის იმედი მქონდა, რომ ვიპოვიდით ფულს. არც კი მჯერა, მაგრამ ხომ მივაგებით. აბა, გაჭიანურება აღარ არის საჭირო, ზანდუკი უნდა გავიტანოთ. მოდი ვცდი, შევძლებ მის აწევას თუ არა.
ზანდუკი ორმოცდაათ გირვანქამდე იწონიდა. ტომმა ძლივს ასწია, მაგრამ წაღება ვერ შეძლო.
- ასეც ვფიქრობდი - თქვა მან. - მაშინვე შევატყვე, მძიმე იყო, როცა "უწმინდური” სახლიდან გაჰქონდათ. ნახე, რა კარგად მოვიფიქრე ტომრების წამოღება.
ბიჭებმა გადმოსცალეს ფული ტომრებში და კლდესთან მიიტანეს.
- მოდი, ახლა თოფები გადმოვიტანოთ და დანარჩენი ყველაფერი, რაც იქ არის, - უთხრა ჰეკმა.
- არა, ჰეკ, იქ დავტოვოთ. ისინი მაშინ გამოგვადგება., როცა ყაჩაღობას დავიწყებთ. ყველაფერს აქ შევინახავთ და აქვე მოვაწყობთ ხოლმე ორგიებსაც, სწორედ შესაფერისია ეს ადგილი ორგიებისათვის!
- რას ნიშნავს ორგიები?
- არ ვიცი, ყველა ყაჩაღი მართავს ორგიას; ჩანს, ჩვენც მოგვიხდება მათი გამართვა. აბა, წავიდეთ, ჰეკ, თორემ აქ დიდი ხანია ვსხედვართ, ალბათ უკვე გვიან არის და მომშივდა კიდეც; ნავში ვჭამოთ და თუთუნიც გავაბოლოთ.
ისინი გამოვიდნენ ხშირი ბუჩქნარიდან, ფრთხილად მოათვალიერეს იქაურობა, დაინახეს, რომ წყლის პირას არავინ იყო, ჩასხდნენ ნავში და საუზმეს შექცენ. როცა მზე დასავლეთისაკენ გადაიხარა, მაშინ გაუდგნენ გზას. ტომი ნიჩაბს უსვამდა. ნაპირ-ნაპირ მიცურავდნენ, სანამ ბინდი იდგა. ტომი მხიარულად ემასლაათებოდა ჰეკს. როცა დაბნელდა, ნაპირს მიადგნენ.
- აბა, ჰეკ, - უთხრა ტომმა, - ახლა დროებით ფული ქვრივი დუგლასის შეშის ფარდულში შევინახოთ. დილით კი მე მოვად და დავთვალოთ, გავყოთ, მოვძებნოთ უშიშარი ადგილი ტყეში და ჩავმარხოთ მიწაში. შენ აქ დარჩი და ფულს უყარაულე. მე გავიქცევი და ბენი ტეილორის ურიკას გამოვაპარებ. ერთ წამში დავბრუნდები.
ტომი თვალს მიეფარა. მართლაც, ჩქარა დაბრუნდა და მოათრია ურიკა, დადო ზედ ტომარა, გადააფარა რაღაც ძონძები და ბიჭები შეუდგნენ აღმართს, თან ურიკას მიათრევდნენ. როდესაც უელსელის სახლს მიუახლოვდნენ, შედგნენ დასასვენებლად. წასვლა რომ დააპირეს, სწორედ იმ დროს გამოჩნდა მოხუცი უელსელი.
- თქვენ ეი, ვინ ხართ?
- ჰეკი და ტომ სოიერი.
- შესანიშნავია! მომყევით ბიჭებო. თქვენ დიდი ხანია გელოდებიან. აბა, წინ იარ, მე წავათრევ თქვენს ურიკას. მაგრამ არცთუ ისე მსუბუქია ეს თქვენი ტვირთი, რა არის?
- ჯართი...
- ასეც ვფიქრობდი; ჩვენი ქალაქის ბიჭები მზად არიან აუარება ღონე დახარჯონ ძველი რკინეულობის მოსაგროვებლად, რომელშიაც, ალბათ, კაპიკებს მისცემენ სამსხმელო ქარხანაში, ნამდვილ საქმე კი როდი მოჰკიდებდნენ ხელს, ორჯერ მეტიც რომ მისცენ. ასეთია ადამიანის ბუნება! აბა, ცოცხლად იარ!
ბიჭებს უნდოდათ გაეგოთ, რად აჩქარებდა მათ ასე მოხუცი.
- არაფერია, როცა მივალთ ქვრივ დუგლასთან, იქ გაიგებთ.
ჰეკმა, ცოტა არ იყოს, შიშით თქვა (ის ხომ შეჩვეული იყო ტყუილუბრალო ბრალდებებს):
- მისტერ ჯონს, ჩვენ ხომ არაფერი დაგვიშავებია.
მოხუცმა გადაიხარხარა:
- არ ვიცი, ჰეკ, არ ვიცი, ჩემო ბიჭიკო, არაფერი არ ვიცი. შენ ხომ ქვრივი დუგლასის მეგობარი ხარ.
- მართალია, ყოველ შემთხვევაში, ის კარგად მექცევა.
- ჰოდა, მაშ რიღასი გეშინია?
ჰეკს მაინცდამაინც დიდი მოსაზრების უნარი არ ჰქონდა და პასუხის მოფიქრებაც კი ვერ მოასწრო, რომ ისა და ტომი შეყარეს მისის დუგლასის სასტუმრო ოთახში. მისტერ ჯონსმა ურიკა გარეთ და დატოვა და თვითონაც შეჰყვა ბიჭებს.
სასტუმრო განათებული იყო. იქ თავი მოეყარა ქალაქის ყველა წარჩინებულ პირს. აქ იყვნენ თეტჩერის, ჰარპერის და როჯერსის ოჯახები, დეიდა პოლი, სიდი, მერი, მღვდელი, გაზეთის რედაქტორი და ბევრი კიდევ სხვა - ყველა საზეიმოდ მორთული. ქვრივი ბიჭებს ისე გულთბილად შეხვდა, რამდენადაც კი შეიძლებოდა ასეთი შესახედაობის სტუმრების დანახვისას. ორივენი თიხითა სანთლის ნაღვენთით იქვნენ გათხუპნულნი.
დეიდა პოლი სირცხვილისაგან გაწითლდა, შუბლი შეიკრა და საყვედურით გააქნია თავი, მაგრამ ყველაზე უხერხულად თვითონ ბიჭები გრძნობდნენ თავს.
- რომი შინ არ ყოფილა, ჯერ, - განმარტა მისტერ ჯონსმა. - მე მეგონა, ვერც ვიპოვიდი, მაგრამ ახლა წავაწყდი მას ჰეკთან ერთად ჩემი სახლის წინ და აი, საჩქაროდ მოგგვარეთ.
- ძალიან კარგად მოქცეულხართ, - თქვა ქვრივმა, - მომყევით, ყმაწვილებო!
ის შეუძღვა მათ საწოლ ოთახში და უთხრა:
- დაიბანეთ და გამოიცვალეთ ტანისამოსი. აქ ორი ხელი ტანისამოსია. ჰერანგები, წინდები, ყველაფერი, რაც კი საჭიროა.
- ეს ტანისამოსი ჰეკის არის... არა, არა, ჰეკ, მადლობას ნუ მიხდი: ერთი მე გიყიდე, მეორე მისტერ ჯონსმა, მაგრამ ორივეს გამოგადგებათ. ჩაიცვით. და როცა მზად იქნებით, ჩამოდით ქვევით, - ჩვენ დაგელოდებით.
ამის შემდეგ დუგლასი წავიდა.


თავი ოცდამეთხუთმეტე

- ტომ, - უთხრა ჰეკმა, - ჩვენ შეგვიძლია ფანჯრიდან მოვუსვათ, თუ თოკს ვიშოვით; ფანჯარა არც ისე მაღალია...
- რა სისულელეა, რად უნდა წავიდეთ?
- იცი, რა? მე სულ არ ვარ ჩვეული ხალხში ყოფნას, არც მიყვარს. არ ჩამოვალ ქვევით, ტომ.
- რაებს ლაპარაკობ! არაფერია. მე არაფრად არ ვაგდებ, ნურც შენ გეშინია, მე გაგიწევ მფარველობას.
უცებ გამოჩნდა სიდი.
- ტომ, დეიდა მთელი დღე გელოდება, სად იყავი? მერიმ საკვირაო კოსტიუმი მოგიმზადა; ყველა წუხდა, სად დაიკარგაო! გამაგებინეთ, რა გაცხიათ მაგ ტანისამოსზე? თიხა, სანთლის ნაღვენთი?
- მისტერ სიდ, გირჩევნიათ, თქვენს საქმეებს მოუაროთ, რა ამბავი დღეს ქვრივთან, რისთვის გარჯილან?
- ქვრივმა უბრალოდ წვეულება მიაწყო, როგორც სჩვევია. დღეს ვახშამი აქვს განსაკუთრებით მოხუცი უელსელისა და მისი ვაჟიშვილებისათვის, რადგან მათ იმ ღამეს სიკვდილს გადაარჩინეს. თუ ისურვებთ მოსმენას, კიდევ გეტყვით რაღაცას.
- აბა, რას.
- აი, რას: დღეს მოხუც მისტერ ჯონსს სურს რაღაცით გააკვირვოს დამსწრე საზოგადოება, მაგრამ მე უკვე ვიცი ის საიდუმლო, დღეს ყურს ვუგდებდი ჩუმად, როცა დეიდას უამბობდა. ახლა კი, მე მგონი უკვე ყველამ იცის მისი საიდუმლო. ყველამ დიდი ხანია იცის, მაგრამ ქვრივს განზრახ ისე უჭირავს თავი, თითქოს არ იცის. მისტერ ჯონსისათვის აუცილებელი იყო ჰეკის აქ მოყვანა. მის გარეშე არაფერი არ გამოვიდოდა.
- რა საიდუმლოა, სიდ?
- ის, რომ ჰეკი მიჰყოლია ყაჩაღებს ქვრივის სახლამდე. მისტერ ჯონსს ჰგონია, რომ ამ ამბით ყველას გააკვირვებს, მაგრამ მას ყურადღებას არავინ არ მიაქცევს.
სიდი კმაყოფილი ხითხითებდა.
- სიდ, ალბათ, ყველას შენ უამბე, არა?
- სულ ერთი არ არის, ვინ ვის უამბობს? ყველამ იცის, მორჩა და გათავდა.
- სიდ, მთელ ქალაქში არის მხოლოდ ერთადერთი კაცი, რომელიც ასეთ სისაძაგლეს ჩაიდენდა და ის კაცი შენ ხარ! შენ რომ ჰეკის ადგილას ყოფილიყავი, მალულად ჩამოიპარებოდი გორაკიდან და ხმასაც არ ამოიღებდი იმ ყაღაღების შესახებ, შენ მხოლოდ სისაძაგლის ჩადენა შეგიძლია და ვერ აგიტანია, როცა ვინმეს აქებენ კარგი საქციელისათვის. ესეც შენ! მადლობა საჭირო არ გახლავთ, როგორც მისის დუგლასი იტყვის ხოლმე, - ტომმა ყური აუწია ძმას და პანღურისკვრით გააგდო გარეთ. - ახლა კი გაეთრიე. თუ დეიდა პოლისთან გიჩივლია, ხვალ გიჩვენებ სეირს!
რამდენიმე წუთის შემდეგ ქვრივის სტუმრები უკვე მაგიდას უსხდნენ და ვახშამს შეექცეოდნენ; ბავშვები კედელთან მიდგმულ პატარა მაგიდას შემოსხდომოდნენ, - ასეთი ადათი იყო ამ მხარეში. დრო რომ დადგა, მისტერ ჯონსმა პატარა სიტყვა წარმოთქვა. მადლობა გადაუხადა ქვრივს იმ პატივისცემისათვის, რაც დღეს გაუწია მას და მის ვაჟიშვილებს, თანაც დააყოლა, რომ არის მესამე პირიც, რომლის მოკრძალებაც... სხვა და სხვა.
მისტერ ჯონსმა მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით ილაპარაკა ჰეკის მონაწილეობის შესახებ ქვრივის გადარჩენის საქმეში; მაგრამ ისეთი გაკვირვება არ გამოუწვევია, როგორიც მოსალოდნელი იყო სხვაგვარ, უფრო ხელსაყრელ ვითარებაში. თუმცა კი მისის დუგლასმა განზრახ გაიოცა, თანაც იმდენი ქება შეასხა ჰეკს და ისეთი გულწრეფელობით გადაუხადა მადლობა, რომ ბიჭს სრულიად გადაავიწყდა თავისი ტანჯვა, რომელიც ახალმა კოსტიუმმა მიაყენა. ყველას ყურადღებისა და შექების საგნად გახდომა ახალ ტანსაცმელზე უფრო ძნელი ასატანი გახდა.
მისის დაუგლასმა განაცხადა, ჰეკს მე ვიყვან, სწავლა-განათლებას მივცემ და როცა ამისთვის თანხას ვიშოვნი, ხელს შევუწყობ რომელიმე პატიოსანი საქმის წამოწყებაშიო.
ახლა ტომის ჯერი დადგა.
- ჰეკი ამას არ საჭიროებს, - განაცხადა მან, - ჰეკი მდიდარი კაცია.
შეკრებილი საზოგადოება რომ ზრდილობიანი არ ყოფილიყო, ცხადია, ამისთანა ხუმრობას სიცილით შეხვდებოდა; მაგრამ სიჩუმეც ერთგვარ უხერხულობას იწვევდა და ამიტომ ტომმა საჩქაროდ დაარღვია იგი:
- ჰეკს აქვს ფული. თქვენ შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მას ბლომად აქვს ფული, ნუ გეცინებათ. ახლავე გაჩვენებთ. მოიცადეთ ერთ წუთს!
ტომი გავარდა ოთახიდან. ყველა ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა ერთმანეთს, ხოლო ჰეკს გაკვირვებით. ჰეკს კი ენა ჩავარდნოდა.
- სიდ, ტომს, რა დაემართა? - შეეკითხა დეიდა პოლი. - ის... თუმცა, ამ ბიჭისაგან რას არ უნდა მოელოდე... არასოდეს... - დეიდა პოლის სიტყვა არც კი დაემთავრებინა, რომ შემოვიდა ტომი. ძლივს მოათრევდა ორ მძიმე ტომარას. მან მაგიდაზე დაახროვა ოქრო და წამოიყვირა:
- აი, რას გეობნებოდით, ამის ნახევარი ჰეკს ეკუთვნის, ნახევარი კი - მე!
ამდენი ოქროს ნახვით სტუმრებს სული შეუგუბდათ. კარგა ხანს სიტყვის თქმაც კი ვერ მოახერხეს, მერე კი მოსთხოვეს ახსნა-განმარტება. ტომი სიამვნებით დათანხმდა. მართალია, მისი მოთხრობა გაჭიანურებული იყო, მაგრამ სავსე იყო სიცოცხლით და მსმენელები დიდი ინტერესით უსმენდნენ. სიტყვა ვერავინ შეაწყვეტინა, რომ შთაბეჭდილება არ შენელებულიყო.
ტოცა ტომმა გაათავა, მისტერ ჯონსმა თქვა:
- მე მეგონა, რომ აქ დამსწრე სტუმრებისთვის პატარა სიურპრიზი მქონდა, მაგრამ ამასთან შედარებით ჩემი სიურპრიზი არაფერია!
დათვალეს ფული, თორმეტი ათას დოლარზე მეტი აღმოჩნდა. ამდენი ოქრო ერთბაშად თვალით არავის ენახა, თუმცა ზოგიერთი დამსწრე ამაზე მეტი თანხის მფლობელიც იყო.

კატეგორია: სათვგადასავლო რომანები | ნანახია: 1257 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: