მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 9 » თეთრი დრო -----ანანო ანთაძე
12:53 PM
თეთრი დრო -----ანანო ანთაძე

დადგა ისეთი დრო, როცა დრო იცვლებოდა. ამიტომ აახლობლებს ერთნაირ საათებს ურიგებდნენ, რომელიც არ უნდა მოეხსნათ და მათთვის ერთი დრო იქნებოდა ანუ შეხვედრას შესძლებდნენ. მაინც და მიანც იმ დროში მან ის დაიინახა და მოეწონა. ის სულ სხვანაირი იყო. ფიქრობდა - ნეტავი რომელი საათი უკეთიაო. მიუახლოვდა. ამ დროს მან საათი მოიხსნა და გაქრა. ის მიხვდა , რომ ისეთი საათი ეკეთა , რითაც ნებისმიერ დროში მოხვედრა შეგეძლო. გოგოსაც უნდოდა ეგეთი , მაგრამ არ იცოდა ის რომელ დროში როდის გადავიდოდა. ამიტომ ამჯობინა ელოდა მისთვის, სანამ ისევ იქ არ გაჩნდებოდა. ამ დროს სულ სხვა ვიღაც მივიდა გოგოსთან, ყველაზე ცუდი დროიდან და ჰკითხა -
შენ ცვილის გგონია თავი?
არა, მე ცომით მოზელილი მგონია თავი.
გასაგებია. იცით რაშია საქმე ? მე ცვილის მგონია თავი და ნელ-ნელა ვდნები. იქნებ დამეხმაროთ.
თუ დნებით საათი შეიცვალეთ.
როგორ შევიძინო საათი , როდესაც სანთელი ვარ.
ჩვენს დროში ეს კანონიერია.
ეს შესაძლებელია , ქალბატონო, მაგრამ მე თქვენს დროს არ განვეკუთვნები.
ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. ნაყოფიერების გორაკთან მივიდეთ, იქნებ გვითხრას რამე.

მივიდნენ ნაყოფიერების გორაკთან, რადგან იმ დროში სხვა მთა არ იყო და ტაძარში შევიდნენ. თეთრებში შემოსილი ქალი მათ შეეგება და ფუჭი დროის კაცს უთხრა : ვიზიარებ თქვენს ტანჯვას, მაგრამ უნდა დადნეთ. თუ არა, მარადიულად დანაწევრებული იხეტიალებთ დროსა და სივრცეში. 

გამოვიდნენ ტაძრიდან, ნაყოფიერების მწვერვალზე ავიდნენ და დასხდნენ.

ლაპარაკი საჭირო აღარ იყო. ორივე ერთსა და იმავეს განიცდიდა და ფიქრობდა. 

კაცი დადნა. 

გოგომ დაღვრილი სანთელი აიღო, თეთრი კიბე ააშენა, ცვილის ნარჩენები კი კიბის ბოლო საფეხურზე მოათავსა.


კატეგორია: მოტხრობები | ნანახია: 753 | დაამატა: kaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: